ლატერანის ხელშეკრულება

ლატერანის ხელშეკრულება — არის ერთ-ერთი 1929 წლის ლატერანის პაქტებიდან ან ლატერანის შეთანხმებებიდან. სამი შეთანხმება დაიდო 1929 წელს იტალიის სამეფოსა და წმინდა ეპარქიას შორის. ლატერანის ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1929 წლის 7 ივნისს და მან მოაგვარა „რომის საკითხი“.

ლატერანის ხელშეკრულება შედგებოდა სამი დოკუმენტისაგან:

  • პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც ცნობდა წმინდა ეპარქიის სრულ სუვერენიტეტს ვატიკანში.
  • შეთანხმება, რომელიც დაარეგულირებდა კათოლიკური ეკლესიის პოზიციასა და კათოლიციზმს იტალიაში.
  • ფინანსური კონვენცია, რომელიც ითვალისწინებდა წმინდა ეპარქიის მოთხოვნის საბოლოო მოგვარებას, რომელსაც მოჰყვებოდა ტერიტორიებისა და ქონების ზარალი.

მოლაპარაკებები „რომის საკითხის“ მოგვარების შესახებ დაიწყო 1926 წელს იტალიის მთავრობასა და წმინდა ეპარქიას შორის და 1929 წელს ისინი შეთანხმდნენ ლატერანის ხელშეკრულებაზე, რომელსაც ხელი მოაწერეს პრემიერ-მინისტრმა ბენიტო მუსოლინიმ იტალიის მეფე ვიქტორ ემანუელ III-ის მხრიდან და ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა პიეტრო გასპარიმ პაპი პიუს XI-ის მხრიდან. ხელშეკრულება ხელი მოეწერა ლატერანის სასახლეში.