თავჭედილა
თავჭედილა (ლათ. Amanita pantherina) — ქუდიანი სოკო ამანიტასებრთა ოჯახისა. ძლიერ შხამიანია, შეიცავს დიდი რაოდენობით მუსკიმოლს. აქვს 5-10 სმ დიამეტრის ამობურცული, მურა, მოყვითალო მურა, მონაცისფრო მურა ან მომწვანო მურა ქუდი. ნორჩი ლორწოიანია. ზედაპირზე კონცენტრულად განწყობილი თეთრი ფიფქები აყრია, კიდეები ზოლიანია, ფირფიტები თეთრი. აქვს საყელოიანი თეთრი ფეხი, რომლის ფუძეზე ქერცლები კონცენტრულადაა განწყობილი. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში გაზაფხულზე და შემოდგომით.
თავჭედილა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Amanita pantherina | |||||||||||||||
|
ლიტერატურარედაქტირება
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 571.