შუბანის წმინდა გიორგის ეკლესია

შუბანის წმინდა გიორგის ეკლესია — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში. მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში.

დარბაზული ეკლესია აშენებულია 1893-96 წლებში. ნაგებია თლილი ქვით, მსხვილი ქვა გამოყენებულია მხოლოდ კუთხეებში და გამოყოფილია ოდნავ შვერილი პროფილით. ოთხწახნაგოვანი კედლები დასრულებულია ერთი მთლიანი აფსიდით. ეკლესიის დასავლეთით იდგა სამრეკლოს ნანგრევები. ტაძარში დაცულია წმინდა გიორგის რელიეფური გამოსახულება, რელიეფის ორივე მხარეს არის მხედრული წარწერა. ეკლესია რეკონსტრუირებულია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10825