გაღმართი

ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, იმერეთში

გაღმართი — ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, იმერეთში. ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიება XVII საუკუნეში.

ფართო მნიშვნელობით გაღმართი აღნიშნავდა იმერეთის სამეფოს დედაქალაქიდან — ქუთაისიდან მდ. რიონისა და მისი შენაკადის ყვირილის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიას („რიონს გაღმართი“), ისტორიულ ლომსიათხევს, სალომინაოს, საჩინოს, საჯავახოს. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით შეესაბამება ზესტაფონის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.

ვიწრო მნიშვნელობით გაღმართი ეწოდებოდა ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს.

ლიტერატურა

რედაქტირება