ქუცნა ამირეჯიბი (გაბელისძე)[1]ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, ქართლის მსხვილი ფეოდალი XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე. რამდენიმეჯერ იყო წარგზავნილი საქართველოს მეფის ელჩად კონსტანტინოპოლს. თემურლენგის ლაშქრობათა შემდეგ აღდგენითი სამუშაოები წამოიწყო. კერძოდ, განაახლა ულუმბისა და ნაბახტევის ეკლესიები (სოფ. ალის მახლობლად, ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი). ამირეჯიბი გამოხატულია ნაბახტევის ეკლესიის კედელზე თავის მეუღლე რუსა ამირეჯიბთან ერთად. ამირეჯიბის ასული ნათია ცოლად ჰყავდა საქართველოს მეფე კონსტანტინე I-ს.

ქუცნა ამირეჯიბი. ნაბახტევის ტაძრის ფრესკა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 3-4, თბ., 1966-1967

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება