ამირან სერგოს ძე ვაშაკიძე (დ. 17 თებერვალი, 1927, თბილისი, — გ. 5 აპრილი, 2007, იქვე) — ქართველი ინჟინერ-მანქანათმშენებელი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1979), საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი (2002).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის სპეციალობით (1950). 1951–1959 წლებში მუშაობდა თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში პედაგოგად, თბილისის ზუსტი ხელსაწყოების ქარხანაში — განყოფილების გამგედ; 1959–1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ლითონთა წნევით დამუშავების განყოფილების გამგე. იმავდროულად პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ლითონთა წნევით დამუშავების კათედრაზე. ვაშაკიძის კვლევის ძირითადი მიმართულებაა მარტივ და ფასონურ ყალიბებში გლინვის პროცესის თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა.

ლიტერატურა

რედაქტირება