გუთური

სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

გუთურისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი გუთური). მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 140 მ., ჩოხატაურიდან 2 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 22 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2] გუთური ორ უბნად იყოფა: ზემო გუთური და ქვემო გუთური.

სოფელი
გუთური
Guturi.JPG
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი გუთური
კოორდინატები 42°00′10″ ჩ. გ. 42°14′12″ ა. გ. / 42.00278° ჩ. გ. 42.23667° ა. გ. / 42.00278; 42.23667
დაარსდა გვიან-ბრინჯაო-ადრე რკინის ხანა
ცენტრის სიმაღლე 140
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 880[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %, რუსები 0,45 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გუთური — საქართველო
გუთური
გუთური — გურიის მხარე
გუთური

ისტორიარედაქტირება

სოფელი დასახლებული იყო გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანიდან, რაც დასტურდება სუფსა-ოსკოჯურის შუამდინარეთში აღმოჩენილი გუთურის განძებით. გუთური ერგეს ნაწილს წარმოადგენდა. გუთური კოლხთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამოსახლარად მიიჩნევა. აქ დადასტურებულია გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის წარმოება.[3] რუსეთის იმპერიის დროს შედიოდა ჯვარცხმის სასოფლო საზოგადოებაში. საბჭოთა პერიოდში შედიოდა ჩოხატაურის სადაბო საბჭოში, სოფელში მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა.

დემოგრაფიარედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 880 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[4] 553
1911[5]   418
2002[6]   1111 519 592
2014[1]   880 430 450

ცნობილი ადამიანებირედაქტირება

სოფელში დაიბადნენ:

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება