საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) (ინგლ. International Republican Institute, IRI) — არაკომერციული, უპარტიო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებას მსოფლიოში.[1]
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი | |
---|---|
ინგლ. International Republican Institute | |
დევიზი | დემოკრატიის განვითარება მსოფლიოში |
აბრევიატურა | IRI |
შეიქმნა | 1983 |
ტიპი | ფონდი |
მიზანი | დემოკრატიისს გავრცელება |
შტაბ-ბინა | ვაშინგტონი, აშშ |
ქვეყანა | აშშ |
თავმჯდომარე | Daniel Twining |
www.fnst.org |
IRI მუშაობს პოლიტიკური პარტიების გაძლიერებისთვის, რათა ისინი გახდნენ კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებულნი და ამომრჩეველთან ანგარიშვალდებულნი; ეხმარება მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო მართვაში; მუშაობს მოწყვლად ჯგუფებთან, ასევე ქალებთან და ახალგაზრდებთან, რათა ისინი ჩართული იყვნენ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში.[1]
საქართველოში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მუშაობს 1999 წლიდან. ორგანიზაცია ხელს უწყობს მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას ქვეყანაში.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 IRI official Facebook, mission