ერეკლე დეისაძე

პოეტი, მუსიკოსი და პროზაიკოსი

ერეკლე დეისაძე (დ. 2 აპრილი, 1990, ქუთაისი) — ქართველი პოეტი და მუსიკოსი

ერეკლე დეისაძე
დაბადების სახელი ერეკლე დეისაძე
დაბადების თარიღი 2 აპრილი, 1990 (1990-04-02) (34 წლის)
ქუთაისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
ალმა-მატერი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
პროფესია 2010-დღემდე
საქმიანობა პოეტი, პროზაიკოსი, მუსიკოსი
მეუღლე(ები) კრავაი ტყემალაძე

ბიოგრაფია

დაამთავრა ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა. აგრეთვე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.

მუსიკალური კარიერა დაიწყო ჯგუფში „პარალელური თაობა“.[1] 2010 წელს გამოსცა პოლიტიკურ-რელიგიურ თემებზე დაფუძნებული წიგნი „საიდუმლო სირობა“,[2] რომელსაც საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. რელიგიურ წრეებში წიგნი მკრეხელობად და რელიგიის, კერძოდ კი, მართლმადიდებლობის შეურაცხყოფად მონათლეს. გაიმართა საპროტესტო აქციები წიგნის გაყიდვიდან ამოღების მოთხოვნით.[3] საზოგადოების მეორე ნაწილში კი პირიქით, მოწონება დაიმსახურა და ერეკლე დეისაძის მხარდასაჭერი აქციები მოაწყვეს.[4]

2012 წელს დააარსა პანკ-ჯგუფი „40 კილომეტრში“. გადაიღო პოლიტიკური ხასიათის კლიპები.[5][6][7] მონაწილეობა მიიღო კლიპში „სისტემა უნდა დაინგრეს“,[8] რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარ სკანდალს მიეძღვნა და ქართველმა არტისტებმა გააპროტესტეს ძალადობა ციხეებში.

2013 წელს გამოსცა რიგით მეორე წიგნი „დამლაგებელი“. რომანში ასახულია საქართველოს რეალობის ავტორისებული ხედვა.

ბიბლიოგრაფია

  • „საიდუმლო სირობა“, მოთხრობების კრებული, 2010.
  • „დამლაგებელი“, რომანი, 2012.
  • „რუსული არდადეგები“, რომანი 2015.
  • „ოთარაანთ ქვიარი“, მოთხრობების კრებული 2018.
  • „ერეკლესია“, ლექსების კრებული 2018.
  • „საქართველოს მოქალაქე“ , 2021–2022

დისკოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო