გიორგი ერგემლიძე, აგრეთვე ცნობილი ცნობილი როგორც George (ჟორჟ) Ergemlidze (დ. 18 მაისი, 1987, თბილისი) — ქართველი მომღერალი, კომპოზიტორი, მულტი-ინსტრუმენტალისტი, არანჟირების ავტორი.

გიორგი ერგემლიძე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 18 მაისი, 1987
წარმოშობა საქართველო
ჟანრ(ებ)ი რიტმ ენდ ბლუზი, სოული, ალტერნატიული როკი, კლასიკური როკი, ფანკი, პოპი
საქმიანობა მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო, გიტარა, ბას-გიტარა, დასარტყმელი საკრავი
ლეიბლ(ებ)ი Soulful Mood Recordings, AudioBite Soulful

ბავშვობა

რედაქტირება

დაიბადა 1987 წლის 18 მაისს. მამა — ნუგზარ ერგემლიძემხატვარი, დიზაინერი, პოეტი, კომპოზიტორი. დედა — ანა ქადეიშვილი — ფრანგული ენის სპეციალისტი. მუსიკისადმი მისი დამოკიდებულება 5 წლის ასაკში გამოვლინდა, მაშინ, როცა მამასთან ერთად ფორტეპიანოზე დაუკრა და ასაკის მიუხედავად კარგად გამოუვიდა. 6 წლიდან დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა მუსიკალურ შვიდწლედში. 10 წლისამ ბებიისგან საჩუქრად სინთეზატორი მიიღო და არანჟირებით დაინტერესდა. 2004 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისურის ფაკულტეტზე ჩააბარა.

შემოქმედება

რედაქტირება

მისი პირველი ნამუშევარია „გემი მიდის“, რომელიც 15 წლის ასაკში შექმნა. 2002 წელს მამის შემოქმედებიდან სიმღერა „ცხოვრება სცენა“, ხოლო მოგვიანებით კი ბექა მეტრეველთან „შენ კი სადა ხარ“ შეასრულა. ამავე წელს დუეტი ამერიკელი მომღერლის Joe-ს შემოქმედებიდან ერთ-ერთი სიმღერის ქართულ ვარიანტს „შარზეა“-ს ასრულებს. 2004 წელს ისევ მამის შემოქმედებას უბრუნდება და სიმღერაზე „თეთრი გოგო“ კლიპსაც იღებს.

თანამშრომლობა უცხოურ საპროდიუსერო კომპანიებთან

რედაქტირება

2007 წელს გიორგი ერგემლიძე სიმღერას „My Queen“ ქმნის. 2008 წელს მონაწილეობას იღებს პროექტში ვარსკვალების აკადემია, მისი დასრულების შემდეგ კი სიმღერით „My Queen“ რუსული ლეიბლი Soulful Mood Recordings ინტერესდება. თანამშრომლობის პერიოდში ლეიბლის მოთხოვნით გიორგი ერგემლიძე იღებს მეტსახელს „Darwin Marcus“, ხოლო „My Queen“-ზე სხვადასხვა DJ -ების მონაწილეობით 8 რემიქსი იქმნება. მათ შორის არის Mad And Spectral-ის ვერსიაც, სწორედ ამ ნამუშევრებით 2008 წელს 22 ივნისს სინგლი „My Queen“ გამოდის. ამავე წელს მუსიკოსი წყვეტს ლეიბლთან თანამშრომლობას. ზურაბ ჯავახიასთან ერთად აარსებს ჯგუფს „Mutual Friends“. 2010 წელს პორტუგალიელი DJ Ricky Teixeira გიორგი ერგემლიძის სიმღერაზე „My Queen“ ქმნის რემიქსს და ამერიკულ საპროდიუსერო კომპანიასთან Audiobite soulful-თან თანამშრომლობით მეორე სინგლი გამოდის, რომელშიც Groove Technicians, BBwhite Sensual Ricky Teixeira-ს და სხვა DJ-ების რემიქსები შედის .

2009 წელს გიორგი ერგემლიძე წერს სიმღერებს - „Drunk Monkey“, „Madness Dream“, „Sorry (I'm A Loser)“, „back To the 60s“ და ამავე წელს საკუთარ ჯგუფთან „Mutual Friends“-თან ერთად ასრულებს, რომლის დაარსების იდეა ზურაბ ჯავახიასთან ერთად გაჩნდა. მეგობრებს ჯგუფის დანარჩენი წევრები ნიკოლოზ ვაშაკიძე და გიორგი კიკნაძე უერთდებიან, თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში კი მათი პირველი საქველმოქმედო კონცერტი და დებიუტი შედგა. მოგვიანებით ჯგუფმა ზურაბ ჯავახიას შემოქმედებიდან „I think I'm not in love“ და „Colors“ ჩაწერა. შემდეგ კი გიორგი ერგემლიძე და ზურაბ ჯავახია ერთობლივად სიმღერას „Help Me“ ქმნიან. სწორედ ამ დროს ჯგუფიდან ნიკოლოზ ვაშაკიძე და გიორგი კიკნაძე მიდიან. 2010 წელს „Mutual Friends“ ახალი წევრებით დავით ცინცაძე და ლადო ნინუა ალტერვიზიაზე (Tbilisi Alter/Vision, NewComers 2010) გამოდის და ერთ-ერთი გამარჯვებული ხდება. 2011 წლის 11 ივნისს ჯგუფი ალტერვიზიის მიერ ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტში (Tbilisi Open Air) იღებს მონაწილეობას. 2011 წლის 30 მარტს „Mutual Friends“-ის პირველი ალბომი გამოდის სახელწოდებით „So Many People“. ამავე წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის ჰიმნს ქმნიან და პროექტი აივანის დახმარებით სიმღერაზე „Sorry (I'm A Loser)“ კლიპს იღებენ.

ჯგუფის წევრები

Qordo შეიქმნა 2012 წლის ოქტომბერში. მასში შედიან გიორგი ერგემლიძე , გიორგი ტიკარაძე და ზურა მამაგულაშვილი. თავიდან იგი მოღვაწეობდა გიორგი ერგიმლიძის (George Ergemlidze) სახელით, შემდეგ კი ჯგუფმა სახელი Qordo შეიძინა. 2013 წლის მაისში დამთავრდა სადებიუტო ალბომზე "Madness"–ზე მუშაობა და ქვეყნდება mp3-ის ფორმატში სხვადასხვა საიტებზე bandcanp.com და ა.შ.

ალბომი - "9"

რედაქტირება

2014 წლის 6 აპრილს, გიორგი უშვებს ახალ ალბომს „9“. ალბომში შედის 9 ქართულენოვანი სიმღერა. ალბომის გამოშვებასთან ერთად გიორგი უშვებს ახალ კლიპს სიმღერაზე - მეგობარს (ეს ქვეყანა შენია). კლიპი ტრიალებს Music Box-ის ეთერში.

დისკოგრაფია

რედაქტირება
  • 2011 - So Many People
  • 2012 - Eclectic[1]
  • 2014 - "9"

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება