ნუგზარ ერგემლიძე
ნუგზარ ერგემლიძე (დ. 1 მაისი, 1955, ბათუმი, საქართველოს სსრ) — ქართველი მხატვარი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი, პოეტი, მწერალი, ტელეწამყვანი და პოლიტიკოსი. საქართველოს მხატვართა კავშირის, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის და საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრი (2008–2012).[2][3]
ნუგზარ ერგემლიძე | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ნუგზარ ერგემლიძე |
დაბ. თარიღი | 1 მაისი, 1955 |
დაბ. ადგილი | ბათუმი, საქართველოს სსრ |
ჟანრ(ებ)ი | პოპ მუსიკა, მიუზიკლი |
საქმიანობა | მხატვარი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი, პოეტი, მწერალი, ტელეწამყვანი, პოლიტიკოსი |
აქტიური | 1973–დღემდე |
ნუგზარ ერგემლიძე | |
---|---|
დაბ. სახელი | ნუგზარ ერგემლიძე |
დაბადების თარიღი | 1 მაისი, 1955 |
დაბადების ადგილი | ბათუმი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
პარტია | საარჩევნო ბლოკი: „შალვა ნათელაშვილი — საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ |
საქმიანობა | საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ მდივანი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე [1] |
მამა | ოთარ ერგემლიძე |
დედა | ვალენტინა კოპალეიშვილი |
მეუღლე/ები | ანი ქადეიშვილი |
შვილ(ებ)ი | ირაკლი ერგემლიძე, გიორგი ერგემლიძე, ნიკა ერგემლიძე |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ოთარ ერგემლიძისა და ვალენტინა კოპალეიშვილის ოჯახში. დაამთავრა ბათუმის №2 საშუალო სკოლა (ახლანდელი №1) ბათუმის სამხატვრო სკოლა. მე-5 კლასში პირველად მოისმინა ჯგუფ The Beatles-ის ჩანაწერები და შთაგონებულმა დაიწყო გიტარაზე დაკვრის სწავლა — ჯერ ბებიის, თამარ ქვარიანის, შემდეგ თვითმასწავლებლის სახელმძღვანელოთი. პარალელურად დაიწყო ლექსების წერა.
ნუგზარის შემოქმედებით დაინტერესდა ამჟამად ისრაელში მოღვაწე სოსო ბარდანაშვილი, რომელიც კონსერვატორიის სტუდენტი იყო. იგი მას უხსნიდა მუსიკალური ჰარმონიის საფუძვლებს და ლექსებსაც უსწორებდა.
1973 წელს ნუგზარმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, სადაც ასევე თვითმოქმედი ანსამბლის წევრიც იყო, უკრავდა ბას-გიტარაზე და საკუთარ სიმღერებს ასრულებდა. ანსამბლში ასევე შედიოდნენ ზურაბ მანაგაძე, ავთანდილ შარვაძე, ოთარ იაგორაშვილი, ავთო ფერაძე და სხვები.
1975 წელს რობერტ ბარძიმაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა ანსამბლი ვია 75. რობერტს სურდა როკ-ოპერის შექმნა და მის კომპოზიტორად სოსო ბარდანაშვილი აირჩია, ხოლო ლიბრეტოზე სამუშაოდ — ნუგზარი.
1978 წელს ნუგზარმა დაამთავრა სამხატვრო აკადემია და რამდენიმე ახალგაზრდულ გამოფენაში მონაწილეობაც მიიღო. თავდაპირველად მუშაობდა ტექნიკური ესთეტიკის ინსტიტუტში, თუმცა ვია 75-თანაც თანამშრომლობდა.
1980 წელს ვია 75-მა წარადგინა პროგრამა „რეტრო“, რომელშიც ნუგზარის ავტორობით (მუსიკა ან ტექსტი) რამდენიმე სიმღერაც შევიდა — „თუკი (პირველი სიყვარული)“, „ბაკურიანი“, „ლიანები“, „სადღაც“, „ფოთოლცვენა“, „როცა თოვლი მოვა“ და ა.შ.
სხვა საქმიანობა
რედაქტირებატელევიზია
რედაქტირება1982 წლიდან ნუგზარ ერგემლიძე საქართველოს ტელევიზიის რედაქტორი იყო. მუშაობდა სხვადასხვა გადაცემის სცენარისტად. მათ შორის სხვადასხვა წლებში იყო: „რეტროვიზია“, „მეშვიდე ცა“, „რადიო რინგი“, „ცოცხალი პოკერი“, „მო-TV“, „რეტრომობილი“, „გემო-TV“, „ნაღდი შოუ“. მონაწილეობდა სხვადასხვა შოუში.
თანამშრომლობა
რედაქტირებაკომპოზიტორი
რედაქტირებასხვადასხვა წლებში ნუგზარის სიმღერებს ვია 75-ის გარდა ასრულებდნენ: რობერტ ბარძიმაშვილის „ჯორჯია“, მერაფ სეფაშვილი, ვალერი ლომსაძე, „პირამიდა“, „ბარძიმი“, „სეფას ბიჭები“, მამუკა ონაშვილი, კაკო ვაშალომიძე, ზურაბ კობეშავიძე, ირმა სოხაძე, ქეთა თოფურია, ნეკა სებისკვერაძე, თემურ ბოჯგუა, ნუგზარ კვაშალი, ზურაბ მანაგაძე, მიხეილ ზაქარიაშვილი, მამუკა მესხი, ბესიკ კალანდაძე, თემურ რევაზიშვილი, კობა ბეჟიტაშვილი და სხვა.
ლექსების ავტორი
რედაქტირებაროგორც ლექსების ავტორი, თანამშრომლობდა ცნობილ კომპოზიტორებთან, რომელთა შორის იყვნენ — ალექსანდრე ბასილაია, ზურაბ მანაგაძე, რომან რცხილაძე, ვაჟა დურგლიშვილი, ზურაბ ჩინჩალაძე. არის გიორგი ცაბაძის უკანასკნელი სიმღერის „ქვეყნად სიყვარული მეფობს“ ლექსის ავტორი.
სხვადასხვა
რედაქტირება1987 წელს გამომცემლობა „აჭარამ“ გამოსცა ნუგზარის ლექსებისა და რამდენიმე სიმღერის ნოტების კრებული. გამოცემული აქვს ორი რომანი — „ისევ საბჭოთა კავშირში“ (2012)[4] და „მხატვარი და მარგარიტა ანუ მიწისძვრა ფიროსმანის ქუჩაზე“ (2009).[5] პერიოდიკაში იბეჭდებოდა მისი ლექსები და მოთხრობები. 1988 წლიდან არის მხატვართა კავშირის წევრი.
სხვადასხვა წლებში იმართებოდა ნუგზარის სიმღერების ბენეფისები. საბჭოთა პერიოდში გამოცემული გრამფირფიტების გარდა, 1998, 1999 და 2009 წლებში გამოცემული აქვს კომპაქტ-დისკები. სხვადასხვა წლებში, ასევე, იმართებოდა მისი პერსონალური გამოფენები. მუშაობდა ორენოვან (ქართული და რუსული ენები) მიუზიკლზე — „ისევ საბჭოთა კავშირში“.
პოლიტიკური საქმიანობა
რედაქტირება2008 წლის 27 მაისს საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ თავისი სიის მეხუთე ნომრად წარადგინა ნუგზარ ერგემლიძე. იგი 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი: „შალვა ნათელაშვილი — საქართველოს ლეიბორისტული პარტია“. თუმცა საჯარო სამსახურის პარალელურად განაგრძობდა შემოქმედებით მუშაობას.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირებაბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ერგემლიძე, ნუგზარ (2012). არმაგედონის მათრახი. თბ..
- ერგემლიძე, ნუგზარ (2009). მხატვარი და მარგარიტა ანუ მიწისძვრა ფიროსმანის ქუჩაზე. თბ..
- ერგემლიძე, ნუგზარ (2012). ისევ საბჭოთა კავშირში = Back in the USSR. თბ.: საქ. ჟურნალისტთა ფედერაცია.
- ერგემლიძე, ნუგზარ (1987). ლექსები. ბათუმი: საბჭ. აჭარა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნუგზარ ერგემლიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ნუგზარ ერგემლიძე · საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრი (2008–2012). ფრაქცია „ძლიერი საქართველო“ — ფრაქციის წევრი (23.03.2009–03.10.2011), ფრაქციის მდივანი (03.10.2011–21.10.2012), ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი — კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (26.09.2008–21.10.2012). საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი. parliament.ge. წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.
- ↑ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — ნუგზარ ერგემლიძე — საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.
- ↑ ნუგზარ ერგემლიძე · რადიო „ფორტუნა“. fortuna.ge. წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.
- ↑ ნუგზარ ერგემლიძე (2012). ისევ საბჭოთა კავშირში = Back in the USSR — რედ. მერაბ ხაჩიძე ; წინათქმა აკაკი სიხარულიძე. თბ. : საქ. ჟურნალისტთა ფედერაცია. catalog.nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.
- ↑ ნუგზარ ერგემლიძე (2009). მხატვარი და მარგარიტა ანუ მიწისძვრა ფიროსმანის ქუჩაზე · catalog.nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.