ეკლებიანი ლეპიოტა

ეკლებიანი ლეპიოტა (ლათ. Lepiota aspera) — სოკოს სახეობა ლეპიოტას გვარისა. გავრცელებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ავსტრალიაში.

ეკლებიანი ლეპიოტა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ფირფიტოსანნი
გვარი:  ლეპიოტა
სახეობა:  ეკლებიანი ლეპიოტა
ლათინური სახელი
Lepiota aspera (Pers.) Quel., 1886

ერთი წყარო მას არასაჭმელ სოკოდ მიიჩნევს, მეორე წყარო კი — შხამიანად. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ნეშომპალიან ნიადაგზე, პარკებში, ბაღებში, გზის პირებზე, უპირატესად ნესტიან ადგილებში.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1793 წელს როგორც Agaricus asper. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა ფრანგმა მიკოლოგმა ლუსიენ კელემ 1886 წელს.[1] უფრო თანამედროვე წყაროები მას Echinoderma-ს გვარში აერთიანებენ.[2][3][4][5][6][7][8]

სამეცნიერო სინონიმები:

ქუდის დიამეტრი — 7-10 (15) სმ,[9] საკმაოდ ხორციანი, ნორჩობაში კვერცხისებრი, ზარისებრი, მოყვითალო ან ნარინჯისფერ-მოყავისფრო: ზრდასრული ეგზემპლარები — ფართოდ ამოზნექილი, გაშლილი, მშრალი, დაფარულია წვრილი, პირამიდისებურად წაწვეტებული ყავისფერ-მურა ხორკლებით.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები თავისუფალი, მეტად ხშირი, თხელი, არათანაბარი, თეთრი.

ფეხის სიგრძე — 8-12 სმ, სისქე — 1-1,5 სმ, ცილინდრული, ძირში ბოლქვისებურად გასქელებული, მშრალი, საყელოს ზემოთ გლუვია, ღია, რთულად შესამჩნევი ზოლებით. საყელოს ქვემოთ მოყვითალო ან ჟანგმიწისფერ-ყავისფერია, ბოჭკოვან-ქერცლოვანი, ძირისკენ ხშირად მურა ქერცლებით. საყელო — მყარი, განიერი, თეთრი.

რბილობი — თეთრი, ბოჭკოვანი, მეტად არასასიამოვნო სუნითა და მომწარო გემოთი.

სპორების მტვერი — თეთრი ან მოყვითალო.[10] სპორები — 6,5-11х2-5 მკმ, წაგრძელებულ-ელიფსისებრი, გლუვი, უფერული.[11]

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

საპროტროფია.[12] იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ნეშომპალიან ნიადაგზე, პარკებში, ბაღებში, გზის პირებზე, უპირატესად ნესტიან ადგილებში, ერთეულებად ან ჯგუფებად.

გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას (აშშ, მექსიკა, კანადა), სამხრეთ ამერიკას (არგენტინა, პარაგვაი) ევროპას, ჩრდილოეთ აფრიკასა (ალჟირი, მაროკო) და ავსტრალიას.[13]

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

არასასიამოვნო სუნისა და მომწარო გემოს გამო ერთი წყარო მას არასაჭმელ სოკოდ მიიჩნევს, მეორე წყარო კი — შხამიანად, რომელიც იწვევს, თავბრუსხვევას, ღებინებასა და დიარეას.[14]

ეკლებიანი ლეპიოტა წააგავს ამანიტასა[15] და ლეპიოტას გვარების რამდენიმე ძლიერ შხამიან წარმომადგენელს (მაგ., Lepiota subincarnata J.E. Lange 1940),[9] რომელიც შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერება ამატოქსინს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „Грибы“. Справочник. / пер. с итал. Ф. Двин — Москва: АСТ. Астрель, 2004. — 303 с. (стр. 63)
  • Лессо, Томас. (2007). Грибы. Москва: АСТ, Астрель, გვ. 167, გვ. 304. 
  • Alan Bessette, Arleen Raines Bessette, David William Fischer. (1997). Mushrooms of the northeastern United States. Syracuse University Press, გვ. 188, გვ. 582. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Quélet, Lucien. (1886). Enchiridion Fungorum in Europa media et praesertim in Gallia Vigentium. Lutetiae : O. Doin, გვ. 352. 
  2. Regis Courtecuisse and Bernard Duhem (1995). Mushrooms and Toadstools of Britain and Europe. Harper Collins. ISBN 978-0-00-220025-7. 
  3. Echinoderma asperum page“. Encyclopedia of Life. Encyclopedia of Life. ციტირების თარიღი: 2017-05-23. But the EOL also treats Lepiota aspera as if it were a separate species.
  4. (2013) Le guide des champignons France et Europe (French). Belin, გვ. 340. ISBN 978-2-7011-8289-6. 
  5. (2008) Funga Nordica Agaricoid, boletoid and cyphelloid genera. Copenhagen: Nordsvamp, გვ. 536. ISBN 978-87-983961-3-0.  This work wrongly gives the species name as "aspera".
  6. See the Global Biodiversity Information Facility page, which gives the current name and shows the geographical distribution.
  7. Lepiota aspera page. National Biodiversity Network. National Biodiversity Network. ციტირების თარიღი: 2017-05-23. This page states that the accepted name for Lepiota aspera is Echinoderma asperum.
  8. Echinoderma asperum page. Species Fungorum. Royal Botanic Gardens Kew. ციტირების თარიღი: 2017-05-23.
  9. 9.0 9.1 Kuo, M.. Lepiota acutesquamosa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-14. ციტირების თარიღი: 2011-07-12.
  10. Lepiota aspera. Roger’s Mushrooms. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-14. ციტირების თარიღი: 2011-07-12.
  11. საიტ Medicinal Mushrooms-ის მონაცემების მიხედვით, წვდომის თარიღი 22 აპრილი, 2021
  12. Władysław Wojewoda (2003). Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences. ISBN 83-89648-09-1. 
  13. Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2014-09-01.
  14. Pavol Škubla. Wielki atlas grzybów. Elipsa. ISBN 978-83-245-9550-1. 
  15. Miller Jr., Orson K.; Miller, Hope H. (2006) North American Mushrooms: A Field Guide to Edible and Inedible Fungi. Guilford, CN: FalconGuide, გვ. 55. ISBN 978-0-7627-3109-1.