ენ ბოლეინი
ანა ბოლეინი (ინგლ. Anne Boleyn, ასევე იწერებოდა Bullen; დ. დაახ. 1507 - გ. 19 მაისი, 1536, ლონდონი) — ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის მეორე ცოლი. ელისაბედ I-ის დედა.
ანა ბოლეინი | |
---|---|
Anne Boleyn | |
![]() | |
ინგლისის დედოფალი | |
კორონაცია: | 1 ივნისი 1533 |
მმართ. დასაწყისი: | 28 მაისი 1533 |
მმართ. დასასრული: | 17 მაისი 1536 |
წინამორბედი: | კატალინა არაგონელი |
მემკვიდრე: | ჯეინ სეიმური |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ივლისი 1501-დან 1507-მდე |
დაბ. ადგილი: | კენტი, ინგლისი |
გარდ. თარიღი: | 19 მაისი 1536 (28-35 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლონდონის ტაუერი, ინგლისი |
დაკრძ. ადგილი: | 19 მაისი 1536, ლონდონის ტაუერი, ინგლისი |
მეუღლე: | ჰენრი VIII |
შვილები: | ელისაბედ I |
დინასტია: | ბოლეინები |
მამა: | თომას ბოლეინი |
დედა: | ელიზაბეთ ჰოვარდი |
რელიგია: | ჯერ კათოლიციზმი, შემდეგ ანგლიკანიზმი |
ხელმოწერა: |
![]() |
ანა ბოლეინისა და ჰენრი VIII-ის ქორწინება ინგლისში დიდ აურზაურთანაა დაკავშირებული. რომის პაპი არ სცნობდა ანასა და ჰენრის ქორწინებას კანონიერან, რის გამოც ჰენრი განუდგა რომს და ჩამოაყალიბა ახალი ინგლისური ეკლესია — ანგლიკანიზმი. ანა ბოლეინმა ჰენრის მომავალი დედოფალი ელისაბედი გაუჩინა. ჰენრის და ანას ურთიერთობა ნელ-ნელა დაეძაბათ, რადგან მეფეს ტახტის მემკვიდრედ ვაჟი უნდოდა. ანა ბოლეინმა კი ელისაბედის გარდა ბავშვი ვეღარ გააჩინა.
1536 წელს ჰენრის ანასთან გაყრა და ჯეინ სეიმურთან ქორწინება მოუნდა. ანას ბრალდება შეუთითხნეს და სასამართლოს გადასცეს. მას ბრალი ედებოდა ღალატში. ანას ერთ-ერთ საყვარლად მისი ღვიძლი-ძმა, ჯორჯი დაასახელეს. სასამართლომ ჯორჯსაც და ანასაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 1536 წლის 19 მაისს დედოფალი ეშაფოტზე აიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ, ელისაბედი ბუშად გამოაცხადეს. ცოტა ხანში, ჰენრიმ თავის რჩეულ ჯეინ სეიმურზე იქორწინა.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ანა ბოლეინი
- ანა ბოლეინი საილის ეკლესიაში დაარქივებული 2013-08-18 საიტზე Wayback Machine. ნორფოლკი, ბრიტანეთი
- ანა ბოლეინის და სხვა ტიუდორების განძეულობა დაარქივებული 2009-04-11 საიტზე Wayback Machine.