Pride & Glory (ჯგუფი)
Pride and Glory — მეტალ-ჯგუფი, რომელიც Black Label Society-ს სოლისტმა ზაკ უაილდმა ჩამოაყალიბა .ეს უაილდის პირველი დამოუკიდებლად შექმნილი პროექტი იყო, რომელიც შექმნა მანამ, სანამ 1996 წელს ალბომ - Book of Shadows გამოუშვებდა. ამის შემდეგ მან ჩამოაყალიბა ჯგუფი Black Label Society რაც მის ამჟამინდელ ჯგუფად რჩება.
Pride and Glory | |
---|---|
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | Lynyrd Skynhead |
წარმოშობა | ამერიკის შეერთებული შტატები |
აქტიური | 1991–1994 |
ლეიბლ(ებ)ი |
Geffen Records Spitfire Records |
ყოფილი წევრები |
ზაკ უაილდი ჯეიმზ ლომენცო გრეგ დეანჯელო ბრაიან ტიჩი ჯონ დესერვიო |
საიტი | www.zakkwylde.com |
Pride & Glory შეიქმნა 1991 წელს, როდესაც მოეწყო ოზი ოსბორნის, იმ დროისთვის უკანასკნელი საალბომო ტური No More Tears. თავდაპირველად ჯგუფს ერქვა „Lynyrd Skynhead“, და მისი წევრები იყვნენ ბასისტი ჯეიმზ ლომენცო და დრამერი გრეგ დეანჯელო, ორივე იყვნენ ჯგუფ White Lion-ის (თეთრი ლომი) წევრები.
1994 წლის დასაწყისში დეანჯელო შეცვალა ბრაიან ტიჩიმ, ეს მოხდა სწორედ იმ დროს, როცა ჯგუფმა სახელი შეიცვალა და Pride & Glory დაირქვა . ამავე წლის მაისში მათ გამოუშვეს თავისი სადებიუტო და ამასთან ერთადერთი ალბომი ხმის ჩამწერ სტუდია Geffen Records-ში. ივნისში, ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო იმ დროისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როკ-ფესრივალში Monsters of Rock, ინგლისში. 1994 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც ჯგუფმა მოაწყო ტურნე იაპონიაში და 3 დღით ადრე სანამ აშშ-ში გაემგზავრებოდნენ ლომენცომ ჯგუფი დატოვა. უაილდმა ჯეიმზი თავისი დიდი ხნის მეგობარ ჯონ დესერვიოთი ჩაანაცვლა. ჯგუფმა უკანასკნელი კონცერტი ლოს-ანჯელესში, 1994 წლის 10 დეკემბერს გამართა, ამ კონცერტში მონაწილეობდნენ გიტარისტები ცნობილი როკ-ჯგუფებიდან, როგორიცაა Guns N' Roses და Velvet Revolver. მათ ჯგუფთან ერთად შეასრულეს ჯიმი ჰენდრიქსის სიმღერები - „Voodoo Child“ და „Red House“.
დისკოგრაფია
რედაქტირებასტუდიური ალბომები
რედაქტირებაკრებულები
რედაქტირება- "Losin' Your Mind" (1994)
- "Horse Called War" (1994)
- "Troubled Wine" (1994)
დამატებითი ჩანაწერები
რედაქტირება- "Farm Fiddlin'" - (1991)
- "Baby Please Don't Go" - ლოს-ანჯელესი Blues Authority Vol. 1 (1992)