ცხვარიო

სოკოს სახეობა
(გადამისამართდა გვერდიდან Agaricus augustus)

ცხვარიო, მეჭეჭებიანი ქამა (ლათ. Agaricus tabularis) — ბაზიდიუმიანი სოკო ქამასოკოს გვარისა.

ცხვარიო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
კლასი:  ბაზიდიუმიანი სოკოები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ფირფიტოსანნი
გვარი:  ქამასოკო
სახეობა:  ცხვარიო
ლათინური სახელი
Agaricus tabularis Fr., 1821

საჭმელი სოკოა. იხმარება ახალი. გავრცელების არეალი მოიცავს ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას. იზრდება ზაფხულ-შემოდგომით.

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus anomalus var. tabularis Fr., [1]
  • Cortinarius tabularis (Fr.) Fr., [2]
  • Dermocybe tabularis (Fr.) Wünsche, Die Pilze. [3]

ქუდის დიამეტრი 5–20 სმ-მდე აღწევს. მოთეთრო, ბრტყლად ამობურცული, მკვრივი, ხორცოვანი. ზედაპირი დაფარულია ღრმადდახეთქილი და საკმაოდ დიდი ქერცლებით. ფირფიტები ვიწროა, თავიდან თეთრი ან მოთეთრო, მოგვიანებით — მურა-მოყავისფრო.

ფეხი მოთეთრო, 3–4 სმ-მდე სიგრძისა და 1–3 სმ-მდე სისქისაა, საკმაოდ ფართო, სქელი და მკვრივი. აქვს საკმაოდ სქელი საყელო.

რბილობი მოთეთრო, შეხებისას ან გადატეხვისას ჰაერზე მოყვითალო შეფერილობას იღებს.

სპორები — განიერ-ელიფსური, მურა-მეწამული, 8–12×5–8 მკმ.[4]

კარგ საჭმელ სოკოდ ითვლება. განოიყენება ახალი.[5]

გავრცელება

რედაქტირება

გავრცელების არეალი მოიცავს ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას. შეტანილია უკრაინის წითელ წიგნში.

იზრდება ნიადაგზე, სუბალპურ ტყის პირებში, სუბალპურ მდელოზე, ზაფხულ-შემოდგომით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 164, ISBN 99940-856-1-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Systema Mycologicum 1: 221 (1821)
  2. Systematis Mycologici: 284 (1838)
  3. Eine Anleitung zur Kenntniss derselben: 126 (1877)
  4. ცხვარიო. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-26. ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი, 2020.
  5. ნახუცრიშვილი, 2006, გვ. 164