ზემო ერკეთი
ზემო ერკეთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ერკეთის თემის ცენტრი (სოფლები: ზემო ერკეთი, ქვემო ერკეთი, ზემო ონჭიქეთი, ქვემო ონჭიქეთი, შუბანი). მდებარეობს ზღვის დონიდან 360 მ. ჩოხატაურიდან 8 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 27 კმ. სოფელში დგას საჯარო სკოლა.[2]
სოფელი | |
---|---|
ზემო ერკეთი | |
სოფლის ხედი მონასტრიდან | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ერკეთი |
კოორდინატები | 41°59′17″ ჩ. გ. 42°15′58″ ა. გ. / 41.98806° ჩ. გ. 42.26611° ა. გ. |
დაარსდა | IX საუკუნე |
პირველი ხსენება | XVII საუკუნე |
ადრეული სახელები | ერკეთი |
ცენტრის სიმაღლე | 360 მ |
მოსახლეობა | 216[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ერკეთის ეკლესია
რედაქტირებასოფელში მდებარეობს IX საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესია. ეკლესიაში შემორჩენილი არის IX საუკუნის კარი და ფრესკები. ამჟამად მოქმედებს დედათა მონასტერი.
ერკეთის ციხე
რედაქტირებასოფელში შემორჩენილია ციხის ნანგრევები. გადმოცემის თანახმად ციხე ზარზმიდან გადმოსული სამი ძმის აშენებული იყო. ძმებმა სოფელ ხევში დაამზადეს ასაშენებელი ქვები. 4 კილომეტრზე ხალხი იყო გადაჭიმული და ერთმანეთს ხელიდან ხელში აძლევდნენ ქვას. ბევრი კვდებოდა. პირველად ქვის პირველი ამღები მომკვდარა. ერთი ძმა დაბრუნდა ზარზმას, ზოგი ამბობდა ქობულეთში წავიდაო, მეორე ხევში წასულა, ელიე რომელსაც ერქვა. სწორედ იმ ელიეს ნაშიერია ახლანდელი ხევში მცხოვრები ელიეშვილები. დავითი დარჩენილა ერკეთში მგალობლად, სწორედ ამ მგალობლიშვილის შთამომავლების ეზოშია ამჟამად ციხის ნანგრევები. გადმოცემით, თამარ მეფე შესაძლოა ამ ციხეში იყოს დამარხული.
მოსახლეობა
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 216 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[3] | 746 | ||
1911[4] | 1012 | ||
2002[5] | 238 | 110 | 128 |
2014[1] | 216 | 96 | 120 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 507.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი[მკვდარი ბმული]
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II