ჟან შარდენის ქუჩა

(გადამისამართდა გვერდიდან შარდენის ქუჩა)

შარდენის ქუჩა, ყოფ. ბნელი რიგიკრწანისის რაიონში მდებარე პატარა საფეხმავლო ქუჩა, ქალაქ თბილისის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი.

შარდენის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
ისტორიული რაიონი კრწანისის რაიონი

წარსულში ძველი თბილისის ერთ-ერთი სავაჭრო ქუჩა იყო, რომელიც თათრის (ახლანდ. გორგასლის) მოედანზე გადიოდა და მას სიონის ქუჩას აკავშირებდა. ერთ დროს ეს ვიწრო ქუჩა გადახურული იყო და ამიტომ ერქვა „ბნელი რიგი“ (რუს. «Тёмный ряд»). გვიან შუა საუკუნეებში აქ მექვაბების რიგი იყო, ხოლო XIX ს.-ში ახალი ბაზაზხანა განვითარდა. დახურული ბაზაზხანა-ბნელი რიგი XX ს.-ის დასაწყისშიც არსებობდა. შემდეგ მოხდა მისი რეკონსტრუქცია (არქ. გიორგი ბათიაშვილი, 1981) და XVII ს. ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის სახელი ეწოდა. 2002 წ. დაიწყო ქუჩის განახლება და კეთილმოწყობა. ამჟამად შარდენის ქუჩასა და მის მიმდებარე რკინისა და ბამბის რიგებში განლაგებულია პოპულარული რესტორნები, ღია კაფე-ბარები, ღამის კლუბები, გალერეები; ეწყობა გამოფენები, დღესასწაულები, კონცერტები.

თამადა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 22. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985