დიეგო მილიტო
დიეგო ალბერტო მილიტო (ესპ. Diego Alberto Milito; დ. 12 ივნისი, 1979, ბერნალი, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა „რასინგ კლუბის“, „ჯენოას“, „რეალ სარაგოსას“, მილანის „ინტერის“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას. არგენტინის ორგზის ჩემპიონი „რასინგ კლუბის“ შემადგენლობაში. იტალიის ჩემპიონი, იტალიის თასის ორგზის, იტალიის სუპერთასის და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი „ინტერის“ შემადგენლობაში. კოპა ამერიკის 2007 წლის ფინალისტი, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2011 წლის კოპა ამერიკის მონაწილე არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2][3]
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დიეგო ალბერტო მილიტო | ||
დაბადების თარიღი | 12 ივნისი, 1979 | ||
დაბადების ადგილი |
ბერნალი, ბუენოს-აირესი, არგენტინა | ||
სიმაღლე | 183 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
რასინგ კლუბი | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1999–2003 | რასინგი | 137 | (34) |
2003–2005 | ჯენოა | 59 | (33) |
2005–2008 | სარაგოსა | 108 | (53) |
2008–2009 | ჯენოა | 31 | (24) |
2009–2014 | ინტერი | 128 | (62) |
2014–2016 | რასინგი | 52 | (18) |
სულ | 516 | (224) | |
ეროვნული ნაკრები | |||
2003–2011 | არგენტინა | 25 | (4) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2017– | რასინგი (დირექტორი) | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერარედაქტირება
საკლუბო კარიერარედაქტირება
1999 წლიდან 2004 წლამდე მილიტო არგენტინის პრიმერის მონაწილე „რასინგ კლუბის“ ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც მან მოიგო აპერტურა 2001 წელს. მისი უმცროსი ძმა გაბრიელი „რასინგის“ მთავარი მეტოქის, „ინდეპენდიენტეს“ ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა.[4][5]
2004 წლის დასაწყისში დიეგომ კონტრაქტი გააფორმა „ჯენოასთან“, რომელიც მაშინ იტალიის სერია B-ში გამოდიოდა. ორი ძალიან წარმატებული სეზონის შემდეგ, რომლის დროსაც მან 59 მატჩში 33 გოლი გაიტანა, „ჯენოა“ იტალიის სერია C1-ში დააქვეითეს 2004–05 წლების სეზონის ბოლო ტურის სავარაუდოდ ჩაწყობილ მატჩში მონაწილეობის გამო. ამიტომ, მილიტო იძულებული გახდა კლუბი დაეტოვებინა. „გრიფონებთან“ განშორების შემდეგ მან „სარაგოსაში“ განაგრძო კარიერა, სადაც იმ დროს მისი ძმა გაბრიელიც თამაშობდა. ესპანეთში დიეგო მალევე მოექცა ადგილობრივი სპორტული პრესისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2006 წლის 8 თებერვალს, სარაგოსას „ლა რომარედაზე“ (ესპ. Estadio de La Romareda) ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში მადრიდის „რეალს“ 4 გოლი გაუტანა,[6][7][8] რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დედაქალაქური გრანდის დამარცხებაში 6–1.[9][10] იმავე სეზონის ბოლოს, ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი 15 გოლით, ის „სარაგოსას“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
სანაკრებო კარიერარედაქტირება
2003–2011 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 25 მატჩი ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.
სტატისტიკარედაქტირება
საკლუბორედაქტირება
კლუბი | დივიზიონი | სეზონი | ლიგა | თასი(1) | საერთ(2) | ჯამში | გპმ(3) | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||||
რასინგ კლუბი არგენტინა | |||||||||||
1.ª | 1999–00 | 11 | 1 | - | - | - | - | 11 | 1 | 0,09 | |
2000–01 | 35 | 2 | - | - | - | - | 35 | 2 | 0,05 | ||
2001–02 | 38 | 9 | - | - | - | - | 38 | 9 | 0,23 | ||
2002–03 | 35 | 14 | - | - | 12 | 3 | 47 | 17 | 0,37 | ||
2003–04 | 18 | 8 | - | - | - | - | 18 | 8 | 0,44 | ||
სულ | 137 | 34 | - | - | 12 | 3 | 149 | 37 | 0,24 | ||
ჯენოა იტალია | |||||||||||
2.ª | 2003–04 | 20 | 12 | 2 | 0 | - | - | 22 | 12 | 0,54 | |
2004–05 | 39 | 21 | 3 | 1 | - | - | 42 | 22 | 0,52 | ||
სულ | 59 | 33 | 5 | 1 | - | - | 64 | 34 | 0,53 | ||
რეალ სარაგოსა ესპანეთი | |||||||||||
1.ª | 2005–06 | 36 | 15 | 8 | 6 | - | - | 44 | 21 | 0,47 | |
2006–07 | 37 | 23 | 3 | 0 | - | - | 40 | 23 | 0,57 | ||
2007–08 | 35 | 15 | 4 | 2 | 2 | 0 | 41 | 17 | 0,41 | ||
სულ | 108 | 53 | 15 | 8 | 2 | 0 | 125 | 61 | 0,48 | ||
ჯენოა იტალია | |||||||||||
1.ª | 2008–09 | 31 | 24 | 3 | 2 | - | - | 34 | 26 | 0,76 | |
სულ | 31 | 24 | 3 | 2 | - | - | 34 | 26 | 0,76 | ||
ინტერი მილანი იტალია [11] | |||||||||||
1.ª | 2009–10 | 35 | 22 | 6 | 2 | 11 | 6 | 52 | 30 | 0,58 | |
2010–11 | 23 | 5 | 4 | 1 | 7 | 2 | 34 | 8 | 0,27 | ||
2011–12 | 33 | 24 | 1 | 0 | 7 | 2 | 41 | 26 | 0,63 | ||
2012–13 | 20 | 10 | - | - | 6 | 0 | 26 | 10 | 0,37 | ||
2013–14 | 17 | 2 | 1 | 0 | - | - | 18 | 2 | 0,13 | ||
სულ | 128 | 62 | 12 | 3 | 31 | 10 | 171 | 75 | 0,44 | ||
რასინგ კლუბი არგენტინა | |||||||||||
1.ª | 2014 | 17 | 7 | 1 | 0 | - | - | 18 | 7 | 0,38 | |
2015 | 22 | 8 | 4 | 0 | 9 | 4 | 35 | 12 | 0,34 | ||
2016 | 14 | 4 | - | - | 6 | 0 | 20 | 4 | 0,20 | ||
სულ | 53 | 19 | 5 | 0 | 15 | 4 | 73 | 23 | 0,30 | ||
სულ ჯამში | 516 | 224 | 40 | 14 | 60 | 17 | 616 | 255 | 0,41 | ||
(1) ესპანეთის თასის, იტალიის თასისა და იტალიის სუპერთასის მონაცემების ჩათვლით.
(2) ჩემპიონთა ლიგის, უეფა-ს ევროპა ლიგის, უეფა-ს სუპერთასის, ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის, ლიბერტადორესის თასისა და Copa Sudamericana-ს მონაცემების ჩათვლით.
|
სანაკრებორედაქტირება
ეროვნული ნაკრები | წლები | ამხანაგური | შესარჩევი | კოპა ამერიკა | მუნდიალი | ჯამში | გპმ | |||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | |||
არგენტინა |
2003 | 5 | 3 | - | - | - | - | - | - | 5 | 3 | 0,60 |
2004 | 1 | 0 | 1 | 0 | - | - | - | - | 2 | 0 | 0,00 | |
2006 | 1 | 0 | - | - | - | - | - | - | 1 | 0 | 0,00 | |
2007 | 4 | 0 | - | - | 2 | 1 | - | - | 6 | 1 | 0,16 | |
2008 | - | - | 2 | 0 | - | - | - | - | 2 | 0 | 0,00 | |
2009 | 1 | 0 | 4 | 0 | - | - | - | - | 5 | 0 | 0,00 | |
2010 | 2 | 0 | - | - | - | - | 2 | 0 | 4 | 0 | 0,00 | |
2011 | - | - | - | - | 0 | 0 | - | - | 0 | 0 | 0,00 | |
სულ ჯამში | 14 | 3 | 7 | 0 | 2 | 1 | 2 | 0 | 25 | 4 | 0,16 |
სანაკრებო გოლებირედაქტირება
№ | თარიღი | სტადიონი | მეტოქე | გოლი | ანგ. | ტურნირი |
---|---|---|---|---|---|---|
1. | 31.01.2003 | „ოლიმპიკო მეტროპოლიტანო“, სან-პედრო-სულა | ჰონდურასი | 1–0 | 3–1 | ამხანაგური |
2. | 16.07.2003 | „ესტადიო ლა-პლატა“, ლა-პლატა, არგენტინა | ურუგვაი | 1–0 | 2–2 | |
3. | 2–0 | |||||
4. | 02.07.2007 | „ხოსე პაჩენჩო რომერო“, მარაკაიბო, ვენესუელა | კოლუმბია | 4–2 | 4–2 | კოპა ამერიკა |
მიღწევებირედაქტირება
საკლუბორედაქტირება
- არგენტინის პრიმერა დივიზიონი: 2001,[16] 2014
- სერია A: 2009–10
- იტალიის თასი: 2009–10,[17] 2010–11[18][19]
- იტალიის სუპერთასი: 2010 [20]
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა: 2010 [21]
სანაკრებორედაქტირება
- ფინალისტი: 2007
ინდივიდუალურირედაქტირება
- იტალიის წლის ფეხბურთელი Guerin Sportivo-ს ვერსიით: 2008–09 [24]
- სერია A-ს წლის საუკეთესო ბომბარდირი: 2009 [25]
- სერია A-ს წლის გულშემატკივართა რჩეული: 2009 [26]
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: 2010 [27]
- უეფა-ს წლის საუკეთესო საკლუბო თავდამსხმელი: 2009–10 [28]
- უეფა-ს წლის საუკეთესო საკლუბო ფეხბურთელი: 2009–10 [29]
- სერია A-ს წლის ფეხბურთელი: 2009–10 [24]
- სერია A-ს წლის ლეგიონერი: 2009–10 [24]
- FIFA FIFPro-ს მსოფლიო თერთმეტეულის ნომინანტი: 2009, 2010 [30]
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- დიეგო მილიტო — ფიფა-ს ჩანაწერი
- დიეგო მილიტო — უეფა-ს ჩანაწერი
- F.C. Internazionale Profile · Guardian statistics
AFS · AS.com · BDFA · BDFutbol · ESPN FC · Eurosport · FBref.com დაარქივებული 2021-04-26 საიტზე Wayback Machine. · FootballDatabase.eu · Football Top.com · Footballplayers.ru დაარქივებული 2021-01-23 საიტზე Wayback Machine. · National Football Teams.com · Soccerway · Sports.ru · Transfermarkt · WhoScored.com · WorldFootball.net |
სქოლიორედაქტირება
- ↑ Diego Milito ha dato l'addio al calcio: "Grazie Inter, non ti dimenticherò" (იტალიური). Panorama.it (14 ნოემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.
- ↑ Prince Milito now the King of Inter. Four Four Two (22 მაისი, 2010). ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.
- ↑ დიეგო მილიტო კარიერას „რასინგში“ გააგრძელებს. ციტატა: „მილანის „ინტერის“ ვეტერანი თავდამსხმელი, დიეგო მილიტო აველიანდის „რასინგში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. 35 წლის ფორვარდი არგენტინაში საკუთარი სურვილით ბრუნდება. დიეგომ „ინტერის“ ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ „რასინგთან“ მისი ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წამოეწყო, რის შემდეგაც ტრანსფერის განხორციელებაში არგენტინული კლუბის ხელმძღვანელობაც გააქტიურდა. იტალიური პრესა იტყობინება, რომ უახლოეს მომავალში დიეგო მილიტო არგენტინულ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. შეგახსენებთ, რომ 35 წლის თავდამსხმელი საკუთარი პრეფესიონალური კარიერის განმავლობაში 1999 წლიდან 2004 წლამდე „რასინგის“ ღირსებას იცავდა. აქვე გეტყვით, რომ მილიტოს „ინტერთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება.“ ინფორმაციის წყარო: Italian Football Daily. თარიღი: ივნისი 18, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 1 მაისი, 2020. წყარო: Goal.ge. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.
- ↑ Billingham, Glenn. (30 სექტემბერი, 2019) Brothers, enemies and heroes: the rivalry of Diego and Gabriel Milito. These Football Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-18. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021
- ↑ Диего и Габриэль Милито: братья, враги и герои. Sports.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-18. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021
- ↑ Zárate, Óscar. (9 თებერვალი, 2006) ¡Triturados!. Mundo Deportivo. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021
- ↑ Ferrer, Pedro Luis. (27 იანვარი, 2020) Diego Milito: "Aquel 6-1 al Madrid fue histórico y siempre estará en mi memoria". AS.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-18. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021
- ↑ Real Zaragoza 6 - Real Madrid 1 Copa 2005-06. YouTube. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021
- ↑ El Zaragoza humilla al Real Madrid en la Copa del Rey: 6-1. Marca. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-07. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021
- ↑ Zaragoza 6-1 Madrid Copa 2006. Show Ewerthon y Diego Milito. YouTube. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021
- ↑ Diego Milito Career and honours. Inter Official Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-18. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021
- ↑ Diego Milito Football Statistics. BDFA. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021.
- ↑ Diego Milito Football Statistics. ESPN. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021.
- ↑ Argentina – D. Milito – Profile with news, career statistics and history. Soccerway. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021.
- ↑ Diego Milito's Profile. worldfootball.net (1 აპრილი, 2010). ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.
- ↑ აპერტურა — Racing Club de Avellaneda won the Apertura (its 16th league title, after 35 years with no domestic championships) and River Plate the Clausura (32nd title) championships
- ↑ Inter claim first gong of the treble. ESPNsoccernet. ESPN (5 მაისი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-21. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.
- ↑ Samuel Eto'o fires Internazionale to Coppa Italia win over Palermo. Guardian (29 მაისი, 2011). ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.
- ↑ Inter vs Palermo Report. Goal.com (29 მაისი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-14. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.
- ↑ Two-goal Eto'o fires Inter to more glory. UEFA.com (21 აგვისტო, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 სექტენბერი 2010. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.
- ↑ Lyon, Sam (22 მაისი, 2010). „Bayern Munich 0-2 Inter Milan“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ Internazionale on top of the world. FIFA (18 დეკემბერი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.
- ↑ TP Mazembe 0–3 Inter Milan. BBC Sport (18 December 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 დეკემბერი, 2010. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.
- ↑ 24.0 24.1 24.2 Italy - Footballer of the Year. RSSSF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.
- ↑ OSCAR AIC 2009: É TRIONFO NERAZZURRO Italian. www.Inter.it (18 იანვარი 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.
- ↑ CALCIO Gli Oscar del Aic Ibra, De Rossi e Mou Italian. La Repubblica (18 იანვარი 2010). ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.
- ↑ Carminati, Nadia (22 May 2010). „Milito 'absolutely happy'“. Sky Sports. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მაისი, 2010. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ UEFA Club Forward of the Year. UEFA.com (1 მაისი, 2011). ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.
- ↑ UEFA Club Footballer of the Year. UEFA.com (1 მაისი, 2011). ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.
- ↑ World XI players. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-19. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.