დოფინი (ფრანგ. Dauphin) — არისტოკრატიული წოდება საფრანგეთში, რომელიც მოქმედებდა 1350-1791 და 1824-1830 წლებში. სიტყვა დოფინი მომდინარეობს საფრანგეთის რეგიონ დოფინედან, რომელიც სამართავად ენიჭებოდათ დოფინებს. წოდება ენიჭებოდა სამეფო დინასტიის უფროს ვაჟს და ამით იგი ხდებოდა საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე.

ისტორია რედაქტირება

 
საფრანგეთის დოფინების გერბი

1350 წელს საფრანგეთის მეფე ფილიპ VI ვალუამ იყიდა დოფინეს მხარე, იმ პირობით, რომ ყველა საფრანგეთის მემკვიდრეს უნდა ჰქონოდა დოფინის ტიტული. დოფინის მეუღლეს ეწოდებოდა დოფინე.

საფრანგეთის პირველი დოფინი იყო პრინცი შარლ ვალუა, მოგვიანებით შარლ V. სხვა ქვეყნებში დოფინის ტიტულის ანალოგიურებია უელსის პრინცი (ინგლისში), ასტურიის პრინცი (იგივე ინფანტი, ესპანეთსა და პორტუგალიაში), როთერსეის ჰერცოგი (შოტლანდიაში) და ა.შ. 1461 წლიდან გაჩნდა არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ ვიენისა და ოვერნის დოფინის ტიტული. საფრანგეთის დოფინის გერბზე გამოსახული იყო სამი ფრანგული ჯვარი და ლურჯი დელფინი, რაც დოფინეს მხარის სიმბოლოა. თუმცა ფრანსუა I ვაჟი, ფრანსუა დე ვალუას გერბზე, რომელიც დოფინთან ერთად ბრეტანის ჰერცოგიც იყო, ჩვეულებრივი დოფინის გერბთან ერთად გამოსახული იყო ბრეტანის საჰერცოგოს გერბიც. ასევე ფრანსუა II-ის გერბზე, გამოსახული იყო შოტლანდიის გერბიც, ვინაიდან იგი დაქორწინებული იყო შოტლანდიის დედოფალ მარია სტიუარტზე.

თავდაპირველად მართალია დოფინეს რეგიონის მართვაზე პასუხისმგებელი პირი დოფინი იყო, მაგრამ ის საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. იურიდიულად საღვთო რომის იმპერატორები საფრანგეთის უფლებას აღიარებდნენ დოფინზე, თუმცა ოფიციალურად კვლავ მათ შემადგენლობაში იყო. ამასთან დოფინები ძირითადად იყვნენ მცირეწლოვანები, რის გამოც ამ მხარეში XV-XVI საუკუნეებში საშინელი ანარქია სუფევდა.

1791 წელს, მას შემდეგ რაც საფრანგეთში რევოლუცია დაიწყო და მონარქიული წყობა დაემხო, დოფინის წოდებაც გაუქმდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ლუი XVIII-მ ტახტი დაიბრუნა, ტიტული აღდგა და დოფინი მისი ძმა შარლ დე ბურბონი გახდა. მოგვიანებით შარლი მეფე გახდა, და დოფინი მისი ვაჟი ლუი-ანტონი გახდა.

ბურბონების დაცემის შემდეგ დოფინის ტიტული გააუქმა მეფე ლუი-ფილიპ I-მა და მის ნაცვლად შექმნა სამეფო პრინცის წოდება.

საფრანგეთის დოფინების სია რედაქტირება

პორტრეტი სახელი მამა დაიბადა მმართ. დასაწყისი მმართ. დასასრული გარდაიცვალა სხვა წოდებები სამეფო სახელი
  შარლ დე

ვალუა

ჟან II 21 იანვარი

1338

22 აგვისტო 1350 8 აპრილი 1364 16 სექტემბერი 1380 ნორმანდიის

ჰერცოგი

შარლ V ვალუა
  შარლ დე

ვალუა

შარლ V 3 დეკემბერი

1368

16 სექტემბერი

1380

21 ოქტომბერი 1422 შარლ VI ვალუა
შარლ დე

ვალუა

შარლ VI 26 სექტემბერი 1386 28 დეკემბერი 1386
  შარლ დე

ვალუა

6 თებერვალი 1392 13 იანვარი 1401 გაიენის

ჰერცოგი

  ლუი დე

ვალუა

22 იანვარი

1397

13 იანვარი 1401 18 დეკემბერი 1415 გაიენის

ჰერცოგი

  ჟან დე

ვალუა

31 აგვისტო

1398

18 დეკემბერი

1415

5 აპრილი 1517 ტურის

ჰერცოგი

  შარლ დე

ვალუა

22 თებერვალი

1403

5 აპრილი 1517 21 ოქტომბერი 1422 22 ივლისი 1461 პონტიოს

ჰერცოგი

შარლ VII ვალუა
  ლუი დე

ვალუა

შარლ VII 3 ივლისი 1423 22 ივლისი 1461 30 აგვისტო 1483 ლუი XI ვალუა
ფრანსუა დე

ვალუა

ლუი XI 4 დეკემბერი 1466
  შარლ დე

ვალუა

30 ივნისი 1470 30 აგვისტო 1483 7 აპრილი 1498 შარლ VIII ვალუა
  შარლ

ორლანდო

დე ვალუა

შარლ VIII 11 ოქტომბერი 1492 16 დეკემბერი 1495
  შარლ დე

ვალუა

8 სექტემბერი 1496 2 ოქტომბერი 1496
ფრანსუა დე

ვალუა

ივლისი 1497
  ფრანსუა დე

ვალუა

ფრანსუა I 28 თებერვალი 1518 10 აგვისტო 1536 ბრეტანის

ჰერცოგი

  ანრი დე

ვალუა

31 მარტი

1519

10 აგვისტო 1536 31 მარტი 1547 10 ივლისი 1559 ბრეტანისა და

ორლეანის

ჰერცოგი

ანრი II ვალუა
  ფრანსუა დე

ვალუა

ანრი II 19 იანვარი

1544

31 მარტი 1547 10 ივლისი 1559 5 დეკემბერი 1560 შოტლანდიის

მეფე

ფრანსუა II ვალუა
  ლუი დე

ბურბონი

ანრი IV 27 სექტემბერი 1601 14 მაისი 1610 14 მაისი 1643 ნავარის მეფე ლუი XIII ბურბონი
  ლუი დე

ბურბონი

ლუი XIII 5 სექტემბერი 1638 14 მაისი 1643 1 სექტემბერი 1715 ლუი XIV ბურბონი
  ლუი დე

ბურბონი

ლუი XIV 1 ნოემბერი 1661 14 აპრილი 1711
  ლუი დე

ბურბონი

16 აგვისტო

1682

14 აპრილი 1711 18 თებერვალი 1712 ბურგუნდიის

ჰერცოგი

  ლუი დე

ბურბონი

8 იანვარი 1707 18 თებერვალი

1712

8 მარტი 1712 ბრეტანის

ჰერცოგი

  ლუი დე

ბურბონი

15 თებერვალი

1710

8 მარტი 1712 1 სექტემბერი 1715 10 მაისი 1774 ანჟუს ჰერცოგი ლუი XV ბურბონი
  ლუი დე

ბურბონი

ლუი XV 4 სექტემბერი 1729 20 დეკემბერი 1765
  ლუი

ავგუსტ დე

ბურბონი

23 სექტემბერი

1754

20 დეკემბერი

1765

10 მაისი 1774 21 იანვარი 1791 ბერის ჰერცოგი ლუი XVI ბურბონი
  ლუი

ჟოზეფ დე

ბურბონი

ლუი XVI 22 ოქტომბერი 1781 4 ივნისი 1789
  ლუი

შარლ დე

ბურბონი

27 მარტი 1785 4 ივნისი 1789 1 ოქტომბერი 1791 8 ივნისი 1795 ნორმანდიის

ჰერცოგი

ლუი XVII ბურბონი
  ლუი

ანტუან დე

ბურბონი

შარლ X 6 აგვისტო

1775

16 სექტემბერი

1824

2 აგვისტო 1830 3 ივნისი 1844 ანჟულემის

ჰერცოგი

ლუი XIX ბურბონი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება