Tbilisi Open Air Alter/Visionთბილისის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი. ტარდება 2009 წლიდან თბილისში ან მის შემოგარენში.

Tbilisi Open Air Alter/Vision

2017 წლის ფესტივალის პოსტერი
მდებარეობა თბილისი, საქართველო
გამართვის წლები 2009 — დღემდე
დამაარსებლები Step Records
ჟანრი ელექტრონიკა
ალტერნატიული როკი
საიტი
tbilisiopenair.ge

თავდაპირველი იდეა იყო მსმენელისათვის ევროვიზიის ალტერნატიული ვერსიის შეთავაზება. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოიწვია ჯგუფის Stephane & 3G 2009 წლის ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობაზე უარმა, რაც, თავის მხრივ, გამოწვეული იყო მოთხოვნებით, შეცვლილიყო სიმღერის „We don't wanna put in“ ტექსტი.

ალტერნატიულ ფესტივალზე სპეციალური საორგანიზაციო კომპანიის მიერ მიწვეული იყო რამდენიმე საერთაშორისო მნიშვნელობის მუსიკოსი. მოგვიანებით ითქვა, რომ წარმატების შემთხვევაში დაიგეგმებოდა მსგავსი ფესტივალების ყოველწლიურად ჩატარება.

2009 წლის ფესტივალი

რედაქტირება

2009 წლის ფესტივალი ჩატარდა ქ. თბილისში, სამი დღის განმავლობაში - 15, 16 და 17 მაისს. პირველ დღეს კონცერტს ადგილი ჰქონდა შარდენის ქუჩაზე, ძველ ქალაქში. შემდეგი ორი დღის განმავლობაში მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა თბილისის იპოდრომზე.

2011 წლის ფესტივალი

რედაქტირება

ჩატარდა თბილისის იპოდრომზე.

2012 წელს ფესტივალის მთავარი შემსრულებელი იყო DDT.

 
Deep Purple Tbilisi Open Air 2013-ზე

2013 წელს კონცერტები გაიმართა დინამოს სტადიონზე (თბილისი). დამსწრებთა რაოდენობამ 19 000-ს მიაღწია. მთავარი შემსრულებელი Deep Purple იყო. ამასთან

2014 წელს ფესტივალი დაუბრუნდა ღია სივრცის ფორმატს და ჩატარდა ახალ იპოდრომთან, ლისის ტბიდან ერთ კილომეტრში. ღონისძიებას 21 000-მდე მსმენელი დაესწრო. Chinawoman და Lapalux უნდა გამოსულიყვნენ 7 ივნისს, მაგრამ ღონისძიება 8 ივნისზე გადაიტანეს.

2015 წელს ფესტივალი იყო ხუთდღიანი და მოიცავდა 60-ზე მეტ შემსრულებელს.

2016 წელს ფესტივალი სამდღიანი იყო და დაყოფილი იყო სამ - მთავარ, LTFR/Night და Pirate Bay სცენებად. ღონისძიება კვლავ ლისის ტბასთან, ახალ იპოდრომთან გაიმართა და ერქვა Lisi Wonderland.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება