გომაროსოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში (ზანავის ადმინისტრაციული ერთეული).[2]

სოფელი
გომარო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი ზანავი
კოორდინატები 41°42′16″ ჩ. გ. 42°44′23″ ა. გ. / 41.70444° ჩ. გ. 42.73972° ა. გ. / 41.70444; 42.73972
ცენტრის სიმაღლე 1560
მოსახლეობა 406[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
გომარო — საქართველო
გომარო
გომარო — სამცხე-ჯავახეთის მხარე
გომარო
გომარო — ადიგენის მუნიციპალიტეტი
გომარო

მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1560 მეტრზე. ადიგენიდან დაშორებულია 6 კილომეტრით, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) — 36 კმ–ით.

სოფელში შემორჩენილია ძველი ეკლესიის სამხრეთ კედლის ნაშთი — დიდი ქვების ცოკოლზე შეყენებული და გარედან დამუშავებული სამი დიდი ლოდი. ადგილობრივთა გადმოცემით, ეკლესიის ქვები მშენებლობებზე გაუზიდავთ, ხოლო ერთი ჯვრიანი ქვა სოფლის წყლის სათავის აუზთან აუტანიათ. ნაეკლესიარიდან 20 მ-ზე გდია 1 მ სიმაღლის ლოდი. მას შუაში რელიეფური ზოლი დაუყვება. იგი შესაძლოა ჯვრის ქვედა ნაწილი იყოს.

1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით ამ სოფელს გომაროტი ერქვა და ახალციხის ლივის უდის ნაჰიეს (რ-ნი) ეკუთვნოდა. ცხოვრობდა 3 კომლი ქართველი: ქიტია მათიასძე, ხუდა გოგიჩასძე, ლაშქარა ხარებასძე. მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი, ცერცვი; ჰქონდათ ბოსტნები, ჰყავდათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი. ყველა ამისათვის ისინი იხდიდნენ 7000 ახჩას ყოველწლიურად. 1705–1706 ახალციხის ლივის უდის ნაჰიეში შემავალი სოფ. გომაროდი ექვემდებარებოდა ვინმე სულეიმანს და იხდიდა 17 000 ახჩას. ჩანს, ამ დროისათვის იმატა მცხოვრებთა რაოდენობამ. ამჟამად აქ ცხოვრობენ უმეტესად აჭარიდან გადმოსახლებული: მიქელაძეები, ხოზრევანიძეები და ჯიმშელეიშვილები (იმერეთიდან).

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 406 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 426 213 213
2014[1]   406 213 193

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 89.
  • „ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი“, მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979;
  • ჯიქია ს., „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“, წგ. 2, თბ., 1941
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
  3. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.