ზემო მაკვანეთი

სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ზემო მაკვანეთისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მაკვანეთის თემში (სოფლები: გოგიეთი, ზემო მაკვანეთი, ქვემო მაკვანეთი). მდებარეობს მდინარე აგიდაყვის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 140 მეტრზე. ქვემო მაკვანეთიდან 0,5 კმ., ოზურგეთიდან 5 კმ. სოფელში მოიპოვება კაოლინი, კაოლინის ფენის სიმძლავრე 0,4-დან 11 მეტრამდეა.

სოფელი
ზემო მაკვანეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი მაკვანეთი
კოორდინატები 41°53′40″ ჩ. გ. 42°02′20″ ა. გ. / 41.89444° ჩ. გ. 42.03889° ა. გ. / 41.89444; 42.03889
ადრეული სახელები მაკვანეთი
ცენტრის სიმაღლე 140
მოსახლეობა 684[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზემო მაკვანეთი — საქართველო
ზემო მაკვანეთი
ზემო მაკვანეთი — გურიის მხარე
ზემო მაკვანეთი

გვიან ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა ნაკაშიძეების სამფლობელოს. აქვე ცხოვრობდა ნაკაშიძეების ერთი შტო, რომელსაც XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე მაკვანეთში სასახლე ჰქონდა მოწყობილი. მამუკა ნაკაშიძე მოხსენიებული იყო სოფელში მდგარი მთავარანგელოზის ეკლესიის მთავარანგელოზის ვერცხლის ხატის ქვემო არშიაზე. აღნიშნული წარწერა XVIII საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება.[2][3] ნაკაშიძეების სახელი დღემდე აქვს შემორჩენილი ერთ-ერთ გორაკს.

მთავარანგელოზის ხის ტაძარი, მთა გორმაღალზე იდგა და ქვის გალავანი ჰქონდა. 1828 წლისთვის მის სამრევლოში 58 კომლი შედიოდა.[4] ამჟამად ნაკაშიძეების ნამოსახლარზე სოფლის სასაფლაოა.

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 842
2014   684 331 353

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, ტ. II, თბილისი: მეცნიერება, 1981. — გვ. 165.
  3. თაყაიშვილი ე., არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, ტფილისი: „წიგნების გამომცემელ ქართველთ ამხანაგობა“, 1907. — გვ. 31.
  4. ქართველიშვილი თ., გურიის საეპისკოპოსოები, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 72, ISBN 99940-11-89-8.