შუბანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შუბანი.

შუბანისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ერკეთის თემში (სოფლები: ზემო ერკეთი, ქვემო ერკეთი, ზემო ონჭიქეთი, ქვემო ონჭიქეთი, შუბანი). მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 380 მ, ჩოხატაურიდან 7 კმ., საჯავახოდან 27 კმ., ზემო ერკეთიდან 1 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეცხოველეობა.

სოფელი
შუბანი

შუბანის ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი ერკეთი
კოორდინატები 41°58′16″ ჩ. გ. 42°15′42″ ა. გ. / 41.97111° ჩ. გ. 42.26167° ა. გ. / 41.97111; 42.26167
ცენტრის სიმაღლე 380
მოსახლეობა 129[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
შუბანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
შუბანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
შუბანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
შუბანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 129 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[2] 272
2002[3]   144 73 71
2014[1]   129 61 68

სოფელში დგას XIX საუკუნის დარბაზული ეკლესია. აშენებულია 1893-96 წლებში. ნაგებია თლილი ქვით, მსხვილი ქვა გამოყენებულია მხოლოდ კუთხეებში და გამოყოფილია ოდნავ შვერილი პროფილით. ოთხწახნაგოვანი კედლები დასრულებულია ერთი მთლიანი აბსიდით. ეკლესიის დასავლეთით იდგა სამრეკლოს ნანგრევები. ტაძარში დაცულია წმინდა გიორგის რელიეფური გამოსახულება, რელიეფის ორივე მხარეს არის მხედრული წარწერა. ეკლესია რეკონსტრუირებულია. მინიჭებული აქვს კულტურის ძეგლის სტატუსი.[4]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. Кавказский календарь на 1910 год
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  4.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10825