ბამბის რიგი
ბამბის რიგი — ქუჩა კრწანისის რაიონში. ძველ თბილისში ბამბით, მატყლითა და ჩითით მოვაჭრეთა ქუჩა (ბაზაზხანა); ჩაისახა გვიან შუა საუკუნეებში. მელიქის ქარვასლის ადგილას, რომელიც სიონის ქუჩის დასაწყისში მდებარე დიდი ჩორსუსკენ (გადახურული ბაზარი) იყო მიმართული, 1904 წელს თბილისელმა არქიტექტორმა ღაზარ სარქისიანმა მანთაშევის რიგი ააშენა.
ბამბის რიგი | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
ისტორიული რაიონი | კრწანისის რაიონი |
სავაჭრო რიგი მოდერნის სტილის ორი ნაგებობისგან შედგება. ერთი ყოფილ არწრუნის ქარვასლას ემიჯნება, მეორე კი ბამბის რიგისა და შარდენის ქუჩის, ყოფილი ბნელი რიგის, გამყოფ ზღუდედ აღიქმება. ორივე ნაგებობა ქუჩის მრუდ მოხაზულობას მიჰყვება. ფასადებს ყოფილი დუქნების ღიობები ანაწევრებს. სავაჭრო რიგის მთავარ მხატვრულ აქცენტს არწრუნის ქრვასლის მომიჯნავე შენობის ფასადზე არაცენტრალურად მოთავსებული რიზალიტი წარმოადგენს. რიზალიტს ამკობს კარის სამცენტრიანთაღოვანი თავსართი, ადამიანის სახის სიმბოლურგამოსახულებიანი საჭექი ქვით. თავსართი რუსტრირებულ სიბრტყეზეა მოთავსეული, მის ზემოთ კი ფართო ნალისებული სარკმელია. განაშენიანების აღქმისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სიონის ქუჩისკენ მიმართულ ვიწრო ფასადებსაც. ბამბის რიგისა და შარდენის ქუჩის რეკონტრუქცია 1981 წელს განხორციელდა (არქიტექტორი გიორგი ბათიაშვილი).
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი, 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0.
- კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1985.