ნაცარგორა (ხაშურის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაცარგორა (მრავალმნიშვნელოვანი).

ნაცარგორასოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ფლევის თემი). შიდა ქართლის ვაკეზე. ზღვის დონიდან 760 მეტრი. ხაშურიდან 15 კილომეტრი. 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 119 კომლი, სულ 314 ადამიანი.

სოფელი
ნაცარგორა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი ფლევი
კოორდინატები 42°04′19″ ჩ. გ. 43°43′37″ ა. გ. / 42.07194° ჩ. გ. 43.72694° ა. გ. / 42.07194; 43.72694
ცენტრის სიმაღლე 760
მოსახლეობა 201[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,0 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ნაცარგორა (ხაშურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ნაცარგორა (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ნაცარგორა (ხაშურის მუნიციპალიტეტი) — შიდა ქართლი
ნაცარგორა (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ნაცარგორა (ხაშურის მუნიციპალიტეტი) — ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნაცარგორა (ხაშურის მუნიციპალიტეტი)

არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩენილია უძველესი დასახლება, რომელიც შემდეგ განადგურდა. მთლიანი ნასახლარები დაფარულია მტვრისა და ნაცრის სქელი ფენით, ამიტომაც დაერქვა ამ ადგილს ნაცარგორა. ნაცარგორაში დასახლდნენ ახლიდან 1889 წელს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილია თიხის ქოთანში შენახული ხორბლის უძველესი ჯიში, ბრინჯაოს შუბები, ისრისპირები და სხვადასხვა სახის სამკაულები.

დემოგრაფია

რედაქტირება

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 263 ადამიანი.[2] 2014 წელს სოფელში ცხოვრობს 201 კაცი, საიდანაც 92 მამაკაცია, ხოლო 109 ქალი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002[3][4] 263
2014[1] 201  

ცნობილი ნაცარგორელები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-12-08.
  3. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-12-08.
  4. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.