გუთურის განძები
გუთურის განძები — ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისის კოლხური კულტურის არქეოლოგიური ძეგლები. აღმოჩენილია სოფელ გუთურში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი).
პირველი განძი აღმოჩნდა 1930 წელს, შეიცავს ბრინჯაოს 6 თოხს; მეორე — 1968 წელს, შედგება ბრინჯაოს 29 თოხისა და ბრინჯაოს ზოდებისაგან, მესამე განძი აღმოჩნდა სოფელ ჯვარცხმაში და შედგება ბრინჯაოს კოლხური ცულისა და 2 თოხისაგან. დაცულია ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- სიხარულიძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 191.
- რამიშვილი ა., კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, ბათ.,1974