The Mins — ქართული ალტერნატიული და ნიუ-პროგრესივ-როკ ჯგუფი, რომელიც შეიქმნა 2011 წელს. ჯგუფი შექმნა ზვიად მღებრიშვილმა, რომელიც არის ჯგუფის მომღერალი, კომპოზიტორი და სოლო გიტარისტი. ზვიადის გარდა ჯგუფი შედგებოდა შემდეგი წევრებისგან: ზაზა მღებრიშვილი (ზვიადის ძმა) — ბასი, ბექ ვოკალი, შოთა ღვინეფაძე — კლავიში, ბექ ვოკალი და დანიელ ადიკაშვილი — დასარტყმელი საკრავები.

The Mins
ბიოგრაფია
წარმოშობა თბილისი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი
ნიუ-პროგრესივ-როკი
აქტიური 2011-დღემდე
წევრები ზაზა მღებრიშვილი
ზვიად მღებრიშვილი
შოთა ღვინეფაძე
დანიელ ადიკაშვილი
ნიკა აბესაძე
საიტი themins.ge

ჯგუფის პირველი კონცერტი გაიმართა 2011 წლის ოქტომბერს Altervision Newcomers-ზე. ამის შემდეგ მათ დაიწყეს აქტიური მუშაობა საკუთარ რეპერტუარზე. ჯგუფი ძირითადად ასრულებს საკუთარ სიმღერებს და მხოლოდ იშვიათად „ქავერებს“. სიმღერებს (მუსიკას და ტექსტს) ძირითადად წერს ზვიად მღებრიშვილი. რამდენიმე სიმღერა დაწერილია შოთა ღვინეფაძის (კლავიში) მიერაც. ჯგუფს აქვს ოთხი ვიდეო კლიპი შემდეგ სიმღერებზე: „Blind World“, „O.W.L.“, „My Lover is a Killer“ და „I don't give a foot“. ზვიად მღებრიშვილი 2013 წელს წარმატებით მონაწილეობდა ტელეპროექტში „The Voice საქართველო“ (გადალახა ხუთი ტური). ჯგუფს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ კონცერტსა და ფესტივალში.

ჯგუფის პირველი დიდი სოლო კონცერტი შედგა 2014 წლის 26 მაისს, თბილისი ივენთჰოლში, სადაც მოხდა ჯგუფის EP-ს სახელწოდებით Blind World (იმავე წელს გამოიცა გაყიდვაში, შედგება ხუთი სიმღერისგან) პრეზენტაცია. ჯგუფს პატივი ჰქონდა გამოსულიყო ისეთი ჯგუფების გვერდზე როგორებიცაა „Faithless“ (Tbilisi Summer Set 2014) და „Archive“ (Tbilisi Open Air/Altervision 2015, სადაც გარდა Archive-ისა - Placebo, Beth Hart და Black Label Society იქყვნენ მთავარი შემსრულებლები). ზაზა მღებრიშვილმა 2015 წელს დატოვა ჯგუფი და ჯგუფის ახალი ბასისტი და ბექ ვოკალი გახდა ნიკა აბესაძე, ვინც რამდენიმე წლის წინ ზვიად მღებრიშვილთან ერთად უკრავდა სტუდენტურ ჯგუფში „Sunny Universe“. ჯგუფი ახლა წერს თავის პირველ ალბომს ხმის ჩამწერ სტუდია „ბრავო რექორდსში“, რომელიც გამოშვებული იქნება დამდეგ ზამთარს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Mins&oldid=4604668“-დან