თავჭედილა
თავჭედილა (ლათ. Amanita pantherina) — ქუდიანი სოკო ამანიტასებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებს.
თავჭედილა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Amanita pantherina (DC.) Krombh. 1846 | |||||||||||||||
|
ძლიერ შხამიანი სოკოა. შეიცავს დიდი რაოდენობით მომწამვლელ ნივთიერებებს: მუსკარინს, მუსკიმოლსა და იბოტენის მჟავას. იზრდება ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად წიწვოვან, ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.
სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Agaricus maculatus.[1] 1846 წელს სოკო ამანიტას გვარში გადაიტანა გერმანელმა მიკოლოგმა იულიუს ვინცენც ფონ კრომბჰოლცმა.[2]
სამეცნიერო სინონიმები:
- Agaricus pantherinus DC., 1815 basionym
- Amanitaria pantherina (DC.) E.-J. Gilbert, 1941
- Agaricus pantherinus DC., 1815
აღწერა
რედაქტირებაქუდის დიამეტრი — 4-12 სმ, მკვრივი, თავიდან ნახევარსფეროსებრი, შემდეგ ამოზნექილი და გაშლილი, თხელი დაკბილული კიდეებით და (ზოგჯერ) საერთო საბურველისგან ნარჩენი პატარა დაკიდული ფანტელებით. კანი ადვილად სცილდება ქუდს.[3] ქუდის ფერი მურა, მოყავისფრო, ზეთისხილისფერ-ტალახისფერი ან ნაცრისფერი, გლუვი და მბზინავი, დაფარულია წვრილი, თეთრი ფანტელებით.
რბილობი — თეთრი, ჰაერზე ფერს არ იცვლის, წყალწყალა, მყიფე, არასასიამოვნო სუნითა და მოტკბო გემოთი, რომელიც ბოლოკის ან უმი კარტოფილის სუნს მოგვაგონებს.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ხშირი, თეთრი, ფეხთან არ არის შეზრდილი, სიბერეში ზოგჯერ მომურო ლაქებით.
ფეხის სიგრძე — 4-12 სმ, სისქე — 1-1,5 სმ, თეთრი, ცილინდრული, ოდნავ შევიწროებული ზემოთ, ქვემოთ გორგლისებურ-გაფართოებული, ფუყე, თეთრი შეზრდილი რგოლისმაგვარი ვულვით, ზოგჯერ მრავალფენიანია. ფეხის ზედაპირი ოდნავ ბუსუსებიანი. საყელო ქვემოთ აქვს განთავსებული, ზოლების გარეშე, დაკიდული, გლუვი, მყიფე, ზოგჯერ საყელოს გარეშე.[4]
სპორების ფხვნილი — თეთრი, სპორები — 11×7,5 მკმ, გლუვი, ფართოელიფსისებრი.
ეკოლოგია და გავრცელება
რედაქტირებაიზრდება წიწვოვან, შერეულ და ფართოფოთლოვან ტყეებში, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად. მიკორიზას ქმნის ფიჭვთან, მუხასთან, წიფელთან და სხვ. ურჩევნია ტუტე ნიადაგი.
ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში, მათ შორის მთელ საქართველოში.[5] სამხრეთ ნახევარსფეროში ცნობილია მხოლოდ სამხრეთ აფრიკასა[6] და ავსტრალიაში.[7]
სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.[8] მასიურად მოდის სექტემბრის დასაწყისში.
მსგავსი სახეობები
რედაქტირება- მარწყვიო (ლათ. Amanita rubescens), განსხვავდება რბილობით, რომელიც ჰაერზე ვარდისფერდება[9] და ზოლიანი საყელოთი
- სქელი ბილწა სოკო (ლათ. Amanita excelsa), იშვიათად გვხვდება. მისგან თავჭედილა განსხვავდება იმით, რომ ნაკლებად ხორციანია, ქუდზე პატარა ფანტელები აქვს, გლუვი რგოლი და საყელოსმაგვარი ვულვა აქვს.
ტოქსიკურობა
რედაქტირებაციმბირში, თავჭედილას რელიგიური დატვირთვა აქვს და გამოიყენება როგორც დამათრობელი საშუალება და ენთეოგენი. თავჭედილა შეიცავს ფსიქოაქტიურ ნაერთებს — იბოტენის მჟავას და მუსკიმოლს,[10] რომლებიც იწვევენ ჰალუცინაციას, სინესთეზიას, ეიფორიას, დისფორიას, რეტროგრადულ ამნეზიას.
იბოტენის მჟავა — გაშრობის დროს დეკარბოქსილირდება მუსკიმოლად, რომელიც ითვლება ნაკლებ ტოქსიკურად და მოქმედებს როგორც ჰალუცინოგენი.
თავჭედილა აგრეთვე, შეიცავს მუსკარინს, რომელიც აცეტილქოლინის მსგავსად მოქმედებს, ასტიმულირებს M-ქოლინერგულ რეცეპტორს, რომელიც იწვევს სისხლძარღვების გაფართოებასა და გულის წუთობრივი მოცულობის შემცირებას. ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვედრის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლის დამახასიათებელი სურათი და უკიდურეს შემთხვევაში სიკვდილიც კი.
სიმპტომები მოწამვლიდან ორი საათის შემდეგ ვლინდება. თავს იჩენს: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ავადმყოფი ძლიერ აღზნებადობასა და გაღიზიანებას განიცდის, კანი წითლდება, თვალის გუგები ფართოვდება, რასაც შეიძლება მოყვეს კრუნჩხვები, მხედველობის დაქვეითება, ცნობიერების დაკარგვა, სუნთქვის უკმარისობა და სიკვდილიც კი.
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „თავჭედილა“ ვიკისაწყობში.
- თავჭედილა MycoBank-ზე (ინგლისური)
- თავჭედილა Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Jacob Christian Schäffer: „Fungorum qui in Bavaria et Palatinatu circa Ratisbonam nascuntur Icones”, vol. 4, Ratisbonae (Regensburg) 1774, p. 39, tab. 90
- ↑ J. V. Brombholz (ed.): „Naturgetreue Abbildungen und Beschreibungen der essbaren, schädlichen und verdächtigen Schwämme”, cu multe ilustrații, vol. 10, Editura J. G. Calve'sche Buchhandlung, Praga 1846, p. 29
- ↑ Bruno Hennig: Atlas grzybów. Warszawa: PWRiL, 1986. ISBN 83-09-00430-3.
- ↑ Pavol Škubla: Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa, 2007. ISBN 978-83-245-9550-1.
- ↑ Amanita pantherina (DC.) Krombh.. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-21. ციტირების თარიღი: 27 ოქტომბერი, 2022.
- ↑ Asef M.R. (2020). Field guide of Mushrooms of Iran. Tehran: Iran-Shanasi Press. p. 360. ISBN 9786008351429.
- ↑ Amanita pantherina. Dicover Life. ციტირების თარიღი: 27 ოქტომბერი, 2022.
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 136, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1976, p. 112-113, ISBN 3-405-11774-7
- ↑ Barceloux D. G. (2008). „41 (Isoxazole-containing mushrooms and pantherina syndrome)“, Medical toxicology of natural substances: foods, fungi, medicinal herbs, plants, and venomous animals. Canada: John Wiley and Sons Inc., გვ. 298. ISBN 978-0-471-72761-3.