ანა კლეველი (ინგლისი)

ანა კლეველი (გერმ. Anna von Kleve; ინგლ. Anne of Cleves; დ. 22 სექტემბერი 1515 — გ. 16 ივლისი 1557) — ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი 1540 წლის 6 იანვრიდან 9 ივლისის ჩათვლით, როგორც ჰენრი VIII-ის მეოთხე მეუღლე. ანას კორონაცია არ ჰქონია, შესაბამისად იგი გვირვინოსანი დედოფალი არასოდეს ყოფილა. ჰენრისთან განქორწინების შემდგომ მას დიდი ქონება და მამულები გადაეცა, მას სიცოცხლის ბოლომდე მოიხსენიებდნენ როგორც ჰენრის საყვარელ ქალს. იგი დაესწრო ედუარდ VI-ის და მერი I-ის კორონაციას, იგი ასევე მოესწრო ჰენრის და მისი ყველა ცოლის გარდაცვალებას. მან სიცოცხლეში სამი რელიგია შეიცვალა - ლუთერანიზმი, ანგლიკანიზმი და კათოლიციზმი.

ანა კლეველი
Anna von Kleve
Anne of Cleves
ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 6 იანვარი 1540
მმართ. დასასრული: 9 ივლისი 1540
წინამორბედი: ჯეინ სეიმური
მემკვიდრე: კათრინ ჰოვარდი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 სექტემბერი 1515
დაბ. ადგილი: ბერგი, საღვთო რომის იმპერია
გარდ. თარიღი: 16 ივლისი 1557 (41 წლის)
გარდ. ადგილი: ჩელსი, ინგლისის სამეფო
მეუღლე: ჰენრი VIII ტიუდორი
დინასტია: ლა მარკები
მამა: იოჰან III, კლევის ჰერცოგი
დედა: მარია იულიხ-ბერგელი
რელიგია: ლუთერანიზმი, შემდეგ ანგლიკანიზმი, შემდეგ კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ახალგაზრდობა

რედაქტირება

ანა დაიბადა 1515 წლის 22 სექტემბერს, კლევის ჰერცოგის - ჯონ III-ისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია მარია ჯულიხ-ბერგის ოჯახში, ის მათი მეორე ქალიშვილი იყო. ანა როგორც გერმანელი, დაბადებიდან აღზარდეს ჭეშმარიტ ლუთერან ქალად. როდესაც ანას 12 წელი შეუსრულდა დანიშნეს ლოთარინგიის ჰერცოგ ფრანსუა I დე გიზზე (ფრანსუა ამ დროს 10 წლის იყო). თუმცა 1535 წელს ნიშნობა ჩაიშალა და ფრანსუამ ცოლად შეირთო ფერარის პრინცესა ანა დ'ესტე. ამის შემდეგ მისმა ოჯახმა მეორე საქმროს ძიება დაიწყო.

საქორწინო კონტრაქტები

რედაქტირება

მას შემდეგ რაც კლევსა და ლოთარინგიას შორის ალიანსის შექმნა შეუძლებელი გახდა და ანას ნიშნობა ჩაიშალა, მისმა ოჯახმა ანასთვის ახალი მეუღლის ძიება დაიწყეს. საქმრო მალევე იპოვნეს, ის იყო ინგლისისა და ირლანდიის მეფე ჰენრი VIII, რომელსაც 1537 წელს მეუღლე გარდაეცვალა. ეს ქორწინება აწყობდა თავად საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ს, ვინაიდან ინგლისთან ალიანსი მისთვისაც მომგებიანი იყო და თავად ინგლისელთათვისაც, ვინაიდან ინგლისელები და გერმანელები ძალებს გააერთიანებდნენ და ერთიანად შეუტევდნენ საფრანგეთსა და შოტლანდიას.

ინგლისის დედოფალი

რედაქტირება
 
ჰენრი VIII, ინგლისისა და ირლანდიის მეფე 1509-1547 წლებში, ანა კლეველის ერთადერთი მეუღლე

მიუხედავად იმისა რომ ჰენრი დაინიშნა კლევის პრინცესაზე, მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი ანაზე იქორწინებდა თუ მის დაზე, ამალია კლეველზე. ამის გამო ანასა და ამალიას პორტრეტები ინგლისში ჩაიტანეს რათა ჰენრი უკეთ მიხვედრილიყო რომელ დაზე სურდა ქორწინება. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ჰენრიმ გადაწყვიტა, რომ ანაზე ექორწინა. 1539 წელის 4 ოქტომბერს შედგა ანასა და ჰენრის ნიშნობა, თუმცა მათ ერთმანეთი ნანახიც კი არ ჰყავდათ, ამის მიუხედავად ინგლისისა და კლევის ალიანსი ძალაში შევიდა.

1540 წლის დამდეგს ანა კლეველი, თავისი მზითვებითა და ამალით ჩავიდა ინგლისში. როგორც ფრანგული დელეგაცია იუწყება, მომავალი მეუღლით ანაც და ჰენრიც იმედგაცრუებული დარჩა. ჰენრის არ მოსწონდა ანას გარეგნობა, ხოლო ანას ჰენრის დიდი და მსუქანი სხეული. ამას გარდა ანას საუბარი მხოლოდ გერმანულ ენაზე შეეძლო, ჰენრის კი გერმანულად ერთი სიტყვაც არ ესმოდა. აქედან გამომდინარე ჰენრი ცდილობდა მალე გაეუქმებინა ანასთან ქორწინება, თუმცა ეს ამ დროისათვის შეუძლებელი იყო. 1540 წლის 6 იანვარს ანა და ჰენრი დაქორწინდნენ, აქედან მოყოლებული ანა კლეველი ინგლისისა და ირლანდიის უგვირგვინო დედოფალი გახდა.

იმის გამო რომ ანა უკვე ინგლისში ცხოვრობდა, მას რელიგიის შეცვლა მოუხდა და ანგლიკანად მოინათლა. მიუხედავად ანას უამრავი მცდელობისა, ჰენრი ანას გვერდით თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, ამიტომაც 1540 წლის 24 ივნისს ინგლისის სასამართლოში ჰენრიმ ანასთან განქორწინების წინადადება წამოჭრა. იქიდან გამომდინარე, რომ ანასაც არ უყვარდა ჰენრის გვერდით ყოფნა, განქორწინებას სიხარულით დათანხმდა. ამავე წლის 9 ივლისს ანა და ჰენრი განქორწინდნენ. ამის მიუხედავად ინგლისისა და კლევის ალიანსი კვლავ განახლდა.

განქორწინების შემდეგ

რედაქტირება
 
ანა კლეველი

განქორწინების შემდეგ ანამ ჰენრისაგან უამრავი საჩუქარი მიიღო, მათ შორის ჰევერისა და რიჩმონდის სასახლეები. ჰენრი და ანა კარგი მეგობრები გახდნენ და ანას მიენიჭა მეფის საყვარელი დის წოდება. 1540 წლის 28 ივლისს ჰენრიმ ცოლად შეირთო ეკატერინე ჰოვარდი.

ანა კლეველს ძალიან ხშირად იწვევდნენ სამეფო სასახლეში, ჰენრი მისდამი ყოველთვის მადლიერების გრძნობით იყო გამსჭვალული, ვინაიდან ანა მას ყოველთვის თბილად ექცეოდა და ეკატერინესთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ამასთან ეხმარებოდა შვილების აღზრდაშიც, რომლებიც ჰენრის წინა ცოლებთან ჰყავდა.

1547 წელს ჰენრი VIII გარდაიცვალა, ტახტზე მისი ვაჟი ედუარდ VI ადის. ქვეყანას რეგენტი მართავს, თუმცა 1553 წელს მცირეწლოვანი ედუარდი გარდაიცვალა და ინგლისი ქაოსში ჩაიძირა. ტახტისათვის სამი ქალი იწყებს ბრძოლას, ჰენრის დის შვილიშვილი ჯეინ გრეი, და მისი ორი ქალიშვილი - მერი და ელისაბედი. ტახტზე ჯეინი ადის თუმცა 9 დღეში იგი მერიმ ტახტიდან ჩამოაგდო, თავი მოკვეთა და დედოფალი თავად გახდა. მას ელისაბედის მოკვლაც ჰქონდა განზრახული, თუმცა მერის თვალში ანას დიდი ავტორიტერი ჰქონდა, ხოლო როცა ანა ელისაბედს გადაეფარა მერი მხოლოდ ელისაბედის ირლანდიაში გადასახლებით შემოიფარგლა. ამრიგად ანამ შეძლო და პრინცესა ელისაბედი სიკვდილისაგან იხსნა. თუმცა სანაცვლოდ კათოლიკე მერიმ ანას ანგლიკანიზმის უარყოფა და კათოლიციზმის მიღება მოსთხოვა, რაზეც ანა დათანხმდა.

როდესაც ანას ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა, მერიმ იგი სამკურნალოდ გააგზავნა, სადაც იგი გარდაცვალებამდე დარჩა. 1557 წელს მერი და ელისაბედი თავისთან დაიბარა და მათი შერიგება სცადა, თუმცა უშედეგოდ. მან თავისი მემკვიდრეობა თავის ძმას და ელისაბედს გაუყოთ. 1557 წლის 16 ივლისს ანა კლეველი გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება