ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ეკა სირაძე-დელონე (დ. 8 თებერვალი, 1975, თბილისი) — ქართველი დიპლომატი, იურისტი, პედაგოგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ეკა სირაძე დაიბადა 1975 წლის 8 თებერვალს ქალაქ თბილისში. მან 1998 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, ხოლო 2004 წელს სორბონაპანთეონ, პარიერთის უნივერსიტეტის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის, კონფლიქტების პრევენციის, ჰუმანიტარული ინტერვენციისა და მდგრადი განვითარების ფაკულტეტი. მაგისტრის წოდება კონფლიქტების მართვის კუთხით მიენიჭა დამთავრების შემდეგ. 2000 წლიდან იყო ორგანიზაცია "ხალხი ნაღმების წინააღმდეგ" მრჩეველი, 2004 წლიდან გაეროს ბავშვთა ფონდის სტაჟიორი, ხოლო რაც შეეხება 2004-2007 წლებში სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების პროექტისა და შემდგომ პროგრამების ხელმძღვანელი გახლდათ. ასევე იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" პროგრამების მენეჯერი. შემდეგ უკვე 2007-2011 წლებში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი. იყო ლექტორი არჩევნებისა და ადვოკაციის თემებზე ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტში 2011 წლიდან. აქტიურად ეწეოდა საერთაშორისო საკონსულტანტო საქმიანობას მსოფლიოს მასშტაბით 2010-2013 წლებში (აფრიკა, სამხრეთ ამერიკა, პოსტ საბჭოთა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანა) ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის როგორებიცაა: საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ეუთო, ვენეციის კომისია, ევროპის საბჭო. ასევე ის იკვლევდა უნარშეზღუდულ ბავშვთა მდგომარეობას საქართველოში. 2013-2018 წლებში იყო საქართველოს[1] ელჩი საფრანგეთსა და მონაკოს სამთავროში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თავისუფლების დღიურები, 2008 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2009. გვ.46;
  • დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.146

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება