Bedford Falls
Bedford Falls — ქართული როკ-ჯგუფი. ჩამოყალიბდა 2014 წელს. მის შემადგენლობაში 2022 წლისთვის შედიან: დათო ჯიქია (ვოკალი, რიტმული გიტარა), მიხეილ კალანდარიშვილი (წამყვანი გიტარა), გიორგი მიგრიაული (ბას-გიტარა) და სანდრო დიასამიძე (დასარტყმელი საკრავები). მათი მუსიკა ინდი-როკ ჟანრის სიმღერებს მოიცავს, რომელთა უდიდესი ნაწილი ინგლისურენოვანია. ჯგუფის ყველაზე ცნობილ სიმღერებს შორისაა „Thrill is Gone“, „Dreamer Once“, „Vidal Loco“.
Bedford Falls | |
---|---|
![]() ჯგუფის წევრები (მარცხნიდან მარჯვნივ): სანდრო დიასამიძე, მიხეილ კალანდარიშვილი, გიორგი მიგრიაული, დათო ჯიქია | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | თბილისი, საქართველო |
ჟანრ(ებ)ი | ინდი-როკი |
აქტიური | 2014-დღემდე |
წევრები |
დათო ჯიქია მიხეილ კალანდარიშვილი გიორგი მიგრიაული სანდრო დიასამიძე |
ყოფილი წევრები | სანდრო ქერაული |
ჯგუფის სახელი „Bedford Falls“ უკავშირდება 1946 წლის ცნობილ ფილმში „ეს მშვენიერი ცხოვრებაა“ არსებულ ამავე სახელწოდების ქალაქს.[1]
მუსიკოსებმა ერთმანეთი თეატრალური ინსტიტუტის ანიმაციის ფაკულტეტზე გაიცნეს. ჯგუფის პირველი სიმღერა „Lucille“ დედაენის ბაღში დათო ჯიქიამ, სანდრო ქერაულმა და სანდრო დიასამიძემ დაწერეს.
2016, 2017, 2019 და 2022 წლების ზაფხულში Bedford Falls-მა დაუკრა Tbilisi Open Air-ზე.
დისკოგრაფიარედაქტირება
- ალბომები
- This is Your House (2019)
- სხვა ჩანაწერები
- Winter Chill (2016)
- სასამერო EP (2016)
- Yup, the Sky Is Definitely on Fire (2020)