ერკეთი
ერკეთი — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ერკეთისა და ქვემო ერკეთის ძველი სახელწოდება. ამჟამად ერკეთი წარმოადგენს თემს, რომელშიც გაერთიანებულია სოფლები: ქვემო ერკეთი, ზემო ერკეთი, შუბანი, ქვემო ონჭიქეთი და ზემო ონჭიქეთი.
ისტორია
რედაქტირებატოპონიმ ერკეთის წარმომავლობა ერთი ვერსიით უკავშირდება საგეოგრაფიო სახელ „ერგეს“: ერგე > ერკე > ერკეთი. სახელი ერგე ჯერ კიდევ გვხვდება XVIII საუკუნის დამდეგამდე:
„გურიელსა ეპყრა რიონს გაღმართი, საჯავახო, იმას აქათი გამოსწურივ ღომისციხეს გადმოღმართი ერგე, აჭარა და ჭანეთი რიკის პალოს აქეთი“
| |
. ადრე ანტიკურ ხანაში (ძვ. წ. VI-V სს) ერგეს ეკონომიკურ ცენტრად ბუკისციხის ანტიკური პერიოდის, გალავნიანი ქალაქი უნდა ჩაითვალოს.[1]
სოფელი ერკეთი იხსენიება 1839 წელს. ერკეთის სასოფლო საზოგადოება ოზურგეთის მაზრაში შეიქმნა XIX საუკუნის შუაში. მასში შედიოდა 14 სოფელი: ერკეთი, ნაბეღლავი, ონჭიქეთი, საყვავისტყე, ციხე, შუბანი, იანეული, ხევი, ქვაბღა, ბჟოლიეთი, ბუქსიეთი, თავპანტა, ბუკისციხე, გაგამერია. სოფელში გავრცელებული იყო არყის წარმოება, მეფუტკრეობა, მეთამბაქოეობა, მეაბრეშუმეობა.[2] 1880-იან წლებში ერკეთში 8-15 ნოემბერს იმართებოდა ბაზრობა. 1893 წელს სოფელში დაიბადა პლატონ კეშელავა.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1874 | 2205 | ||
1883[3] | 1699 | ||
1893[4] | 2585 | ||
1900[5] | 5969 | 3137 | 2832 |
1908[6] | 6941 | 2784 | 3157 |
1914 | 7249 | ||
2002 | 1087 | ||
2014 | 817 |
გალერეა
რედაქტირება-
ქვემო ერკეთი
-
ერკეთის ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი
-
ერკეთის ეკლესია, ექსტერიერი
-
ერკეთის ეკლესია, ინტერიერი
-
შუბანის ეკლესია
-
ზემო ერკეთი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 195.
- სიხარულიძე ფ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
- უჯმაჯურიძე ა., სოფელ ერკეთის ისტორიიდან (1861–1905 წწ.), «თსუ შრომები», 1982, ტ. 227.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სიხარულიძე ი., „ერკეთი“ // „ალიონი“ : გაზეთი, 2007, № 18, გვ. 3.
- ↑ სოფლის ვითარება // კვალი : გაზეთი, 1897, № 39, გვ. 3-5.
- ↑ Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
- ↑ Кавказский календарь на 1894 год გვ. 356
- ↑ «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
- ↑ Кавказский календарь на 1910 год