ინდიგო — ქართული მედიაორგანიზაცია, რომელიც გამოსცემს ჟურნალებს, წიგნებს და ამზადებს ვიდეო და ტექსტურ მასალებს ვებსაიტისთვის indigo.com.ge

ინდიგო
ინდიგოს ლოგო
ინდიგოს ლოგო
მფლობელი ნინო ლომაძე, თამარ ბაბუაძე, ნინო ჯაფიაშვილი, თინათინ ოსეფაშვილი, თორნიკე ლორთქიფანიძე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
სტატუსი მოქმედი
დაარსდა 2015
ქვეყანა საქართველო
სათაო ოფისი თბილისი
დისტრიბუცია თბილისის მასშტაბით
გამოცემების ტიპები ჟურნალები, წიგნები, ფოტოალბომები
ჟანრი დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა
ოფიციალური საიტი http://indigo.com.ge

ინდიგო ქართულ მედიაბაზარზე ამავე სახელწოდების მქონე ყოველთვიური, 120 გვერდიანი ჟურნალით გამოჩნდა[1]. მოგვიანებით შექმნა ვებსაიტი, სადაც მხოლოდ ჟურნალის  მასალები იტვირთებოდა. 2018 წლიდან კი დაიწყო ვიდეო კონტენტის და სხვადასხვა მულტიმედია პროექტების წარმოება.

მედია პროდუქტების შექმნის პარალელურად ინდიგო გამოსცემს  დოკუმენტური პროზას, ესეისტიკას, ფოტოალბომებს. არის საბას და ლიტერას პრემიის მფლობელი.

ისტორიარედაქტირება

დაარსებარედაქტირება

ინდიგო 2015 წელს დააფუძნეს ნინო ჯაფიაშვილმა, ნინო ლომაძემ, თამარ ბაბუაძემ, თინათინ ოსეფაშვილმა, თორნიკე ლორთქიფანიძემ და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ. [2] დაარსების დღიდან მესაკუთრეთა ვინაობა არ შეცვლილა. რედაქცია ბაზირებულია თბილისში.

ინდიგოს შემოსავლები სარეკლამო გაყიდვებისა და დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტებისგან შედგება.

ჟურნალი ინდიგორედაქტირება

ორგანიზაციამ ჟურნალ "ინდიგოს"  პირველი ნომერი 2015 წლის ოქტომბრის თვეში გამოუშვა. საზოგადოებრივ - კულტურული გამოცემა 120 გვერდიანი იყო და ყოველ თვე გამოდიოდა. 2018 წლიდან გამოცემის პერიოდულობა შემცირდა და ჟურნალი ყოველ მეორე თვეს გამოიცემა. შეიცვალა გამოცემის შინაარსიც - ამ დროიდან თითოეული ნომერი ერთ კონკრეტულ თემას ეხება.

ჟურნალი ძირითადად ხელმომწერებს შორის ვრცელდება. თუმცა, მისი დისტრიბუცია წიგნის მაღაზიებშიც ხორციელდება.

ონლაინ გამოცემა indigo.com.geრედაქტირება

თავდაპირველად ვებსაიტზე ინდიგო მხოლოდ ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ელექტრონულ ვერსიებს აქვეყნებდა. 2019 წლიდან ტექსტურთან ერთად ვიდეო და მულტიმედია მასალებსაც ამზადებს. მას ეკუთვნის პროექტების პლატფორმები:

საპატრიარქოს კაპიტალი - 2017 წელს ინდიგომ 5000-ზე მეტი საჯარო დოკუმენტი მოიპოვა  და  საქართველოს საპატრიარქოს, პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების ბიზნესები და ქონება შეისწავლა. ყველა დოკუმენტი ამ ერთ პორტალზეა განთავსებული და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის.[3]

080808.Ge - აგვისტოს ომის 10 წლის თავზე შეიქმნა[4]. ამ ვებსაიტზე ომგამოვლილი ადამიანების ისტორიებია თავმოყრილი.

ჟურნალი Adventurerრედაქტირება

2018 წელს ინდიგომ დაიწყო ინგლისურენოვანი ჟურნალის adventurer-ის გამოცემა. პუბლიკაცია სეზონურად გამოდის და განკუთვნილია საქართველოში მყოფი ტურისტებისთვის. ჟურნალი უფასოდ რიგდება ტურისტულ ადგილებში - კაფეებში, ბარებში, სასტუმროებში.

COVID-19-ის მსოფლიო პანდემიასთან საბრძოლველად დაწესებული შეზღუდვების გამო 2020 წელს ჟურნალის გამოცემა შეჩერდა.

წიგნებირედაქტირება

წიგნების გამოცემა ინდიგომ 2018 წელს დაიწყო, როდესაც ომგამოვლილი ადამიანების ისტორიები ერთად შეკრიბა და “ვაშლის ბაღების” სახელწოდებით გამოსცა. მალევე ინდიგომ მონაწილეობა მიიღო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და მას შემდეგ წიგნის ფესტივლების მონაწილეა. ინდიგოს წიგნები დოკუმენტური პროზისა და ესეისტიკის ჟანრს მიეკუთვნება.

2020 წელს ინდიგო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის გამგეობის წევრად აირჩიეს[5].

პრიზებირედაქტირება

ჟურნალისტური პრიზებირედაქტირება

წელი პრიზი კატეგორია მასალა ავტორი წყარო
2016 EU Prize for Journalism საუკეთესო საგამოძიებო სტატია ბეჭდურ ან ონლაინ გამოცემაში “მთის გოგოები ნინო ლომაძე [6]
2017 საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი საუკეთესო სტატია "მელაპარაკე" ნინო ლომაძე [7]
საუკეთესო მულტიმედია "აფრიკა თბილისში" თამარ მშვენიერაძე, მარიამ ჯაჭვაძე
2018 EU Prize for Journalism   საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ონლაინ გამოცემაში "ანა, ირინა, ელენა და სხვები" მარიამ აბესაძე, ნინო ლომაძე [8]
საუკეთესო ინოვაციური და ორიგინალური ნამუშევარი ბეჭდურ ონლაინ ან სამაუწყებლო მედიაში "როგორ გაქრა ცა ქალაქის თავზე" ნინო ბაქრაძე, ნინო ლომაძე, ნინო ჯაფიაშვილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი საუკეთესო მულტიმედია პროექტი 080808 ნინო ლომაძე [9]
ბავშვთა საკითხების საუკეთესო გაშუქება "ანა, ირინა, ელენა და სხვები" მარიამ აბესაძე, ნინო ლომაძე
Adami Media Prize საუკეთესო მოკლე დოკუმენტური ვიდეო ჩასარბენი კიბე სალომე ჯაში [10]
2019 EU Prize for Journalism საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში „თბილისის ტრანსპორტის არასრული ანთოლოგია“ ბესო გვენეტაძე [11]
საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში "გესმის კედელი" ლაშა ცერცვაძე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი საუკეთესო მულტიმედია პროექტი "გესმის კედელი" ლაშა ცერცვაძე [12]
საუკეთესო ვიდეო რეპორტაჟი „თბილისის ტრანსპორტის არასრული ანთოლოგია“ ბესო გვენეტაძე
2020 საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი საუკეთესო სტატია "აკრძალული ჰაერი" თამარ ბაბუაძე, სალომე მელუა [13]


ლიტერატურული პრიზებირედაქტირება

წელი პრიზი კატეგორია წიგნი ავტორი წყარო
2019 საბა საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა "ვაშლის ბაღები" ნინო ლომაძე [14]
ლიტერა საუკეთესო დოკუმენტური პროზა "ვაშლის ბაღები" ნინო ლომაძე [15]
წიგნის საუკეთესო დიზაინი "100 წელი 100 ფოტო" თორნიკე ლორთქიფანიძე
2020 ლიტერა საუკეთესო დოკუმენტური პროზა "სხვა ენა" გიორგი მაისურაძე [16]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. ინდიგო - ახალი ქართული ჟურნალი, გოგი გვახარია, რადიო თავისუფლება, 5 ოქტომბერი, 2015
  2. ინდიგოს შესახებ, ინდიგოს ვებსაიტი
  3. საპატრიარქოს კაპიტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-11. ციტირების თარიღი: 2020-10-22.
  4. ომგამოვლილი ადამიანების ისტორიების პორტალი, 080808.Ge
  5. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ყოველწლიური საერთო კრება, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. 30 ივნისი, 2020
  6. ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დაარქივებული 2021-01-14 საიტზე Wayback Machine. , 2016
  7. ქარტიის პრიზი 2017-ის გამარჯვებულები, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  8. ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-15. ციტირების თარიღი: 2020-10-22.
  9. ქარტიის პრიზი 2018-ის გამარჯვებულები, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  10. ADAMI Media Prize Winners 2018
  11. ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დაარქივებული 2021-01-14 საიტზე Wayback Machine. , 2019
  12. ქარტიის პრიზი 2019-ის გამარჯვებულები, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  13. ქარტიის პრიზი 2020-ის გამარჯვებულები, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  14. 2019 წლის პრემია "საბას" გამარჯვებულები, საბა
  15. პრემია "ლიტერას" 2019 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ, On.ge. 21 ოქტომბერი, 2019
  16. ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია, მწერალთა სახლი. 26 სექტემბერი 2020