ელისაბედ იორკელი
ელისაბედ იორკელი (დ. 11 თებერვალი 1466 - გ. 11 თებერვალი 1503) — იორკთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის დედოფალი 1486-1503 წლებში როგორც ჰენრი VII-ის მეუღლე. ტიუდორთა დინასტიის პირველი დედოფალი. მეფე ედუარდ IV-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ელიზაბეთ ვუდვილის უფროსი ქალიშვილი, ედუარდ V-ის უფროსი და და რიჩარდ III-ის ძმიშვილი. ვარდების ომის დასრულების შემდეგ, მას შემდეგ რაც ჰენრი VII-მ ტახტიდან ჩამოაგდო რიჩარდი, ელისაბედი ცოლად გაჰყვა ჰენრის. ამრიგად იგი იყო ინგლისის მეფეთა შვილი, და, ძმიშვილი, ცოლი, დედა და ბებია.
ელისაბედ იორკელი | |
---|---|
ინგლისის დედოფალი | |
კორონაცია: | 25 ნოემბერი 1487 |
მმართ. დასაწყისი: | 18 იანვარი 1486 |
მმართ. დასასრული: | 11 თებერვალი 1503 |
წინამორბედი: | ენ ნევილი |
მემკვიდრე: | კატალინა არაგონელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 11 თებერვალი 1466 |
დაბ. ადგილი: | უესტმინსტერის სააბატო, ლონდონი, ინგლისი |
გარდ. თარიღი: | 11 თებერვალი 1503 (37 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლონდონის ტაუერი, ლონდონი, ინგლისი |
დაკრძ. ადგილი: |
24 თებერვალი 1503 უესტმინსტერის სააბატო, ლონდონი, ინგლისი |
მეუღლე: | ჰენრი VII, ინგლისის მეფე |
შვილები: |
1.არტური, უელსის პრინცი 2.მარგარეტი, შოტლანდიის დედოფალი 3.ჰენრი VIII, ინგლისის მეფე 4. მერი, საფრანგეთის დედოფალი |
დინასტია: | იორკები |
მამა: | ედუარდ IV, ინგლისის მეფე |
დედა: | ელიზაბეთ ვუდვილი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
1470 წლიდან 1471 წლამდე ჰენრი VI-მ ელისაბედის მამას ტახტი წაართვა. 1483 წელს, როდესაც იგი 17 წლის იყო ედუარდ IV გარდაიცვალა. ედუარდის ანდერძით მეფე ელისაბედის ძმა გახდა, თუმცა მათმა ბიძამ, რიჩარდ III-მ ედუარდიც და მისი მცირეწლოვანი ძმაც ლონდონის ტაუერში გამოკეტა, რის შემდეგაც ბიჭები სამუდამოდ გაუჩინარდნენ, ითვლება, რომ ისინი რიჩარდმა დახოცა. როგორც იორკთა დინასტიის უფროს პრინცესას, ელისაბედს ხელი სთხოვა ჰენრი ტიუდორმა, რომელმაც იცოდა, რომ მასზე ქორწინებით ინგლისის გულს მოიგებდა. ამ ქორწინებით ჰენრიმ მნიშვნელოვანი მოკავშირეები შეიძინა, რაც დაეხმარა მას 1486 წელს ბოსვორტსის ბრძოლის მოგებაში და ტახტზე ასვლაში.
1486 წლიდან 1503 წლის ჩათვლით ელისაბედი ინგლისის დედოფალი იყო. იგი პოლიტიკაში ნაკლებად ერეოდა. მისი ქორწინება იღბლიანი აღმოჩნდა, რომელშიც ევროპის ოთხი მონარქი დაიბადა, ესენია უელსის პრინცი არტური, შოტლანდიის დედოფალი მარგარეტი, ინგლისის მეფე ჰენრი VIII და საფრანგეთის დედოფალი მერი.
მეფის ქალიშვილი
რედაქტირებაელისაბედ იორკელი დაიბადა უესტმინსტერის სააბატოში, 1466 წლის 11 თებერვალს. იგი იყო ინგლისის მეფე ედუარდ IV-ისა და დედოფალ ელიზაბეთ ვუდვილის პირველი შვილი. ელისაბედი მალევე მონათლეს უესტმინსტერში. მისი ნათლიები იყვნენ ჟასკეტა ლუქსემბურგელი (დედის დედა), მარგარეტ ბეფორტი და სესილი ნევილი (მამის დედა)
როდესაც ელისაბედი სულ ოთხი წლის იყო, მამამისს თავისივე ძმა აუჯანყდა სიმამრთან ერთად. მათ 1470 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს ედუარდი და ჰენრი VI გაამეფეს. სულ ერთ წელიწადში ედუარდმა ტახტი დაიბრუნა და ძმის სიმამრი მოკლა. 1475 წელს საფრანგეთის მეფე ლუი XI ვალუა დათანხმდა ელისაბედისა და მისი ვაჟის, საფრანგეთის დოფინ შარლ დე ვალუას ქორწინებას. მიუხედავად ამისა 1482 წელს ლუიმ ნიშნობა გააუქმა. 1477 წელს, როცა იგი 11 წლის იყო მიენიჭა გერთერის ლედის წოდება, რომელსაც ატარებდა დედამისთან და დეიდასთან, სუფოლკის ჰერცოგინია ელისაბედ იორკელთან ერთად.
მეფის და
რედაქტირება1483 წლის 9 აპრილს მოულოდნელად გარდაიცვალა ელისაბედის მამა, ედუარდ IV. ტახტზე ავიდა ელისაბედის უმცროსი ძმა ედუარდ V, რომელიც მცირეწლოვანი იყო და მამის ანდერძით სრულწლოვანებამდე რეგენტობა მათ ბიძას, გლოსტერის ჰერცოგ რიჩარდ იორკელს ერგო. ელისაბედის დედა, ახლა უკვე ქვრივი დედოფალი ელიზაბეთ ვუდვილი ცდილობდა გლოსტერის ჰერცოგისთვის წინააღმდეგობა გაეწია და თავისი ძალაუფლება შეენარჩუნებინა. ამის გამო რიჩარდმა გაიაზრა მდგომარეობა და ელიზაბეთი ვაჟებს დააშორა და მათი ნახვის ნებას არ რთავდა. რიჩარდმა, ვითომდა მის დასაცავად ედუარდ V ლონდონის ტაუერში გამოკეტა. ელიზაბეთ ვუდვილმა თავს უშველა, იგი ქალიშვილებთან და შუათანა ვაჟთან ერთად უესტმინსტერში გაიქცა და გამაგრდა. რიჩარდის ბრძანებით ეპისკოპოსმა ელიზაბეთს ვაჟი წაართვა და ედუარდის გვერდით გამოკეტეს ტაუერში.
ორი თვის შემდეგ, 1483 წლის 22 ივნისს ედუარდ IV-ისა და ელიზაბეთ ვუდვილის ქორწინება ძალადაკარგულად გამოცხადდა, ხოლო მათ ქორწინებაში გაჩენილი ბავშვები უკანონოდ შეირაცხნენ. ამის გამო ედუარდ V ტახტიდან ჩამოაგდეს. ქორწინების გაუქმების მიზეზად ის გამოცხადდა, რომ ელიზაბეთი და ედუარდი ჩუმად დაქორწინდნენ რომის პაპის ნებართვის გარეშე. ამის შემდეგ ინგლისის მეფე რიჩარდ III გახდა, რომელიც ელისაბედის ბიძა იყო.
მეფის ძმიშვილი
რედაქტირებაელიზაბეთ ვუდვილმა და ლედი მარგარეტ ბეფორტმა მოილაპარაკეს, რომ მათი შვილები, ელისაბედ იორკელი და ჰენრი ტიუდორი დაექორწინებინათ, რითაც გააერთიანებდნენ ლანკასტერებისა და იორკების დინასტიებს, ტახტიდან ჩამოაგდებდნენ რიჩარდს და ჰენრის გაამეფებდნენ. ჰენრი ტიუდორი ინგლისელი ლანკასტერების და ბებიის ხაზით ფრანგი ვალუების შთამომავალი იყო, რაც უფლებას აძლევდა მას ტახტზე ჰქონოდა პრეტენზია. 1483 წლის დეკემბერში, წმინდა რენეს საკათედრო ტაძარში ჰენრიმ დაიფიცა, რომ ცოლად ელისაბედს შეირთავდა და დაიწყებდა ტახტისთვის ბრძოლას.
1484 წელს ელისაბედმა და მისმა დებმა დატოვეს უესტმინსტერის სააბატო და კვლავ სამეფო კარს დაუბრუნდნენ. მალე მათ გზას გაჰყვა ელიზაბეთ ვუდვილიც. ელიზაბეთმა დაიჯერა, რომ მისი ვაჟების მკვლელობაში დამნაშავე არა რიჩარდი, არამედ მისი სასიძო ჰენრი იყო. ამბობდნენ, რომ რიჩარდი ელისაბედ იორკელზე აპირებდა დაქორწინებას, რადგან მისი ცოლი, დედოფალი ენ ნევილი ბავშვებს ვეღარ აჩენდა და მასთან მხოლოდ ერთი სუსტი ვაჟი ჰყავდა რიჩარდს. თუმცა ჭორები მალე გაქარწყლდა. 1485 წელს დედოფალი ენ ნევილი გარდაიცვალა. მალევე რიჩარდმა დაიწყო პორტუგალიის მეფე ჟუან II-ის ასულ ჟუანა ავისზე ქორწინების მოლაპარაკებები, ხოლო ელისაბედს მათ ბიძაშვილ მანუელ ავისზე (მომავალში პორტუგალიის მეფე მანუელ I) ათხოვებდა.
1485 წლის 7 აგვისტოს ჰენრი ტიუდორი და მისი ჯარები უელსიდან დაიძრა. ამავე წლის 22 აგვისტოს ჰენრისა და რიჩარდ III-ის ჯარებს შორის მოხდა ბოსვორტსის ბრძოლა, რომელშიც ჰენრიმ სასტიკად დაამარცხა და მოკლა კიდეც რიჩარდი. ჰენრი ტიუდორმა ინგლისის ტახტი ჩაიგდო ხელში და გახდა ინგლისის მეფე ჰენრი VII.
მეფის ცოლი
რედაქტირებაროგორც ედუარდ IV-ის უფროს ქალიშვილს, ელისაბედს თავისუფლად შეეძლო ჰენრი ტიუდორი ტახტზე არ აეშვა და საკუთარი უფლებებისათვის ებრძოლა, როგორც ეს მისმა შვილიშვილმა მერი ტიუდორმა გააკეთა ამ ამბიდან 67 წლის შემდეგ. იქიდან გამომდინარე, რომ ჰენრი VII-ს პირობა ჰქონდა დადებული, რომ ელისაბედი ცოლად უნდა შეერთო, მას სხვა ქალზე ქორწინება აღარ შეეძლო. თუმცა მან მოისურვა და განაცხადა კიდეც, რომ უფრო კარგი იქნებოდა თუ რომელიმე სხვა ევროპელ პრინცესას შეირთავდა ცოლად. მაგრამ ჰენრი მიხვდა, რომ მასზე ქორწინებით ტახტსაც შეინარჩუნებდა და იორკებთან დამოყვრებით მათი მომხრეების გულებსაც მოიგებდა.
ინგლისში უხვად იყვნენ იორკების მომხრეები, ვისაც ტიუდორების ტახტიდან ჩამოყრა სურდათ. ამას გარდა ჰენრიმ ტახტი ბრძოლით მიიღო და არა მემკვიდრეობით, რის გამოც მას ბევრი ევროპელი მონარქი ინგლისის მეფედ არ თვლიდა. ამის გამოსასწორებლად ჰენრი VII-მ რომის პაპი მოისყიდა და მას დაამტკიცებინა მისი მმართველობის კანონიერება. 1486 წლის 18 იანვარს უესტმინსტერში ელისაბედ იორკელი და ჰენრი ტიუდორი დაქორწინდნენ. 1487 წლის 25 ნოემბერს ელისაბედ იორკელი უესტმინსტერში ინგლისის დედოფლად ეკურთხა. მათი ქორწინებიდან რვა შვილი დაიბადა, რომელთაგან მხოლოდ ოთხი გადარჩა: არტური, მარგარეტი, ჰენრი და მერი.
მიუხედავად პოლიტიკური მიზნებისა, ქორწინება იღბლიანი აღმოჩნდა და წყვილს ერთმანეთი შეუყვარდა. ელისაბედ იორკელი საერთოდ არ ერეოდა პოლიტიკაში. როგორც მისი დედამთილი, დედა-დედოფალი მარგარეტ ბედფორტი ამბობდა ის იყო ნაზი, კეთილი და გულუხვი, მოსამსახურეებსა და ხელქვეითებსაც კი ძალიან თბილად და გულისხმიერად ექცეოდათ. ელისაბედი დაკავებული იყო ცხოვრებით ტკბობითა და შვილების აღზრდით. ცნობილია, რომ მან თავის შვილებთან ერთად ისწავლა ესპანური ენა. ელისაბედს უყვარდა მუსიკა და ცეკვა.
1501 წლის 14 ნოემბერს მათი უფროსი ვაჟი, პრინცი არტური დაქორწინდა ესპანეთის მეფე-დედოფალ ფერდინანდ II არაგონელისა და ისაბელ I კასტილიელის ნაბოლარა ქალიშვილ კატალინა არაგონელზე. წყვილი მალევე გაემგზავრა უელსში, არტურის რეზიდენციაში. 1502 წელს ქორწილიდან რამდენიმე თვეში არტური გარდაიცვალა. ჰენრი VII-ს მხოლოდ ერთი მემკვიდრეღა დარჩა ჰენრის სახით. ჰენრი VII-ს ძალიან ეშინოდა დინასტიის შეწყვეტის და ამის გამო ღრმა გლოვაში გადაეშვა, თუმცა ელისაბედმა დააიმედა და უთხრა, რომ მათ კიდევ ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავდათ, რომლების ახალგაზრდები და ჯანმრთელები იყვნენ, რამაც ჰენრის იმედი ჩაუსახა.
გარდაცვალება და მას შემდეგ
რედაქტირება1502 წელს არტურის გარდაცვალებიდან მალევე ელისაბედი დაფეხმძიმდა. მან მთელი ორსულობა ლონდონის ტაუერში გაატარა. 1503 წლის 2 თებერვალს ელისაბედმა გოგონა გააჩინა, სახელად კათრინი. ბავშვი ძალიან სუსტი იყო და დაბადებიდან 8 დღეში, 10 თებერვალს გარდაიცვალა. პოსტსამშობიარო ინფექციის გამო, დედოფალი ელისაბედ იორკელი 1503 წლის 11 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა, 37 წლის ასაკში. მისი ქმარი და შვილები მის გარდაცვალებას მწარედ გლოვობდნენ. ჰენრი ღრმა მელანქოლიაში ჩავარდა და განმარტოვებით ცხოვრება დაიწყო. იგი მხოლოდ დედამისს, ლედი მარგარეტ ბედფორტს ხვდებოდა ხოლმე. თუმცა ამის მიუხედავად ჰენრის სახალხოდ არასდროს დაუტირია ელისაბედი, რადგან მისთვის ემოციების გამოხატვა უძლურების ნიშანი იყო.
ელისაბედის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში ჰენრიმ მეორე ქორწინებისთვის დაიწყო მოლაპარაკებები. მისი საცოლის კანდიდატები იყვნენ ნეაპოლის მეფის ქვრივი ხუანა არაგონელი, კასტილიის დედოფალი ხუანა I (თავისი რძლის, კატალინა არაგონელის და) და სავოიის ჰერცოგის ქვრივი და ამავდროულად საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის ასული მარგარეტ ავსტრიელი. თუმცა სანამ ერთ-ერთ მათგანს ამოარჩევდა, 1509 წელს ჰენრი VII გარდაიცვალა.
მემკვიდრეობა
რედაქტირებაელისაბედ იორკელზე დაწერილია ორი ხალხური ინგლისური სიმღერა, რომელთაგან ერთი საბავშვო სიმღერაა, სადაც აღწერილია დედოფლის მხიარული ცხოვრება: ცეკვა, სიმღერა და ოჯახი.
როგორც ვიცით, ტიუდორების დინასტიის სიმბოლოა წითელი ვარდი თეთრი გულით რაც ლანკასტერებისა და იორკების გაერთიანებაზე მიუთითებს. ეს სიმბოლო 1486 წელს ელისაბედის ბრძანებით შექმნეს, მისი და ჰენრის ქორწინების შემდეგ.
ელისაბედს თავისი დედისაგან მემკვიდრეობით ერგო ქერა-ჟღარი თმა, რაც მან ყველა თავის შვილს გადასცა, მათ კი თავის შვილებს გადასცეს. საბოლოოდ მივიღეთ, რომ ტიუდორების დინასტიის თითქმის ყველა წარმომადგენელი ელისაბედის გენების წყალობით ან ქერაა ან წითური.
როდესაც ინგლისელებმა ბანქო გამოიგონეს, ფრანგების მსგავსად მათზე თავიანთი მეფე-დედოფლების დახატვა მოისურვეს. სწორედ ამიტომ ბანქოს კარტში დამა გულზე გამოსახულია დედოფალი ელისაბედ იორკელი.
შვილები
რედაქტირება- არტური (დ. 20 სექტემბერი 1486 - გ. 2 აპრილი 1502), უელსის პრინცი, იქორწინა კატალინა არაგონელზე;
- მარგარეტი (დ. 28 ნოემბერი 1489 - გ. 18 ოქტომბერი 1541), ცოლად გაჰყვა შოტლანდიის მეფე ჯეიმზ IV-ს, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ჯეიმზ V. მარგარეტის შვილიშვილი მარია I იყო შოტლანდიისა და საფრანგეთის დედოფალი, ხოლო მისი ვაჟი ჯეიმზ VI შოტლანდიის, ინგლისისა და ირლანდიის მეფე გახდა და ინგლისში სტიუარტთა დინასტიას დაუდო საფუძველი;
- ჰენრი VIII (დ. 28 ივნისი 1491 - გ. 28 იანვარი 1547), ინგლისისა და ირლანდიის მეფე. იქორწინა ექვსჯერ 1. კატალინა არაგონელზე, 2. ენ ბოლეინზე, 3. ჯეინ სეიმურზე, 4. ანა კლეველზე, 5. კათრინ ჰოვარდზე და 6. ქეთრინ პარზე. აქედან ორ ცოლს თავი მოჰკვეთა, ხოლო ორს გასცილდა. პირველ ცოლთან გაცილების გამო განუდგა კათოლიკურ სამყაროს და ანგლიკანური ეკლესია დააარსა. იგი იყო ინგლისის მეფე ედუარდ VI-ის, ესპანეთისა და ინგლისის დედოფალ მერი I-ისა და ინგლისის დედოფალ ელისაბედ I-ის მამა;
- ელისაბედი (დ. 2 ივლისი 1492 - გ. 14 სექტემბერი 1495), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- მერი (დ. 18 მარტი 1496 - გ. 25 ივნისი 1533), 1514 წელს ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ლუი XII-ს, რომელიც რამდენიმე თვეში გარდაიცვალა და მერი უკან დაბრუნდა. მალე იგი მეორედ დაქორწინდა ჩარლზ ბრანდონზე. მერისა და ჩარლზის შვილიშვილი, ჯეინ გრეი ინგლისის დედოფალი გახდა 9 დღით;
- ედუარდი (დ. 1498 - გ. 1499), გარდაიცვალა ჩვილობაში;
- ედმუნდი (დ. 21 თებერვალი 1499 - გ. 19 ივნისი 1500), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- კათრინი (დ. 2 თებერვალი 1503 - გ. 10 თებერვალი 1503), გარდაიცვალა ჩვილობაში.
-
ელისაბედის უფროსი ვაჟი, უელსის პრინცი არტურ ტიუდორი 1500 წელს
-
მარგარეტ ტიუდორი, ელისაბედის უფროსი ქალიშვილი, შოტლანდიის დედოფალი
-
ინგლისის მეფე ჰენრი VIII, ელისაბედის შუათანა ვაჟი
-
მერი ტიუდორი 1496 წელს, საფრანგეთის დედოფალი, ელისაბედის უმცროსი ქალიშვილი
ლიტერატურა
რედაქტირება- Morgan, Kenneth O., (1988), The Oxford History of Britain, Oxford University Press.
- Okerlund, Arlene Naylor, (2009), Elizabeth of York, Palgrave Macmillan.
- Williams, Neville, (1977), "Henry VII" in Fraser, Antonia (ed), The Lives of the Kings and Queens of England, Futura.
- Maclagan, Michael; Louda, Jiří (1999). Line of Succession: Heraldry of the Royal Families of Europe. London: Little, Brown & Co. p. 22.
- Carson, Annette. "Richard III. The Maligned King."
- "The House of Tudor". Retrieved 20 September 2013.
- Genealogical Tables in Morgan, (1988), p.709.
- Barrie Williams, "The Portuguese Connection and the Significance of the 'Holy Princess'", The Ricardian, Vol. 6, No. 90, March 1983.
- Williamson, Audrey. The Mysteries of the Princes.
- Blackstone, W. (1765). Commentaries on the Laws of England. Oxford: Clarendon Press.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://www.biography.com/people/richard-iii-9457120
- http://tudorhistory.org/people/eyork/gallery.html
ელისაბედ იორკელი დაიბადა: 11 თებერვალი 1466 გარდაიცვალა: 11 თებერვალი 1503
| ||
წინამორბედი: ენ ნევილი |
ინგლისის დედოფალი და ირლანდიის ლედი | შემდეგი: კატალინა არაგონელი |