დიპლომატიური რანგი
დიპლომატიური რანგი — წოდება, რომელიციც ენიჭება დიპლომატიური თანამდებობის პირებს (საელჩოებისა და სხვა წარმომადგენლობათა დიპლომატიურ პერსონალს, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ მუშაკს). ეს რანგი შეუნარჩუნდება იმისდა მიუხედავად, თუ რა თანამდებობა უკავია მას, და ასევე, სამსახურიდან გადადგომის შემთხვევაშიც. რანგი და დიპლომატის თანამდებობრივი მდგომარეობა შეიძლება ერთმანეთს ემთხვეოდეს (მაგ., განსაკუთრებული და სრულუფლებიანი ელჩი - ეს არის რანგიც და თანამდებობაც), მაგრამ შეიძლება არც ემთხვეოდეს[1].
სახელმწიფოთაშორისო პრაქტიკამ შეიმუშავა დიპლომატიურ აგენტთა წოდებების, ანუ რანგების გარკვეული ტაბულა. ამ პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შემოღებულია შემდეგი დიპლიმატიური რანგები:
- საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
- საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (უმაღლესი დიპლომატიური რანგის კატეგორია);
- უფროსი მრჩეველი;
- მრჩეველი;
- უმცროსი მრჩეველი (უფროსი დიპლომატიური რანგის კატეგორია);
- პირველი მდივანი;
- მეორე მდივანი;
- მესამე მდივანი;
- ატაშე (უმცროსი დიპლომატიური რანგის კატეგორია).
პირველ ორ რანგს (უმაღლეს დიპლომატიურ რანგს) ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი[2].
დსთ-ს ქვეყნების დიპლომატიური რანგები
რედაქტირებარუსეთში, ბელარუსში[3], ყაზახეთში[4] და უზბეკეთში[5] დიპლომატებისთვის მოქმედებს შემდეგი რანგები:
- საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
- პირველი კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
- მეორე კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
- პირველი კლასის მრჩეველი;
- მეორე კლასის მრჩეველი;
- პირველი კლასის პირველი მდივანი;
- მეორე კლასის პირველი მდივანი;
- პირველი კლასის მეორე მდივანი;
- მეორე კლასის მეორე მდივანი;
- მესამე მდივანი;
- ატაშე.
იტალიის დიპლომატიური რანგები
რედაქტირებაიტალიელ დიპლომატებს ანიჭებენ შემდეგ დიპლომატიუ რანგებს:
- ელჩი;
- სრულუფლებიანი მინისტრი;
- სალჩოს მრჩეველი;
- დიპლომატიური მისიის მრჩეველი;
- დიპლომატიური მისიის მდივანი;
- დიპლომატიური მისიის მდივანი — სტაჟიორი.
ეგვიპტის დიპლომატიური რანგები
რედაქტირებაეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიყენება შემდეგი წოდებები:
- დიპლომატიური ატაშე
- მესამე მდივანი
- მეორე მდივანი
- პირველი მდივანი
- კანცლერი
- სრულუფლებიანი მინისტრი
- ელჩი
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 442.
- ლეგაშვილი ნიკოლოზ, დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტი, ალმანახი № 9, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბ., 1999.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დიპლომატიური რანგი
- ↑ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №99, 2008 წლის 22 მაისი, ქ. თბილისი, დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
- ↑ Постановлением Верховного Совета Белоруссии от 24 апреля 1992 года № 1647-XII «О дипломатических рангах Республики Беларусь»[მკვდარი ბმული]
- ↑ Закон Республики Казахстан от 12 ноября 1997 года № 187-1 «О дипломатической службе». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-22. ციტირების თარიღი: 2017-12-18.
- ↑ Закон Республики Узбекистан от 3 июля 1992 года № 650-XII «Об установлении дипломатических классов и рангов для дипломатических работников Республики Узбекистан»