ნიკოლოზ ამირანის ძე ვაშაკიძე (დ. 1 დეკემბერი, 1965, თბილისი) — ქართველი ინჟინერ-მეტალურგი, თანამდებობის პირი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2001).

დაიბადა ქართველი ინჟინერ-მანქანათმშენებლის ამირან ვაშაკიძის ოჯახში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი (1987). გავლილი აქვს სასწავლო კურსები დიდი ბრიტანეთის სასწავლებლებში (1997–2002) თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლების პროგრამით. 1988 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლითონთა წნევით დამუშავების კათედრაზე. 2000–2012 წლებში, სხვადასხვა დროს, იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. ვაშაკიძის კვლევის სფეროა: სორტული პროფილების გლინვის ოპტიმიზაცია; გლინვის პროცესების მათემატიკური მოდელირება; ელექტროგლინვის პროცესების განვითარება და კალიბრთა სისტემების კვლევა.

ლიტერატურა

რედაქტირება