განხილვა:ცხენნი
ეს ალბათ ვიქსიკონშია გადასატანი--David 14:36, 27 აგვისტო 2011 (UTC)
- რატომ?--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 17:05, 27 აგვისტო 2011 (UTC)
- მინიმუმ სამი წინადადება სამი შიდა ბმულით. არ არის.—G.G. 17:26, 27 აგვისტო 2011 (UTC)
- რა აუცილებელია სამი წინადადება და სამი შიდა ბმული? რაც ეწერა ქსე-ში, მე ის გადმოვიტანე. განა აქვს ყველაფერს სამ-სამი ბმული და წინადადება? უცხოენოვან ვიკიპედიებს გადახედეთ, ინგლისურით დაიწყეთ, თითო წინადადებიან ასეულობით სტატიას ნახავთ. ვიქსიკონშიც რომ იყოს ეს სტატია, მე წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ვიკიპედიიდან ამოღება სრულიად გაუმართლებელია!--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 20:44, 27 აგვისტო 2011 (UTC)
- გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ ეგ ერთ წინადადებიანი სტატიები არის არქაული პერიოდის, რომლებსაც ახლა ნელნელა ან ამატებენ, ხოლო თუ შევსება შეუძლებელია, შლიან. ძველი მომხმარებელი ხართ და უნდა იცოდეთ, რომ ვიკიპედია არ არის ლექსიკონი.
- დამატებით
- გამოკითხვა სტატიის მინიმალურ სიგრძესთან დაკავშირებით;
- ხარისხის კრიტერიუმებთან დაკავშირებით;
- რა არის ესკიზი (ცანგალას სიტყვებს მიაქციეთ ყურადღება);
- ჰკითხეთ ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს და ჩემს სიტყვებს დაგიდასტურებენ.—G.G. 06:26, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- აქ კი იმ სტატიების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ამის გამო წაიშალა. პატივისცემით, —G.G. 06:43, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- მთავარი გამომრჩენია, სწრაფი წაშლის კრიტერიუმი რომლის მიხედვითაც სამზე ნაკლები წინადადების შემცველი სტატია უნდა წაიშალოს.—G.G. 06:49, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- თქვენი პოზიციაც გასაგებია, მაგრამ აქედან ამოშლას, ჯობია, განვავრცოთ. ისე, განვრცობა არამარტო მე მევალება, არამედ თქვენც და ყველა ვიკიპედიელს. იმედია, ამდენი გესმით, იმის მიუხედავად, რომ ძველი მომხმარებელი არ ხართ. თანაც, ვიკიპედიაც თავისი შინაარსით ისეთივე ლექსიკონია, როგორც ყველა ენციკლოპედია, რადგან ნებისმეიერ ენციკლოპედიას ენციკლოპედიური ლექსიკონი ჰქვია. თავს უფლებას მივცემ, შეგახსენოთ, იქნებ სიტყვა ენციკლოპედიის განმარტება გენახათ; ანდაც შედით შემდეგ გვერდზე ენციკლოპედიები ენების მიხედვით და რომელიც არ უნდა გახსნათ, ენციკლოპედიის განმარტებას ნახავთ --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 08:47, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- 1. გასაგებია, მაგრამ ვიკიპედია არ არის ბეჭდვითი ენციკლოპედია და თავისი წესები აქვს, რომლებსაც ჩვენვე თუ არ დავიცავთ, ორმაგი სტანდარტით მოქმედება გამოგვივა. მოგეხსენებათ, ლექსიკონის ონლაინ ვერსია არსებობს და მას ვიქსიკონი ჰქვია;
- 2. აქ არავის არაფერი ევალება (არც თქვენ, არც მე), ვიკიპედიის უმთავრესი პრინციპი თავისუფალი ნებაა;
- 3. განვრცობას რაც შეეხება: ავტორმა უნდა შემოიტანოს მინიმუმ სამი წინადადება პირველ რიგში, რომ არ მოხდეს სტატიის წაშლა. თუმცა, მე თქვენი შემოტანილი ცხოველთა ანატომია განვავრცე და წაშლას გადავარჩინე (რაც, ვფიქრობ, დასტურია იმისა, რომ მე, პირველ რიგში, ვცდილობ, სტატიების არ წაშლას, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული არ ვარ), მაგრამ ეს მოვახერხე მხოლოდ იმიტომ, რომ მას მითითებული ჰქონდა საერთაშორისო ბმულები. ამ სტატიას კი მე ვერანაირად ვერ განვავრცობ, რადგან უბრალოდ ინფორმაცია არ გამაჩნია. მხოლოდ ინფორმაციისთვის: ზემოთ მითითებულ გვერდზე ჩამოთვლილ სტატიათა უმეტესობაც სწორედ ქსედან იყო შემოტანილი.—G.G. 09:24, 28 აგვისტო 2011 (UTC)
ავტორისთვის რა მნიშვნელობა აქვს მოცემული ინფორმაცია აქ იქნება თუ ვიქსიკონში? ინფო არ იკარგება. მთავარი ხომ ესაა— ~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 12:23, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- ჰოდა დააცადეთ სხვებსაც, რომ სტატიის განვრცობა მოახდინონ. რატომ ჩქარობთ მის წაშლას? ან რატომ ფიქრობთ, რომ თქვენ თუ არ გაქვთ ინფორმაცია, არც სხვებს ექნებათ? საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენა ხომ არ გაქვთ? უკაცრავად, მაგრამ ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდით? „ვიკიპედიის დირექტორი“ თუ გგონიათ თავი (მგონი, ასეთი არც არსებობს) არ ვიცი, მაგრამ თქვენც ისეთივე რიგითი მონაწილე ხართ, როგორც ყველა ჩვენგანი, ასე რომ, სხვების მაგივრად თქვენ ნუ მცემთ პასუხებს. დააცადეთ სხვებსაც, რომ ინფო მოიძიონ და შემოიტანონ, იქნებ აქვთ ამისი სურვილი?! რა იცით თქვენ, რომ არავინ განავრცობს? რაც შეეხება ინტერვიკებს, უკაცრავად, მაგრამ სიტყვა „ცხენნი“ სხვა ენებზე ალბათ არც ითარგმნება და არც მსგავსი ცნებაა სხვაგან, ასე რომ, მაგ ბმულებს მე ვერსაიდან მოვიტანდი. რა მხოლოდ ის სტატიები ღირს გადარჩენად, რომელსაც ინტერვიკები აქვს? ვიკიპედიის წესები სულ არ იცით? სად წერია, რომ მხოლოდ ინტერვიკიანი სტატიები „გადავარჩინოთ“ და დანარჩენებს ხელი ვკრათ? თქვენ მგონი, უბრალოდ კამათი გსიამოვნებთ. ჰო, მოვალეობაზეც მოგახსენებთ, რაკი არ გცოდნიათ: აქ იძულებული არავინაა, თორემ მოვალეა ყველა, რომ რაღაც გააკეთოს, თუნდაც თავისუფალი ნების პირობებში. აბა აქ რისთვის ვართ? იმისთვის რომ არაფერი ვაკეთოთ? მე როდესაც სიტყვა „მოვალე“ ვთქვი, „იძულებულს“ არ ვგულისხმობდი. არავინაა მოვალე, კონკრეტულად ჩემი ან თქვენი სტატია განავრცოს და გაამშვენიეროს, მაგრამ ყველანი მოვალენი ვართ, როდესაც მცირე ზომის მასალას წავაწყდებით და მასალა გაგვაჩნია, შემოვიტანოთ. ისე როგორც ლიტერატურა ვახსენოთ, ბიბლიოგრაფია დავურთოთ და ა.შ. სიტყვა მოვალე იძულებულს არ ნიშნავს, მაგრამ თავისუფალიო რომ მეუბნებით, უკაცრავად და რა თავისუფლებაზე მელაპარაკებით? თქვენთვის მგონი, არავის არაფერი უიძულებია... --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 12:33, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- ავტორმა მგონი გარკვევით დაწერა ზევით, რომ თუკი ვიქსიკონშიც იქნებოდა, საწინააღმდეგო არაფერი იყო, მაგრამ რაკი ავტორმა ეს მასალა აქ შემოიტანა, ესე იგი, ენციკლოპედიურად მიიჩნია და განვრცობის იმედიც დაიტოვა. რა, არ შეიძლება?--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 12:35, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- ბოდიში არ წამიკითხავს. მაგრამ აქ დატოვება თუ გინდა ეს განხილვა ყავახანაში უნდა გადაიტანო მემგონი ხვდები. (რადგან წესებს მართლაც ეწინააღმდეგება). და წესების გადახალისებაზე უნდა დაწერო ყავახანაში. — ~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 12:41, 28 აგვისტო 2011 (UTC)
მეგობრებო, მოდით ერთმანეთის შეურაცყოფაზე ნუ გადავალთ და ერთმანეთს გულს ნუ ვატკენთ. ამას ჯობია სხვა რამე მოვიფიქროთ. მაგალითად ეს სტატია სექცია დოღი#დოღი საქართველოში–ზე გადავამისამართოთ. თანაც იქ უფრო მეტი წერია. რაც მთავარია, არც სამი წინადადების წესი დაირღვევა და არც ინფო დაიკარგება. თუ მსურველი ნეტში (ან პირდაპირ ვიკიპედიაში) „ცხენნი“–ს აკრიფავს, პირდაპირ იმ სექციაზე ამოყოფოს თავს. – BruTe (გ) 12:55, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- შენ ეგ სიკეთე ქენი და მადლობელი დაგრჩები --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 13:07, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- ლევან, თქვენს სიტყვებში იგრძნობოდა აგრესია, რაც არც სასარგებლოა და არც სახარბიელო ვიკიპედიისთვის.
- წაშლას რომ ვჩქარობდე, უკვე წავშლიდი, რისი უფლებაც ნამდვილად მაქვს: ზოგიერთ შემთხვევაში ადმინისტრატორებს შეუძლიათ ვიკიპედიის გვერდების წაშლა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მიუხედავად იმისა, თუ ეს გვერდები წაშლისთვის განხილვაზე უკვე არის გატანილი. ქვემოთ მოყვანილია ყველა ამგვარი შემთხვევა. ეს სია ამომწურავია და გავრცობას არ ექვემდებარება;
- სულაც არ ვფიქრობ, რომ მე თუ არ მაქვს ინფორმაცია, არც სხვებს ექნებათ. სწორედ ამიტომ არაა ეს სტატია წაშლილთა სიაში აქამდე;
- საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენა არ მაქვს: ვიმედოვნებ, ცხელ გულზე ნათქვამია;
- ზედმეტიც არ მომდის, ვიმედოვნებ, ესეც ცხელ გულზეა ნათქვამი;
- „ვიკიპედიის დირექტორი“ არა, მაგრამ ადმინისტრატორი კი ვარ. მეც ისეთივე მონაწილე ვარ, როგორც ყველა ჩვენგანი, თუმცა აქ სიტყვა „რიგითს“ ამოვიღებდი, რადგან ადმინისტრატორს „რიგითზე“ მეტი უფლებაც აქვს და მოვალეობაც;
- მხოლოდ მე იმიტომ გცემთ პასუხს, რომ სხვები არ გცემენ. სხვების მაგივრად არ გცემთ პასუხებს;
- ვაცდი სხვებსაც, რომ ინფო მოიძიონ და შემოიტანონ, მაგრამ ხშირად, არავის აქვს ამისი სურვილი და ამიტომ ისევ თქვენ გეუბნებით, რომ შემოიტანოთ მინიმალური მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი სტატია, მერე კი თუ ვინმე გამოჩნდება მსურველი, შეავსებს მას. ვიმეორებ, სტატია ჯერ კიდევ არ წამიშლია;
- არა, მხოლოდ ის სტატიები არ ღირს გადარჩენად, რომელსაც ინტერვიკები აქვს. უინტერვიკებოც, მაგრამ მინიმალური მოთხოვნების შესაბამისი სტატიებიც დასაშვებია. ეგ უბრალოდ იმიტომ დავწერე, რომ ნათელი მომეფინა, საიდან დავამატე ინფო სტატიას ცხოველთა ანატომია;
- ვიკიპედიის წესები სხვებზე გაცილებით უკეთ ვიცი, მით უფრო, რომ ზოგიერთი მათგანი პირადად ვთარგმნე: არსად წერია, რომ მხოლოდ ინტერვიკიანი სტატიები „გადავარჩინოთ“ და დანარჩენებს ხელი ვკრათ (ზემოთაც ვადასტურებ ამას);
- ვინც უკეთ მიცნობს, იცის, რომ უბრალოდ კამათი არ მსიამოვნებს;
- თავისუფალი ნების პირობებში სიტყვა მოვალეობას აზრი ეცლება;
- მართალია, ჩემთვის არავის არაფერი უიძულებია, მაგრამ ამით რისი თქმა გსურდათ, ვერ ვხვდები;
- სანამ სტატია არ აკმაყოფილებს ვიკიპედიის მინიმალურ მოთხოვნებს, გთხოვთ, ნუ ამოშლით მის გვერდზე განთავსებულ თარგ წასაშლელს. ისე, აქამდეც შემეძლო წამეშალა, მაგრამ ავტორის ელემენტარული პატივისცემაა, რომ რაღაც პერიოდი დარჩეს ასე. სწორედ ერთწინადადებიანების გამოა, რომ ვიკიპედიის ე.წ. „სიღრმის“ და, გარკვეულწილად, საზოგადოების ნდობის მაჩვენებელი არ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია.—G.G. 13:16, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- ლევან, თქვენს სიტყვებში იგრძნობოდა აგრესია, რაც არც სასარგებლოა და არც სახარბიელო ვიკიპედიისთვის.
იცით მე ვერ მივხვდი რატომ ატყდა ამხელა ამბავი ამ სტატიის ირგვლივ. ისეთი გარემოებაა თითქოს არაკანონზომიერად მოქმედებს ვიკის ადმინისტრაცია. როგორც მე ვხედავ ყოველივე წესების მიხედვითაა. განვრცობას რაც შეეხება, კი ბატონო ჩვენც გვეხება ყველა ვიკიპედიელის სტატიების მაქს. განვრცობა (თუ ამას იგი მოითხოვს), მაგრამ - ეს ჩვენი სურვილია, და არა წესი. დაკიდევ, დამშვიდდით, არ უნდა გახდეს ეს სტატია გაუგებრობის საბაბი. თუკი ვინმე განავრცობს კარგია, მე განვავრცობდი მაგრამ არ მაქვს ამ ეტაპზე ინფო. თორე აქამდე გავაკეთებდი ამას. გიო დავიცადოთ კიდევ ცოტახანი --Otogi განხილვაწვლილი 13:27, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- გეთანხმები, ოთო. ხომ არ ვეცი და შექმნისთანავე წავშალე? დავიცადოთ. ისე, მე მომეწონა გადამისამართების იდეა. სრულად მოიცავს აქ არსებულ ინფოს.—G.G. 13:58, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- ჰოდა, გადავამისამართოთ და მოვრჩეთ ამაზე კამათს. ვინც უკეთ იცის ტექნიკურად გადამისამართება, ნუ დაგვზარდება, მაგრამ საერთოდ გაქრობა არასწორია. ვიქსიკონისთვის თუ მასალად გამოდგება, კი ბატონო, გადაიტანეთ. (გადაიტანეთ-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ მე ვიქსიკონში არ ვმუშაობ და არა ვინმეს „იძულების“ მიზნით). და ძალიან გთხოვთ, ზედმეტი ბიუროკრატია არ გვჭირდება, ვიკის ისედაც საკმაოდ აქვს ბიუროკრატიული მომენტები. ისე, ოთოს ნათქვამი ვერ გავიგე, სტატიის განვრცობა ჩვენს სურვილზეა დამოკიდებული და არა წესზეო, დააცადეთ ვინმეს, იქნებ გამოჩნდეს მსურველი, მარტო თქვენი თავით რატომ საზღვრავთ? --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 14:17, 28 აგვისტო 2011 (UTC)
არ ვარგა ამის დოღში გადამისამართება. დოღი სულ სხვა რაღაც არის . კავშირი არ აქვს საერთოდ.— ~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 14:27, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- დიქსტოსას: წაიკითხე მაინც კონკრეტული ქვეთავი?
- ლევანს: მე ყველაფერი სწორად გავიგე: ოთო თავისი თავით კი არ საზღვრავს, ახდენს ვიკიპედიის ზოგადი პრინციპის კონსტანტაციას: „ჩვენც გვეხება ყველა ვიკიპედიელის სტატიების მაქს. განვრცობა (თუ ამას იგი მოითხოვს), მაგრამ - ეს ჩვენი სურვილია, და არა წესი.“ შემდეგ კი ამბობს, რომ თავადაც გააკეთებდა ამას, რომ ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაცია (მეც იგივე ვთქვი ზემოთ) და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ „მხოლოდ საკუთარი თავით შემოიფარგლა“. შემდეგ კი შემოაქვს წინდადადება: „დავიცადოთ კიდევ ცოტახანი“. ცივი გონებით წაიკითხეთ ეს ყველაფერი და თქვენც იგივეს დაინახავთ. ვიკიპედიის ერთ-ერთი პრინციპი დისკუსიებში ცივი გონების შენარჩუნებაცაა (ქართულად ჯერ არ გვაქვს), თქვენი პიროვნების საწინააღმდეგო კი არავის არაფერი აქვს (მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ბოლოს წინა კომენტარში არის ფრაზები ჩემი პიროვნების მისამართით)—G.G. 14:35, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- აი, ახლა კი შეგიძლიათ დამდოთ საფუძვლიანი ბრალი, რომ მოუთმენელი ვარ და არ ვაცდი სხვებს (ამ შემთხვევაში — ოთოს) პასუხის გაცემას.—G.G. 14:38, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- ცივი გონებით განსჯაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ კამათის დიდი მოყვარული რომ ბრძანდებით და ყველაფერს პირად შეურაცხყოფად იღებთ, ეს კი ნათლად ჩანს თქვენს საუბრებში. ჩემი პიროვნების საწინააღმდეგო მე არც დამინახავას ვინმესთან (არც თქვენის) და რატომ „მარიგებთ ჭკუაზე“, არ მესმის, განა უთქვამს თქვენთვის ვინმეს: სხვაზე მეტი ჭკუა გაქვსო? გთხოვთ, შევწყვიტოთ ეს კამათიც და თქვენი დემაგოგიაც, რაც სრულებით არ მაინტერესებს. --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 15:30, 28 აგვისტო 2011 (UTC)
მხოლოდ ინფორმაციისთვის: შევქმენი გვერდი ვიქსიკონში.—G.G. 15:53, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- „კამათის დიდი მოყვარული რომ ბრძანდებით და ყველაფერს პირად შეურაცხყოფად იღებთ“ — მხოლოდ ერთს ვიტყვი: საპირისპირო მნიშვნელობაში გადაიყვანეთ ეს ყველაფერი და ჩემს პორტრეტს მიიღებთ . მე დავინახე თქვენს კომენტარებში „ჩემი პიროვნების საწინააღმდეგო“ ფრაზები (მაგრამ ამის გამო თქვენზე ძვირი გული არ მაქვს). „განა უთქვამს თქვენთვის ვინმეს: სხვაზე მეტი ჭკუა გაქვსო?“ — ჩემი პირადი მემატიანესავით წერთ თქვენ წარმოიდგინეთ, უთქვამთ და არაერთხელ, მაგრამ მე ეს „თავში ავარდნილი“ არ მაქვს. გეთანხმებით, შევწყვიტოთ ეს კამათი, მაგრამ ჩემს სიტყვებში დემაგოგია ჩანს თუ თანამიმდევრული მსჯელობა, ამის შეფასებას ვიკისაზოგადოებას მივანდობ.—G.G. 16:06, 28 აგვისტო 2011 (UTC)
გიომ სთქვა ჩემი სათქმელი. მადლობთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ნუ გავცხარდებით. პირადული არაფერ შუაშია, აქ შუაში და არსებითი წესებია. კიდევ ერთხელ გთხოვთ პატივისცემა გამოვიჩინოთ ერთიმეორის მიმართ. ჰო, ახლა ჩვენ იმის ნაცვლათ რომ დისკუსიაში ჩავბმულიყავით ერთიმეორის მიმართ, კარგი იქნებოდა სტატიის ბედ-იღბალი გადაგვეწყვიტა. მოდი ამაზე ვიმსჯელოთ საფუძვლიანად. --Otogi განხილვაწვლილი 16:30, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- სანდრო, მე და თავად ლევანიც თანახმები ვართ გადამისამართების. წინააღმდეგი მხოლოდ დიქსტოსაა. შენ რას იტყვი?—G.G. 16:37, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- ჰეჰ ყველაფერი მე დამაბრალა ხდ. ნუ მემგონი ყველა ხვდებით რომ ორ არა სრულიად მაგრამ მაინც განსხვავებულ ცნებებზეა სტატია დოღი. ამიტომ პრობლემა იქ უნდა ვეძებოთ ჯერ.— ~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 16:45, 28 აგვისტო 2011 (UTC)
მეც მომხრე ვარ. დიქსტოსა რატომაა წინააღმდეგი ?--Otogi განხილვაწვლილი 16:51, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- მერე და ვინ თქვა, გადავამისამართოთ დოღზეო? ვამისამართებთ აქ დოღი#დოღი საქართველოში, სადაც ნახსენებია, რომ ხევსურეთში ცხენნი სახელითაც მოიხსენიებენ, ვახ.—G.G. 16:57, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- დოღი ნიშნავს ცხენის ჭენებაში შეჯიბრს(აი კინოებში რო გვინახავს ხდ). მაგრან ამას როცა აკეთებ ვისამე საპატივცემულოდ, მგონია რომ ცალკე უნდა შეიქმნას სტატია. აი აქ არის ჩვენი აზრები განსხვავებულო მგონი.— ~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 17:24, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- მე თავისთავად ვარ მომხრე. – BruTe (გ) 16:59, 28 აგვისტო 2011 (UTC)
მე მაინც ვფიქრობ, რომ დიქსტოსა ვერ ხვდება, კონკრეტულად რა ტექსტზე ვამისამართებთ, რადგან იქ სწორედ მიცვალებულთა პატივსაცემად გამართულ დოღზეა საუბარი. ასე რომ, ვფიქრობ, სანდროს, ოთოს, ჩემი და სტატიის ავტორის — ლევანის ხმები საკმარისია გადამისამართების შესაქმნელად. ვქმნი.—G.G. 17:40, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- მშვენიერია. საუცხოო ვიტყოდი. ძალიან კარგად ვხვდები. აი შენ კი მარტივად გეტყვი: დოღი ნიშნავს მხოლოდ შეჯიბრებას პრიზისთვის - Y V E L G A N(ანუ ყველგან რომ დოღია ისეთი დოღია ჩვენთანაც). შესაბამისად ის საქართველოში ვერ იქნება განსხვავებული. და თუ არსებობს მისი მსგავსი მაგრამ მაინც განსხვავებული უკვე დოღი აღარ ჰქვია(რავი ქეგლ ამას ამბობს). და საქართველოშიც მიხვედრილან და სახელი არა დოღი არამედ სხვა რამ დაურქმევიათ. მაგრამ დოღიც რომ დაერქვათ(ანუ ყოფილიყო ომონიმი) ცალკე უნდა გაიყოს სტატია (აქ გაქვთ უფლება(ხდ) შემეკამათოთ, სადავოა ალბათ). --~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 17:48, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- სადაც გადავამისამართე, იქ კი ასე წერია: „საქართველოში დოღი (ხევსურეთში „ცხენნი“, „ცხენდოღვი“, თუშეთში „სადგინი“ და სხვა), მიცვალებულის ხსოვნის პატივსაცემად გამართული ცხენ-მხედართა შეჯიბრება, გავრცელებული იყო ხევსურეთში, ფშავში, თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარში, ხევში, სამეგრელოში, აფხაზეთში და სხვაგან.“ ესაა როგორც იყო. სხვაა ეხლა რა არის. დოღის ზოგადი განმარტება წერია ზემოთ (რომელშიც, საქართველოც მოიაზრება, ალბათ). მე მოვრჩი ამაზე.—G.G. 18:05, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- გულახდილად გეტყვით, ამ სტატიის უგრძესი განხილვა გულდასმით არ წამიკითხავს, შინაარსი კი გამოვიტანე, შესაბამისად ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ. ვიკიპედიის წესების თანახმად, სამ წინადადებაზე ნაკლები მოცულობის სტატიები იშლება და უპირობოდ უნდა წაიშალოს. აქვე დავამატებ, რომ ამ წესს მთელი სიმკაცრით ვერ ვიცავთ (სამწუხაროდ), აი გერმანულში კი ხუთ წინადადებზე ნაკლებს იმწამს შლიან როგორც ვიცი. მართალია ქსე-ში ამგვარი სტატიები უამრავია, მაგრამ ამას ალბათ თავისი ახსნა აქვს — ქაღალდის დაზოგვა, ისევე როგორც ეს უაზრო და ხშირად შინაარსის დამმახინჯებელი და დამკარგავი შემოკლებების შემთვხვევაშია. — მიხეილ (მომწერე) 18:50, 28 აგვისტო 2011 (UTC)
- ჩვენ გაგვაჩნია მოქმედი წესი, რომლის თანახმადაც ეს სტატია უდნა წაიშალოს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პრეცედენტები და მოქმედი პრაქტიკა, როდესაც ჩვენ თვალებს ვხუჭავთ ამ წესზე (საქართველოს სოფლებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების შემთხვევაში) სამწუხაროდ ეს სტატია გამონაკლისში არ შედის. მიუხედავად ამისა, მე არ ვთვლი, რომ სტატიაში არსებული ინფორმაცია უნდა დაიკარგოს. აქედან გამომდინარე, მე ვეთანხმები ყველაზე ლოგიკურ შემოთავაზებას - შეერწყას სტატიას დოღი, მანამ, სანამ მეტი ინფორმაცია არ გაჩნდება. რაც შეეხება ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიას. ქაღალდის ენციკლოპედიისთვის ერთწინადადებიანი სტატია სრულიად მისაღებია, რადგანაც იქ გასათვალისწინებელია ქაღალდისა და ბეჭდვის საფასური. აქედან გამომდინარე, ქსე-ში არსებობს უამრავი შემოკლება და გამოტოვებულია ხშირადგამეორებადი რამდენიმე სიტყვა - მაგ. წელი და მისთ.--გიორგი; 07:44, 29 აგვისტო 2011 (UTC)