მეწამული ბილწასოკო

(გადამისამართდა გვერდიდან Amanita porphyria)

მეწამული ბილწასოკო (ლათ. Amanita porphyria) — ამანიტას გვარის სოკო ამანიტასებრთა ოჯახისა.

მეწამული ბილწასოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ამანიტასებრნი
გვარი:  ამანიტა
სახეობა:  მეწამული ბილწასოკო
ლათინური სახელი
Amanita porphyria Alb. & Schwein., 1805

არასაჭმელ სოკოდ ითვლება. ახასიათებს არასასიამოვნო სუნი და გემო. უმად მიღების შემთხვევაში იწვევს მოწამვლას. ფართოდაა გავრცელებული ევროპაში. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ზაფხულ-შემოდგომით. გამოუცდელ მესოკოვეს იგი შესაძლოა ადვილად აერიოს ბევრად უფრო შხამიან სოკოებში, მაგალითისთვის როგორიცაა თავჭედილა.[1]

სოკო პირველად აღწერეს გერმანელმა მიკოლოგებმა ლიუის დევიდ შვეინიცმა და იოჰანეს ბაპტისტა ფონ ალბერტინიმ 1805 წელს როგორც Amanita porphyria.

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus porphyrius (Alb. & Schwein.) Fr. 1821
  • Agaricus recutitus Fr. 1838
  • Amanita recutita (Fr.) Gillet 1874
  • Amanitina porphyria (Alb. & Schwein.) E.-J. Gilbert, in Bresadola 1941

აღწერა რედაქტირება

ქუდის დიამეტრი — 5-9 სმ, თავდაპირველად ზარისებრია, შემდგომში — გაშლილი, ნაცრისფერი, ყავისფერ-ნაცრისფერი ან მონაცრისფრო-მეწამული. დაფარულია აბრეშუმისებრი ბოჭკოებით და ზოგჯერ საერთო საბურველის ნარჩენებით. კიდეები სადა, ღარების გარეშე.

რბილობი — თხელხორციანი, თეთრი, უმი კარტოფილის სუნითა[2][3] და ბოლოკის მსგავსი გემოთი.[2][4]

ფეხის სიგრძე — 8-13 სმ, სისქე — 1-2 სმ, გლუვი, თეთრი ან ღია ყვითელი, ზოგჯერ ქუდის ფერი. ცილინდრული, ძირში ბოლქვისებრი, ჩამჯდარია ნახევრად თავისუფალ, ოდნავ დანაკვთულ თეთრ ვოლვაში.[5] საყელო სადაა, თეთრი, მოყვითალო ან ნაცრისფერი.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, თავისუფალი ან სუსტად შეზრდილი, რბილი, ხშირი, თეთრი ფერის.

სპორების მტვერი — თეთრი, სპორები — 9 მკმ, თითქმის მომრგვალებული, ამილოიდური.[4]

ეკოლოგია და გავრცელება რედაქტირება

ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, განსაკუთრებით სკანდინავიაში. გავრცელების არეალი აგრეთვე მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას. დაფიქსირებულია ავსტრალიაშიც.[6]

იზრდება ღარიბ, მჟავე ნიადაგზე, უპირატესად წიწვოვან ტყეებში[7] (ნაძვი, ფიჭვი), იშვიათად ფოთლოვან ტყეებში (მუხა, წიფელი, არყი). მთებში გვხვდება ზღვის დონიდან 1600 მეტრამდე.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

მსგავსი სახეობები რედაქტირება

კვებითი ღირებულება რედაქტირება

ოდნავ შხამიანია. უმად მიღების შემთხვევაში იწვევს მოწამვლას. შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერება ბუფოტენინს, რომელიც ასწრაფებს სისხლის მიმოქცევას და გააჩნია ჰალუცინოგენური ეფექტი. სოკოს თერმულად დამუშავების შემდეგ მასში არსებული ტოქსინი იშლება,[8] მიუხედავად ამისა სოკო არ კარგავს უსიამოვნო სუნსა და გემოს და ამიტომაც არასაჭმელ სოკოდ ითვლება.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Грюнерт Г. Грибы / пер. с нем. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2001. — С. 24. — (Путеводитель по природе). — ISBN 5-17-006175-7.
  • Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 151. — ISBN 5-17-020333-0.
  • Уду Ж. Грибы. Энциклопедия = Le grand livre des Champignons / пер. с фр. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 20. — ISBN 5-271-05827-1.
  • Сержанина Г. И. Шляпочные грибы Белоруссии. — Минск: Наука и техника, 1984.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Phillips, Roger (2010). Mushrooms and Other Fungi of North America. Buffalo, NY: Firefly Books, გვ. 33. ISBN 978-1-55407-651-2. 
  2. 2.0 2.1 Bon, Marcel (1987). The Mushrooms and Toadstools of Britain and North-Western Europe. Hodder & Stoughton, გვ. 298. ISBN 0-340-39935-X. 
  3. (2018) Funga Nordica Agaricoid, boletoid, clavarioid, cyphelloid and gasteroid genera. Copenhagen: Nordsvamp, გვ. 383. ISBN 978-87-983961-3-0. 
  4. 4.0 4.1 (2013) Le guide des champignons France et Europe (French). Belin, გვ. 296. ISBN 978-2-7011-8289-6. 
  5. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 137, ISBN 99940-856-1-1.
  6. Amanita porphyria Alb. & Schwein.. Atlas of Living Australia. Commonwealth Scientific and Industrial Research Organisation (CSIRO). ციტირების თარიღი: 2020-04-13
  7. MushroomEXpert. ციტირების თარიღი: 2013-03-04.
  8. Toxicitate. 123pilze.de. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2021.