ბაზაზხანამაუდით, ჩითით, ფარჩით, ბამბითა და მატყლით მოვაჭრეთა დუქნების რიგი აღმოსავლეთის ქალაქებში.

ფეოდალურ თბილისში ბაზაზხანა ეწოდებოდა ორ სხვადასხვა უბანს, სადაც ასეთი დუქნები იყო განთავსებული. დიდი, ანუ ზემო ბაზაზხანა ახლანდელი ლესელიძის ქუჩაზე მდებარეობდა, სიონის ტაძრის პარალელურად, ლ. ასათიანის ქუჩის გადაკვეთის ადგილიდან დაახლოებით სიონისა და ერეკლეს ქუჩების შეყრამდე. ამ ადგილს „ჩორსუ-ბაზარსაც“ უწოდებდნენ. მცირე, ანუ ქვემო ბაზაზხანა თათრის (ახლანდ. გორგასლის) მოედნის ახლოს იყო, „ბამბის რიგის“ ტერიტორიაზე. XIX საუკუნეში თბილისში კიდევ ერთი „ახალი ბაზაზხანა“ გაჩნდა „ბნელ რიგებში“ (ახლანდ. შარდენის ქუჩა).

ლიტერატურა რედაქტირება

  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 19. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985