დიდი ფლევი
დიდი ფლევი — სოფელი საქართველოში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ფლევის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: დიდი ფლევი, ნაცარგორა, პატარა ფლევი, ტკოცა).
სოფელი | |
---|---|
დიდი ფლევი | |
დიდი ფლევი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ფლევი |
კოორდინატები | 42°04′23″ ჩ. გ. 43°41′49″ ა. გ. / 42.07306° ჩ. გ. 43.69694° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 820 მ |
მოსახლეობა | 390[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დასავლეთი ნაწილი), მდინარე ჭერათხევის (სურამულას მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 820 მეტრზე. ხაშურიდან დაშორებულია 22 კილომეტრით, გომიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) — 9 კილომეტრით.
ფლევში მდებარეობს წმ. გიორგის (XIX ს-ის ბოლო), ღვთისმშობლისა (VIII-IX სს.) და წმ. გიორგის (განვითარებული ფეოდალური ხანა) ეკლესიები.[2]
ისტორია
რედაქტირებაისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება ახალი და ზემო ფლევი. თავდაპირველად ფლევი ამირეჯიბების მამული იყო. ქუცნა ამირეჯიბმა იგი ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესიას შესწირა: „აქაურის წისქვილისათვის ფლეველთ თითო კოდი პური, თითო კოკა ღვინო სააღაპოდ“. მოგვიანებით იგი ბაგრატიონ-დავითიშვილების მამულია. მათ 1527-1556 წლებში იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის ნებართვით და ირანის შაჰის თამაზისაგან მიღებული ოქრო-ვერცხლით სხვა სოფლებთან ერთად შეიძინეს ფლევი. ბაგრატიონ-დავითაშვილები აქ XX საუკუნემდე სახლობდნენ.
სახელწოდება ნაწარმოებია -ევ სუფიქსის მეშვეობით, -ი სახელობითი ბრუნვის ნიაშანია, ხოლო ფუძეა „ფლ“, ტოპონიმი ფლევი უნდა მომდინარეობდეს ფლვა ლექსემისაგან. ამავე ლექსემისგან უნდა იყოს ნაწარმოები სახელწოდება ფლავი (გორის მუნიციპალიტეტი).
საბჭოთა პერიოდში ფლევში მოქმედებდა მევენახეობის საბჭოთა მეურნეობა.
დემოგრაფია
რედაქტირება2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 530 ადამიანი.[3] 2014 წელს სოფელში ცხოვრობს 390 კაცი, საიდანაც 194 მამაკაცია, ხოლო 196 ქალი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002[4][5] | 530 |
2014[1] | 390 |
ფლევში სახლობენ გვარები: გელაშვილი, დეკანოიძე, კაპანაძე, კვესაძე, ლომიძე, მთიულიშვილი, ნოზაძე, რაზმაძე, საძაგლიშვილი, ტეფნაძე, ხარაზიშვილი, (დიდი ფლევი), არსენიძე, ბუხრიკიძე (ბუცხრიკიძე), გაჩეჩილაძე, გელაშვილი, თაბუაშვილი, თედიაშვილი, ივანიშვილი, კილასონია, ლომიძე, ტაბატაძე, ტეფნაძე, შუბითიძე, ჩიქოვანი, ციცქიშვილი, ხარაზიშვილი (პატარა ფლევი).
ლიტერატურა
რედაქტირება- გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 422.
- ლაცაბიძე თ., ხაშურის რაიონის ისტორია ტოპონიმებში, 2000 წ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ფლევის ტერიტორიული ორგანო/ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-20. ციტირების თარიღი: 2013-07-19.
- ↑ 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-12-08.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-12-08.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.