Black Label Societyამერიკული მეტალ–ჯგუფი, დაარსებული 1998 წელს სოლისტ ზაკ ვაილდის მიერ. ცნობილია, რომ ზაკი მუშაობდა ცნობილ ინგლისელ როკ–მუსიკოსთან, ოზი ოსბორნთან ერთად. დღემდე მეტალ–ჯგუფმა 11 ალბომი გამოუშვა.

Black Label Society

ჯგუფის გამოსვლა 2015 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი,სლაჯ-მეტალი, გრუვ მეტალი, მძიმე როკი, სამხრეთული როკი
აქტიური 1998 წლიდან
ლეიბლ(ებ)ი Black label
Spitfire
Artemis
Roadrunner
E1 Music
Riot! Distribution (ავსტრალია)
წევრები ზაკ ვაილდი
ჯონ დესერვიო
Jeff Fabb
დარიო ლორინა
ყოფილი წევრები ფილ ონდიჩი
ნიკ კატენსი
სტივ გიბი
რობერტ ტრუჰილო
მიკი ინეზი
ჯეიმზ ლომენცო
კრაიგ ნუნენმაჰერი
ვილლ ჰანთი
ჯონ კელი
მიკი ფროდჯი
ჩად ზელიგა
საიტი blacklabelsociety.com
Black Label Society ვიკისაწყობში

1992 წელის საკონცერტო ტურნეს შემდეგ, რომელიც ეძღვნებოდა ალბომს „No More Tears“, ოზი ოსბორნმა სცენა დატოვა, ამიტომ ზაკმა ახალი ჯგუფი სახელად Pride & Glory ჩამოაყალიბა, ისინი ქმნიდნენ მუსიკას, რომელიც აერთიანებდა სამხრეთულ როკსა და მძიმე როკს. საბოლოოდ 1994 წლის დეკემბერში ჯგუფი დაიშლა, მათ მხოლოდ ერთი ალბომის შექმნა მოასწრეს. შემდეგლ, 1996 წელს, ზაკ ვაილდმა ახალი სოლო ალბომი „Book of Shadows“ ჩაწერა. 1998 წლის მაისში,მას შემდეგ, რაც Book of Shadows–ს მცირე წარმატება ხვდა, ზაკ ვაილდმა დრამერ ფილ ონდიჩთან ერთად ჩაწერა ალბომი სახელად Sonic Brew, რაც Black Label Society–ს სადებიურო ნაწარმოები გახდა. სანამ ახალ ალბომს გამოსცემდნენ გადაწყდა, რომ ახალი ჯგუფი უფრო გრძელი ვადით შეიმნებოდა. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ნიკ კატანესი ჯგუფის მეორე გიტარისტი იქნებოდა (ცატანესი იყო რითმის გიტარისტი Book of Shadows–ის ტურში). ჯონ დესერვიო, რომელიც წინათ წაილდთან ერთად Pride & Glory–ში დროებით მუშაობდა, ჯგუფში ბასისტი გახდა საალბომო ტურისათვის.

Sonic Brew იაპონიაში 1998 წლის 28 ოქტომბერს წარადგინეს. დაგვიანებით, მხოლოდ 1999 წლის 4 მაისს მოხდა ნაწარმოების წარდგენა დანარჩენი მსოფლიოსთვის.

შემადგენლობის ცვლილება და მომდევნო წარმატებები (1999-2007)

რედაქტირება

ჯგუფის მეორე ალბომი Stronger Than Death 2000 წელს გამოიცა, როცა დესერვიო შეცვალა სტივ გიბმა. შემდეგ კრაიგ ნუნენმაჰერმა შეცვალა ონდიჩი 2000 წლის ივლისში, მისი სადებიუტო ალბომი ჯგუფთან ერთად იყო Fueled Brewtality Live +5. ამას მოყვა 1919 Eternal, რომელიც ეძღვნებოდა ვაილდის მამას, ეს ალბომი 2002 წელს გამოიცა. სტივ გიბი დროებით ჩანაცვლებული იქნა მიკი ინეზის მიერ (Alice In Chains) Ozzfest-ის ტურის განმავლობაში 2001 წელს, და რობერტ ტრუჰილო (მეტალიკა) მომდევნო წელს ბასისტის ადგილი დატვა.

2003 წელს, ტრუჰილო მეტალიკაში გაწევრიანდა, მას შემდეგ, რაც დატოვა ბასისტის ადგილი Black Label Society-ში, მან გაუნთავისუფლა ადგილ ინეზს, რომელიც ჯგუფს 2 კვირით ალბომ The Blessed Hellride-ის პრეზენტაციისთვის დაუბრუნდა. ჯეიმზ ლომენცო ჯგუფს ალბომ Hangover Music Vol. VI-ის ჩაწერის შემდეგ, 2004 წელს შემოუერთდა , რაც ბენდის უკანასკნელი ჩაწერა იყო ხმის ჩამწერ სტუდიაში Spitfire Records.

პირველ ოთხ ალბომში ვაილდი ყველა ინსტრუმენტზე უკრავდა დრამების გარდა, მათ შორის კლავიშებზე, გიტარაზე და ბას-გიტარაზე.

2005 წელს, მას შემდეგ, რაც ჯგუფმა Artemis Records-თან თანამშრომლობაზე მოაწერა ხელი, მათ ალბომი Mafia გამოსცეს. ოქტომბერში, ლომენცომ დატოვა ჯგუფი და რამდენიმე თვეში შეუერთდა Megadeth-ს. მისი ადგილი დაიკავა ჯონ დესერვიომ. 2006 წელს ჯგუფმა დატოვა Artemis Records და დაიწყო თანამშრომლობა Roadrunner Records-თან, მალევე მათ გამოუშვეს ალბომ Shot to Hell.

2007 წლის ივნისში, Black Label Society იწყებს თანამშრომლობას Roadrunner Records-თან.

შემადგენლობა დროის მიხედვით

რედაქტირება

დისკოგრაფია

რედაქტირება

სტუდიური ალბომები

რედაქტირება

საკონცერტო ალბომები და კრებულები

რედაქტირება

ტურნეები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Black Label Society 2015 Unblackened Tour Schedule (February 12, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 16, 2015. ციტირების თარიღი: April 5, 2015.
  2. Black Label Society 2015 Unblackened Tour Schedule (February 12, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 16, 2015. ციტირების თარიღი: April 5, 2015.