გოგიეთი

სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

გოგიეთისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციულ ერთეულ მაკვანეთში (სოფლები: გოგიეთი, ზემო მაკვანეთი, ქვემო მაკვანეთი).

სოფელი
გოგიეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი მაკვანეთი
კოორდინატები 41°52′40″ ჩ. გ. 42°02′51″ ა. გ. / 41.877972° ჩ. გ. 42.047667° ა. გ. / 41.877972; 42.047667
ცენტრის სიმაღლე 280
მოსახლეობა 151[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გოგიეთი — საქართველო
გოგიეთი
გოგიეთი — გურიის მხარე
გოგიეთი

მდებარეობს მესხეთის ქედის მთისწინეთში, მდინარე აგიდაყვის (ბჟუჟის შენაკადი) მარჯვნივ. ზღვის დონიდან 280 მ, ოზურგეთიდან 9 კმ., ქვემო მაკვანეთიდან 3 კმ. სოფელში გავრცელებულია მეფუტკრეობა.

სოფელში ადრე ხდებოდა კირის მოპოვება და შემორჩენილია ტოპონიმი „ნაკირევი“. გოგიეთი ეკუთვნოდათ აზნაურ იორაშვილებს.[2] ისტორიულად შედიოდა შემოქმედის სასოფლო საზოგადოებაში. შემოქმედის ეკლესიაშივე ინახებოდა გოგიეთიდან წაღებული წმინდა დიმიტრის ხატი.[3] სოფელში იდგა ეკლესია, რომელიც ამჟამად დანგრეულია. შემორჩენილია იატაკის და საკურთხევლის ნაწილი, ასევე ქვის ჯვრები, ოთკუთხა თლილი ქვის ფრაგმენტები. ეკლესიის დანარჩენი ნაწილი ხის იყო, ის დაშალეს 1930-იან წლებში და ააშენეს სკოლა, რომელიც ასევე აღარ არის შემორჩენილი. 1963-1964 წლებში მიმდინარეობდა მაკვანეთი-გოგიეთის საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც არ დასრულებულა.

ბაზიერების გორა

რედაქტირება

სოფელში არის ადგილი ბაზიერების გორა, სადაც დგას გურიაში ცნობილი ბაზიერების მემორიალი. ნადირობის სეზონის გახსნის წინ იქ იკრიბებიან ბაზიერები და აღნიშნავენ სეზონის გახსნას.

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 130
2014   151 81 70

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. გაზეთი „ალიონი“ N41 გვ. 7 — 31 ოქტომბერი, 2018 წ.
  3. ბაქრაძე დ ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987 [1878].