რჩეული პორტალის რუბრიკის მდებარეობა

ამ სვეტში იქნება? მე იდეა მაქვს,მთავარი სიახლეებისა და პროქეტის შორის შეიძლება , იმიოტმ რომ დღის მოვლენები ცოტაა და ქვევით კიდევ აგდილი რჩება ხოლმე, ასე რომ იქ არ ჯობია?--თემური მომწერე 13:37, 24 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ყველა ვიკიში იგი რჩეული სტატიის ქვეშაა. თუმცა არ ვიცი. ალბათ პროექტსა და დღის სიახლეებს შორის თუ იქნება კარგია.--George Mel, 13:41, 24 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

კერძოდ რომელ ვიკიშია რუსულის გარდა? ინგლისურში, გერმანულში, ფრანგულში, იტალიურში, პორტუგალიურში, ესპანურში ეს რუბრიკა საერთოდ არ არის თუ არ ვცდები. - ალ-ო      @ 15:10, 24 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]
მე პირადად ყოველთვის ვიყავი იმის წინააღმდეგი, რომ ქართული ვიკიპეიდა სხვა დანარჩენი ვიკიპედიების ასლი ყოფილიყო, ჩვენ მგონი გვყავს ჩვენი ცალკე ადმინისტრაცია, გვაქვს ცალკე აზრი და განლაგეის უფლება გვაქვს. ასე რომ მოდით ნუ ავიღებთ ყოველთვის რუსულ ვიკიპედიას (ან სხვა დანარჩენს) ეტალონად. მე ვფქრობ, რომ უაზრო იქნება მარცხენა სვეტში განლაგება, იმიტომ რომ, მარჯვენა სვეტი უფრო ცარიელი გახდება--თემური მომწერე 16:56, 24 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]


ფეხბურთის გუნდების სახელები

სადღაც იყო ამაზე განხილვა და მგონი რაღაც შეთანხმებასავით მოხდა. იქნებ მოიძიოთ ვინმემ? მისახედია ამათზე. - ალ-ო      @ 15:48, 24 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

თუ სწორედ მახსონბს, სკ ამერი-ზე შევთანხმდით. ანუ სკ-ს გამოყენება.--George Mel, 15:50, 24 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

კი აი აქ გვქონდა და როგორც ჩანს ამერი (საფეხბურთო კლუბი)–ზე შევთანხმდით--დათო_დათო   16:38, 24 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიების შესახებ (1)

მდინარეები, მთები, ტბები - კატეგორიები მხარეების მიხედვით არის გაკეთებული და არა კუთხეების მიხედვით. გადაწყდეს. ჩემი აზრით უნდა იყოს არსებული მხარეების მიხედვით და არა კუთხეების მიხედვით.--ცანგალა () 17:57, 24 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

რატომ? რა კრიტერიუმის მიხედვით გამოყავით – მდინარეები, მთები, ტბები? მუზეუმები, ქალაქები და მუნიციპალიტეტები თუ შეიძლება კუთხეების კატეგორიებში მდინარეებმა, მთებმა და ტბებმა დააშავა რამე?-- 18:21, 24 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ეს ლეგიტიმური შეკითხვაა, მაგრამ სანამ არსებულს შეცვლიდე, სასურველია გავიგოთ, რატომ გაკეთდა ისე მანამდე. - ალ-ო      @ 18:25, 24 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

და კიდევ ერთი რამ ვერ გავიგე ცანცალა, ერთი მხრივ აქ წერთ რომ ეს საკითხი გასარკვევია კატეგორიების შესახებ, მეორე მხრივ აბრუნებთ ჩემს ჩასმულ კატეგორიებს ისე რომ არც კი ელოდებით თუ რას დაწერენ აქ..რატომ დააბრუნეთ თუ ჯერ გასარკვევი იყო? იქნებ სხვა რამ გადაწყვეტილიყო აქ? ეს როგორ გავიგო? -- 18:33, 24 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჩემს მოქმედებაზე ბოდიშს ვიხდი. ავჩქარდი. მდინარეები, მთები, ტბები - დავამატებ მუნიციპალიტებს, მუზეუმს, ქალაქებს და ა. შ. ყველაფერს ვყოფ მხარეებით. და არა სამეგრელო, ზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი, ზემო რაჭა და ქვემო რაჭა, ზემო იმერეთი და ქვემო იმერეთი. დაველოდოთ სხვების აზრსაც და თუ როგორც გადაწყდება ისე იქნება. ჩემს დაბრუნებულს უკან დავაბრუნებ. ამის პირობას ვიძლევი.--ცანგალა () 19:01, 24 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ლიკა, მეც გიპასუხებ. აქ ერთ დროს უკვე გადაწყდა (გარკვეული არგუმენტებით), რომ კატეგორიზაცია გაკეთებულიყო მხარეების მიხედვით. ანუ ამ შემთხვევაში შენ გადააკეთე კონსენსუსის დარღვევით და ცანგალამაც ამიტომ დააბრუნა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თემა ისვე აქტუალურია, ჯობია გავიხსენოთ რატომ გადავწყვიტეთ ასე. სასურველი კი იქნებოდა იმ განხილვის მოძიება, მაგრამ საკმაო დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ. - ალ-ო      @ 19:12, 24 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

უკაცრავად, უნებლიედ მომივიდა – კატეგორია:სამეგრელო თითქმის ცარიელი იყო და გულმა ვერ მოითმინა.  ის გარკვეული არგუმენტები სად ვნახო? სამეგრელოს კატეგორიაში რაღა უნდა დარჩეს? -- 19:19, 24 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვინმემ უნდა მოიძიოს ყავახანის არქივებში. ა.

მთელი ყავახანის არქივები დაგავიკითხ–გადავათვალიერე, კატეგორიების შესახებ ბევრგან იყო, თუმცა არა ამ მხრივ ან შეიძლება გამომრჩა რამე. არ შეიძლება ის არგუმენტები ჩამოთვალოთ რის საფუძველზეც მიიღეთ ძველად ამ საკითხზე გადაწყვეტილება?რად უნდა ამას ძველი ნაწერების მოძიება..-- 21:31, 24 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

რაც ვიპოვე, ეს გვერდებია: 1, 2, 3. ზოგადად კონსენსუსი იყო, რომ მდინარეები, მთები, ტბები და ა.შ. მხარეების მიხედვით იყოფა კატეგორიზაციაში. - Island 02:29, 25 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ამ გვერდებზე მხოლოდ მხარეებზეა საუბარი, ხოლო კუთხეების მიხედვით მდინარეების, ტბების, მთების (და ა.შ.) კატეგორიზაციაზე არაფერია ნათქვამი..რა არის იმაში არასწორი თუ მაგალითად მდინარე ტეხურზე სტატიაში ჩაისმება კატეგორია:სამეგრელოს მდინარეებიკატეგორია:სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარის მდინარეების გვერდით? ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით ეს მდინარე მდებარეობს სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში, თუმცა კუთხური დაყოფით სამეგრელოს ტერიტორიაზე.ასევე ტბების და მთების შემთხვევაში..

რატომ არ უნდა იყოს კატეგორია:სამეგრელოში კატეგორია:სამეგრელოს – მთები,ტბები, ქალაქები, მდინარეეები – თუ სამეგრელოს როგორც ისტორიული კუთხის ტერიტორიაზე არის მდინარეებიც, ტბებიც, მთებით და სხვა გეოგრაფიული ასპექტებიც? თუ არა ესენი სხვა რა უნდა ჩაისვას სამეგრელოს კატეგორიაში? მე პირადად ვერ ვხედავ ლოგიკას და ადეკვატურობას ამ ერთგვარ აკრძალვაში. -- 05:04, 25 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

სამეგრელოს ტერიტორიის ზუსტი განსაზღვრა არსებობს? (ეს შეკითხვა აქაც დავწერე.) სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე კი, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, საქართველოს კანონში განსაზღვრული უნდა იყოს და ამდენად შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, მაგალითად, ეს თუ ის მთა მხარის ტერიტორიაში მდებარეობს. მაგრამ სამეგრელო? - Island 05:45, 25 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ზუსტი განსაზღვრა რა თქმა უნდა არსებობს. აი ისიც:

სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მისი დასავლეთი საზღვარი შავი ზღვის სანაპიროს მიუყვება. ჩრდილო საზღვარი ჯერ მდინარე ენგურს ემთხვევა, მისი შესართავიდან სოფელ ფახულანამდე, შემდეგ მდინარე ერისწყლის აუზის გორაკ–ბორცვიან ზოლზე და ოხაჩქუეს მასივზე გაივლის. ამ მასისვის ჩრდილოეთით სამეგრელოს საზღვრებში შემოდის მდინარე საკალმახოს, ბერზუგაბის,ჩხიანის, გვალათონას და მანდიის და – ჭალეს (ენგურის მარჯვენა შენაკადი) აუზები, რომლებიც კოდორის ქედის თხემური ზოლის სამხრეთ კიდეზე აღმართულ აკიბას მასივის აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარეობენ.მდინარე მალთაყვას შესართავის შემდეგ საზღვარი მდინარე ენგურის ხეობის მარჯვენა ფერდობს მიუყვება და ადის ადიშის ქედის მთავარი წყალგამყოფის თხემზე, რომელიც თითქმის 50 კმ–ის სიგრძეზე (მთა დურისთავამდე) სამეგრელოს ტერიტორიას სვანეთისგან გამოყოფს. აქედან საზღვარი მდინარეების ტეხურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფს მიუყვება, რომელიც ოდიშის ქედის სამხრეთ ფერდობის უკიდურეს აღმოსავლეთ კონტრფოსს წარმოადგენს. ამის შემდეგ საზღვარი ჯერ ასხის მასივის შემავალი გოდირაკილის ქედის თხემზე, შემდეგ მდინარეების აბაშისა და საწისკვილეს წყალგამყოფზე გადის. სოფ. ხიდიდან სამეგრელოს საზღვარი მკვეთრად უხვევს სამხრეთისაკენ მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირს მიუყვება. ამ მდინარის რიონთან შეერთების ადგილამდე. მდინარე ცხენისწყლის შესართავთან სამეგრელოს საზღვარი მკვეთრად უხვევს დასავეთისაკენ და დაახლოებით 12 კმ მანძილზე მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირს გაუყვება, შემდეგ გადადის რიონის მარცხენა მხარეზე და მდინარე ფიჩორის კალაპოტს ემთხვევა, ამ უკანასკნელის პალიასტომის ტბასათან შეერთებამდე. (სამეგრელო, მურმან არდია, ჭიჭიკო ჯანელიძე – სამეგრელო, 1999 წ. გვ 24)-- 06:17, 25 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გმადლობთ. ეგ მაინტერესებდა. მაგრამ მე მაინც არა ვარ მომხმრე სამეგრელოს მთების, ტბების, მდინარეების და ა.შ. კატეგორიების გაკეთების. თუ კეთდება ეს კატეგორიები, მაშინ უნდა შეიქმნას რაჭის, გურიის, ქართლის, კახეთის, თუშეთის და ა.შ. კატეგორიებიც, რაც მეჩვენება ძალიან ზედმეტია და ტყუილად გაზრდის კატეგორიების რაოდენობას. - Island 11:03, 26 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით კატეგორიების რაოდენობის გაზრდა საკმარისი არგუმენტი არ არის იმისა რომ არ შეიქმნას კატეგორიები სამეგრელოს (ან სხვა კუთხის) ქალაქებზე, მთებზე, ტბებზე და ა. შ. მერე რა თუ კატეგორიების რაოდენობა გაიზარდება? თან ეს გაზრდა კატეგორიების ძალიან საჭირო და მიზანშეწონილი იქნება.

ჩემი აზრით, ამ კატეგორიების შექმნა კი არ არის ზედმეტი, არამედ პირიქით საჭიროა. იქნებ ვინმე დაინტერესდა კონრეტულად სამეგრელოში არსებული მდინარეებით, ქალაქებით, ტბებით და ამ შემთხვევაში მხოლოდ სამეგრელოს ტერიტორიით და არა ზემო სვანეთით, მაშინ შევა ამ სამეგრელოს კატეგორიაში და ძალიან მარტივად გაიგებს სამეგრელოს ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების შესახებ, ისე რომ გასარჩევი არ ექნება თუ რომელი ეკუთვნის სამეგრელოს და რომელი ზემო სვანეთს. იგივე სვანეთის (და სხვა კუთხეების) შემთხვევაშიც, თუ ვინმეს მოუნდა კონკრეტულად სვანეთში არსებულ ტბების, მთების და ა. შ. მაშ რაღა უნდა ქნას თუ არ არსებობს შესაბამისი კატეგორია? ხომ უფრო რთული იქნება მისთვის ძიების პროცესი? -- 11:49, 26 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჩემი შეცდომაა, რომ მხარეების მიხედვით გავაკეთე (ისლანდს ეს ემახსოვრება). მაგრამ ჩემი მიზანი იყო მხარეების პორტალის შექმნა. ნუ დავაქუცმაცეცბთ ისედაც დაქუცმაცებულ პატარა საქართველოს. გაკეთდეს მხარეებით, როგორც ადმინისტრაციული ერთეული. მახსოვს ლიკუშამ დანამატი ახსენა
 
„მიუხედავად იმისა რომ არ მომწონს ეს დანამატი –––>"და ზემო სვანეთი"“

ჩვენ ერთმანეთის დანამატები არასოდეს ვიქნებით. სამეგრელო, იმერეთი, სვანეთი, გურია და ა. შ. საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეებია. მაშინ მხარეების პორტალები გაუქმდეს და გაკეთდეს საქართველოს მდინარეები, მთები და ა. შ. ცანგალა () 12:22, 26 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

საკუთრივ სამეგრელოში მდებარე მდინარეებით, ქალაქებით, ტბებით დაინტერესებულ ადამიანს აუცილებელი არ არის რომ დავახვედროთ კატეგორია. არამედ, შეგიძლიათ სტატიაში „სამეგრელოს გეოგრაფია“ ჩამოთვალოთ ის მდინარეები, ქალაქები, ტბები (ალბათ ბევრი არ იქნება). ანდა თუ ბევრია, გამორიცხული არ არის სიის გაკეთებაც (მაგ., „სამეგრელოს მთების სია“). - Island 12:32, 26 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

სამეგრელოში 2441 მდინარეა. რაც შეეხება სიტყვა "დანამატს",მეც ახლა ძალიან უხეშად მომხვდა ყურში ჩემივე ნაწერი და თვით ეს სიტყვა. იმედია თარგი:სამეგრელოს წინააღმდეგი მაინც არ ხართ.-- 13:03, 26 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ხომ არ აპირებთ 2441 სტატიის დაწერას? :)) თუ მართლა მაგდენი სტატია შეიქმნება, ერთ კატეგორიაში მაგდენი სტატიის შეყრა არ ვარგა და მუნიციპალიტეტების მიხედვით დავყოთ. - Island 04:56, 27 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

არ ვაპირებ.  -- 16:00, 27 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიის შესახებ (2)

ესეც კატეგორიებს ეხება და აქ დავწერ. რაღაც კენჭისყრისნაირად გავაკეთოთ რა რო საბოლოოდ გადავწყვიტოთ ეს ამბავი. მაგალითად ჟიულ ვერნი, თუ აქვს კატეგორია:ფრანგი მწერლები, მე მგონია რო აღარაა საჭირო იყოს კატეგორია: ფრანგები, იმიტომაა შექმნილი ის მწერლების კატეგორია, რომ აღარ დაიტვირთოს კატ. ფრანგები და ხალხისთვისაც უფრო ადვილი მისაგნები იყოს რისი პოვნაც უნდა. მოკლედ მე მგონია რომ ეს საკითხი აუცილებლად უნდა გადავწყვიტოთ. დაწერეთ ვინ მომხრეა, ვინ წინააღმდეგი (რატომ). გოტა (პასუხი) 10:02, 25 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გოტა, მაინტერესებს პეტრე გრუზინსკი (მხატვარი) რა კატეგორიებს გაუკეთებ?--ცანგალა () 12:19, 25 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ამაზე იყო რამდენჯერმე განხილვები და გადაწყდა რატომაც არის საჭირო ძირ კატეგორიაშიც ბიოგრაფიების ჩასმა. ერთ-ერთი მიზეზია: ზოგიერთი პიროვნების პროფესია ზუსტად შეიძლება არ ვიცოდეთ, მაგრამ მათი მოძიება უნდა შეგვეძლოს ეროვნების მიხედვით ანბანურად. - ალ-ო      @ 12:35, 25 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ალ–ო, სწორედ მაგ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ კატეგორია:ქართველები, თუ არ ვიცით მისი ზუსტი პროფესია. ცაბგალა მაგას გავუკეთებდი: რუსი მხატვრები, ქართველი მხატვრები, ქართველი რუსები, --გოტა (პასუხი) 18:28, 25 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

და ყველა პროფესიის ქვეკატეგორიაში ჩავიხედოთ სათითაოდ? ა.
გოტა, ქართველი რუსები არ არსებობს. არსებობს რუსები, ქართველები ან წარმოშობით რუსი, წარმოშობით ქართველი. --ცანგალა () 20:48, 25 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]
უცხოურ ვიკიპედიებში არის, შეიძლება ზუსტად ეგრე არ არის, მაგალითად ქართველური წარმოშობის რუსები ან რამე ესეთი... --გოტა (პასუხი) 11:19, 26 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]


ვიკიპედია:საელჩო

[1] კარგი იქნებოდა, თუ ჩვენც შევქმნიდით ვიკიპედია:საელჩოს, რომელიც ხელს უწყოს ვიკიპედიების შორის მუშაობას, იმავე პროექტებზე და ა.შ.. მადლობა--თემური მომწერე 09:50, 11 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

ეკონომიკისა და ფინანსების შესახებ დამოუკიდებელი პორტალი

მოგესალმებით ყველას,

რამდენიმე ხნის წინ გადავაბრუნე მთელი ინტერნეტი და ვერსად ვიპოვე ქართულენოვანი სტატიები ეკონომიკის და ფინანსების შესახებ. ჩემი აზრით კარგი იქნებოდა აქ მსაგვი დამოუკიდებელი პორტალის შექმნა სადაც თავს მოიყრის არა მარტო ენციკლოპედიური ხასიათის სტატიები არამედ სასწავლო მასალები და წიგნები. რას იტყვით ამის შესახებ? Ablotia 13:49, 12 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

ამგვარი პროექტები უკვე არსებობს - ვიკიწყარო, სადაც ნებისმიერი მასალის ჩადებაა შესაძლებელი და ვიკიწიგნები, სადაც სახელმძღვანელოები იწერება. თუ გსურთ მონაწილეობის მიღება - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.--George Mel, 13:53, 12 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

არსებობს პორტალი:ეკონომიკა. - ალ-ო      @ 14:41, 12 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

ყველას,ყველას,ყველას

გამარჯობა ქართველო ვიკიპედიელებო,უნდა შეგაწუხოთ,რადგან საკითხი საქართველოს ისტორიის დამახინჯებას ეხება.

ჩემი თხოვნაა გადახედოთ ერთი წამით ამ რუქას და მიხვდებით რაშიცაა საქმე.

პრობლემა შემდეგია,ვიკიპედიის საწყობში არის აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის რუქა ატვირთული,თურმე 90 წლის წინ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის სადაო ტერიტორიები ქვემო ქართლის 90% და კახეთის მხარე ყოფილან,რაც სიცრუა.

როგორც მოგეხსენებათ ამ ორ ქვეყანას შორის მართლაც იყო ტერიტორიული უთანხმოება,მაგრამ არა ქვემო ქართლსა და კახეთზე,არამედ კახზე,ზაქათალასა და ბელაქანზე,ჰერეთზე,რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ავტონომიური სტატუსი მიენიჭა,

სწორედ ამ სიცრუის აღმოფხვრა არის საჭირო,მოგიწოდებთ მისცეთ ხმა შესაბამისი რუქის წაშლას და დაწეროთ ასევე რამდენიმე წინადადება,არ იყოს მხოლოდ ხმის მიცემა,რადგან ეს არაეფექტურია.

http://commons.wikimedia.org/wiki/Commons:Deletion_requests/File:Azerbaijan_1918_1920.jpg


კეთილი სურვილებით იბერია! --იბერია 12:59, 13 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]


გუშინ ამ საკითხზე სიუჟეტი იყო იმედზე,საზოგადოებრივ არხსა და რუსთავი2–ზე... გაუგებარია ასეთი პასიურობა ქართული ვიკიპედიის მომხმარებლების მიერ... რითი აიხსნება,ვერ ვხვდები... არანაირი ინტერესი... --იბერია 06:59, 15 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

ბანერი

ყავახანის ბანერი ცოტა უფრო "იუზაბლი" რომ გახდეს კარგი იქნებოდა. იმ განყოფილებებში თითქმის არავინ იხედება. ფერებიც შესარჩევია უკეთ. ეს ტესტი დასამუშავებელია. - ალ-ო      @ 22:58, 14 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

ნიჩივო სიბე ბანერი =) გადასარევია, მაგრამ ეს სიახლეები იმდენად მოძველდა, რომ მათი ამოღება საჭიროა და მენიუდან რადმენიმე პუნქტის ამოღებაც არის საჭირო--თემური მომწერე 07:17, 15 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]
რომელი პუნქტები? - ალ-ო      @ 07:29, 15 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია:ყავახანა/სიახლეები იმიტომ რომ არ გამოიყენება, ვიკიპედია:ყავახანა/მეგრული ვიკიპედია (ბოლოსდაბოლოს უკვე ინკუბატორში ამოქმედებულია და დავას რა აზრი აქვს), ვიკიპედია:ყავახანა/პოპულარიზაცია იმიტომ რომ არ გამოიყენება, ვიკიპედია:ყავახანა/კონფლიქტები --თემური მომწერე 07:32, 15 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

ჰო და კიდე ეს სიახლეები იმდენად მოძველებულები არიან, რომ მათი ამოშლა შეიძლება და კ\ვიკირეკლამის ბანერის ჩასმა შეიძლება --თემური მომწერე 07:33, 15 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]
ახალი ბანერი მომეწონა :). მენიუდან კი მე მეგრულ ვიკიპედიას ამოვიღებდი. — დათო პასუხი 09:11, 15 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]
ისე, მგონი ახალი ბანერის გამო არც ყავახანას ჭირდება სათაური :). — დათო პასუხი 09:17, 15 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]
  გადასარევი აზრია--თემური მომწერე 09:27, 15 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

შავთელის ქუჩა რატომ? :)) თბილისში შავთელის ქუჩა არ ვიცი, მაგრამ რამე კავშირშია ყავახანასთან? :)) — დათო პასუხი 09:22, 17 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

ვირტუალურად შავთელის 8-ში არის ვიკიპედიის ყავახანა (იმიტომ რომ სხვა ქუჩის აბრა ვერ ვიპოვე). ალტერნატიული მოსაზრება (და ან აბრა) გაქვთ მისამართზე? - ალ-ო      @ 09:29, 17 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

ესკიზის თარგები

ესკიზის თარგები {{MetaPicstub}} ცენტრირებულად ძალიან თვალშისაცემია და სტატიების მნიშვნელობას აკნინებს (მაგ. {{ესკიზი-საქართველო}}, {{ესკიზი-ბიოლოგია}} და სხვა). გასაგებია, რომ სტატიების უმრავლესობას გავრცობა სჭირდება, მაგრამ ასე ხაზგასმით მინიშნება, რომ ეს მხოლოდ ესკიზია, მიზანშეწონილი არ არის. მითუმეტეს, რომ ნებისმიერი სტატიის გავრცობა დაუსრულებლად შეიძლება. სხვა ენებში ეს მინიშნება მარცხნივ არის გადაწეული და უფრო მოკრძალებულია. წინადადება შემომაქვს ეს მინიშნებები ოდნავ დავაპატარავოთ, ესკიზის სურათები შევამციროთ და ტექსტი მარცხნივ გავასწოროთ. - ალ-ო      @ 07:51, 22 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

კიდევ, ორი ესკიზის თარგი კიდევ უფრო შეუხედავს ქმნის სტატიას. - ალ-ო      @ 12:09, 2 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ტექსტის მარცხნივ გადაწევა ცუდი არ იქნება. მაგრამ ესენი {{ესკიზი-საქართველო}}, {{ესკიზი-ბიოლოგია}} უკვე საკმაოდ წვრილი ასოებით არის დაწერილი (სტატიის ტექსტთან შედარებით) და ამაზე უფრო არ დაპატარავდეს. - Island 07:37, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
უფრო წვრილი ტექსტი არა, მაგრამ ერთხაზიანი მითითება საკმარისი იქნება და უფრო მცირე ზომის პიქტოგრამა. (დროებით თარგს გავაკეთებ და შევადაროთ) - ალ-ო      @ 07:40, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
პ.ს. სტატიაში ჰონგკონგი {{ესკიზი-ჩინეთი}} პანორამაზეა გადასული. სკრინშოტი იქნება მალე.--გიორგი     , 07:41, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

პრობლემა მარტო Google Chrome-შია. ოპერაში, იქსპლორერში და მოზილაში კარგადაა.--გიორგი     , 07:42, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ტექნიკური ხარვეზის განხილვა არ არის აქ. - ალ-ო      @ 07:45, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

თუმცა ტექნიკურად მარცხნივ გასწორებული ესკიზის თარგებს არ აქვს ინფოდაფებზე გადაფარვის პრობლემა. იხილეთ ახალი ვერსია {{ესკიზი-საქართველო}}, {{ესკიზი-ბიოლოგია}} სტატიებში, სადაც ისინი ჩასმულია. - ალ-ო      @ 08:07, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ ყველას!!!

გავაკეთე ახალი პორტალი:საფრანგეთი, (პრინციპში ტყუილა ვიბრალებ, თეკამ უფრო გააკეთა :) ) გთხოვთ ყველას გადახედეთ პორტალს (თუმცა ჯერ ბოლომდე დამთავრებული არ არის) და თუ რამე შენიშვნები გაქვთ მის განხილვის გვერდზე დაწერეთ --ბრუტ () 05:17, 25 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

ესკიზი

ხომ არ შეგვექმნა {{ესკიზი-ქართული კინო}}, და ეს   სურათი გამოვიყენოთ--    10:10, 25 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

  (მომხრე) შესანიშნავი აზრია --ბრუთ () 05:21, 26 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

მომხთარგები

ხომ არ დადგა დრო ამ თარგებს მივხედოთ? ანუ შეიქმნას კრიტერიუმი. მაგ. თუ თარგი გამოუყენებელია - წაიშალოს. ეს წესი უკვე მოქმედებს, თუმცა არაეფექტურია. სიტყვაზე, ამგვარი წესი რომ შემოვიღოთ - იმ შემთხვევაში, თუ თარგს იყენებს 3 მომხმარებელზე ნაკლები, თარგი წაიშალოს, ხოლო მომხმარებლის პირად გვერდზე მომხთარგის კოდი ჩაჯდეს. შესაძლოა 3 ბევრია? ან ნაკლები? --გიორგი     , 06:44, 30 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით, იყოს თარგი, რომც მარტო ერთ მომხმარებელს ჰქონდეს გამოყენებული. მგონია, დიდი პრობლემა არ არის. - Island 04:44, 3 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

სტატიების შემოწმება

რუს. Патрулированные версии — версии статей Википедии c отметкой о том, что они прошли первичный досмотр, имеют приемлемый вид и не содержат серьёзных нарушений правил Википедии. Право делать такие отметки может предоставляться любому добросовестному участнику, имеющему необходимый опыт редактирования Википедии; при выявлении злоупотреблений это право незамедлительно отзывается.

გერმ. ine 'gesichtete Version' ist eine speziell gekennzeichnete Version eines Artikels, eines Bildes oder einer Vorlage. Sie sagt aus, dass ein regelmäßiger Autor der Wikipedia den Artikel durchgesehen hat und die Version frei von offensichtlichem Vandalismus ist. Sie sagt nicht aus, dass der Artikel fachlich geprüft wurde. Ziel ist es, dem Leser eine gewisse Grundqualität zu liefern. Das Recht, Versionen auf diese Weise zu kennzeichnen, ist sehr einfach zu erhalten (siehe #Sichterstatus) und die Kennzeichnung erfolgt ohne großen Aufwand (siehe #Markierung einer Artikelversion als „gesichtet“). Die gesichteten Versionen sind Teil der MediaWiki-Erweiterung Gesichtete und geprüfte Versionen.

ინგლ. This proposal is for the introduction of a system whereby users who are not logged in may be presented with a different version of an article than users who are. Articles are validated that they are presentable and free from vandalism. The approved versions are known as 'Sighted versions. All logged-in users will continue to see and edit the most recent version of a page. Users who are not logged in will initially see the most recent sighted version, if there is one. If no version is sighted, they see the most recent one, as happens now. Users looking at a sighted version can still choose to view the most recent version and edit it.

Discussions about sighting have been going on for some time. See m:Reviewed_article_version (2004), Wikipedia:Why stable versions, Wikipedia:Stable versions, and Wikipedia:Static version. The document Wikipedia:Pushing to validation summarizes the discussion at Wikimania 2006 about the wish to validate articles. The vision is ambitious: to make Wikipedia a credible source of information, and requires that we shift our focus from quantity to quality.[1] These proposals are modest beginnings towards that goal.

Sighted revisions mark at least a light indication of quality (or at least freedom from vandalism), meaning at least one trusted editor (reviewer) has confirmed that the article is presentable to the wider public. This proposal puts a more positive spin on the accepting and reverting of changes than what we are already doing.[2] This change will make the wider public aware of how much effort we put into quality assurance[3].

ორი სიტყვით ქართულად - შესწორება არ გაჩნდება სახელთა ძირითად სივრცეში მანამ, სანამ მას არ შეამოწმებს უფლებამოსილი რედაქტორი. ამით

ა)ჩვენ დავიყვანთ ვანდალიზმს ნულამდე, რადგანაც ჩვეულებრივი მომხმარებელი მას ვერ შეამჩნევს.

ბ}ქართული ვიკი გახდება უფრო "ჭეშმარიტი," რადგანაც აშკარად ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გადაყრა მოხდება ჩვეულებრივი მომხარებლისთვის შეუმჩნევლად.

როგორც ზემოთ აღნიშნულია, ეს პრინციპი ამოქმედდა ძირითად ვიკიპედიათა უმრავლესობაში. ამ პინციპის ადრინდელმა ამოქმედება, გერმანულ ვიკიპედიაში გამოიწვია მისი ავტორიტეტის გაზრდა არა მარტო გერმანულენოვან ინტერნეტში, არამედ ვიკიპედიათა შორის გერმანული განყოფილება მიუწვდომელ ეტალონად ითვლება. საინტერესოა ქართული ვიკიპედიის მოხალისეთა ვარაუდი მოცემული პროცედურის შეყვანის თაობაზე.--გიორგი     , 15:12, 30 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

  (მომხრე), მე მომწონს, კარგი აზრია , მაგრამ ეს необходимый опыт რომელი შკალით იზომება? --    17:14, 30 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]
 

Флаг патрулирующего (editor) может быть присвоен всем сколько-нибудь активным зарегистрированным участникам, которые знают и понимают требования к патрулированным статьям и знакомы с правилами Википедии, из которых эти требования следуют.

Для получения флага патрулирующего необходимо подать заявку на страницу Википедия:Заявки на статус патрулирующего, где проводится обсуждение кандидатуры (заявка может быть подана самим кандидатом или третьим лицом; в последнем случае требуется подтверждение согласия кандидата). Для подачи заявки рекомендуется пользоваться шаблоном {{subst:Заявка на статус патрулирующего|username}}. Кандидат должен удовлетворять следующим формальным требованиям — один месяц стажа и 100 правок в пространстве статей (не должно быть явных «накруток»). Участник не должен совершать правок, которые бы явно нарушали требования к патрулированным версиям (по крайней мере, в последние 1-2 месяца), а также допускать вопиющих нарушений других правил Википедии. Участник также должен иметь достаточный вклад, чтобы можно было сделать практически обоснованный вывод о том, что он понимает требования к патрулированным версиям и способен критически подходить к правкам других участников; в случае сомнений он должен показать это в ходе обсуждения. Флаг патрулирующего участнику присваивается любым администратором, если с момента подачи заявки прошло трое суток и ни сам администратор, ни участники обсуждения не обнаружили несоответствия кандидатуры требованиям, изложенным выше в настоящем параграфе. Если статус не был присвоен, повторную заявку рекомендуется подавать не раньше, чем через месяц после закрытия обсуждения.

Администраторы имеют право на получение флага патрулирующего без дополнительного обсуждения (в том числе, могут назначить его себе сами), если только они не были лишены его ранее в связи с нарушениями настоящих правил.

Возможно также автоматическое присвоение статуса патрулирующего активным участникам, соответствующим вышеприведённым формальным требованиям с пятикратным запасом, без запросов с их стороны, но с явно выраженным их согласием на получение флага и следование настоящим правилам.“

--გიორგი     , 17:23, 30 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

P.S. იმედია ამ საწყის ეტაპზე რუსული წესების გამოყენების წინააღმდეგი არ გამოჩნდება? ინგლისურში ეს ახალი ხილია, ხოლო გერმანული უფრო ნაკლებ ადამიანს ესმის, ვიდრე რუსული.--გიორგი     , 17:25, 30 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

კარგია თუ ასარჩევი ქინება, თუმცა სხვებს დაველოდოთ, მაგრამ რაღაც არავინ გამოჩნდა ჯერჯერობით ჰორიზონტზე--    17:57, 30 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

მე ძალიან მომწონს ეს იდეა და მგონი კარგი იქნება, თუ ქართულ ვიკიში შემოვიღებთ ისეთ მექანიზმს რომელიც სტატიებს უფრო დაცულს გახდის ვანდალიზმისგან  --დათო_დათო   19:32, 30 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

ეს პრინციპი აქტუალურია დიდ ვიკიპედიებში, სადაც წამში რამდენიმე ათეული ჩასწორება ხდება. წარმოიდგინეთ პროცესი: ამ მექანიზმით ნებისმიერი ცვლილება, რომელიც გამოცდილი რედაქტორის მიერ არ არის გაკეთებული, უხილავი იქნება, სანამ რომელიმე პატრული მას არ გადახედავს და მონიშნავს, როგორც პატრულირებულს და ხილულს გახდის. ანუ ფაქტიურად ექსპონენტურად ვიზრდით სამუშაოს ჩვენ, ხოლო სხვა მოხალისეებს (რომლებიც არც თუ ხშირად შემოდიან, მაგრამ როცა შეცდომას ხედავენ ასწორებენ) კი ამ სამუშაოს ვუმალავთ (მანდ რაღაც მექანიზმი არის ამ ოპციის მოხსნის, მაგრამ სანამ ამას ახალბედას გააგებინებ, უკვე გამოცდილი გახდება). გამოდის, რომ რამდენიმე რედაქტორი მხოლოდ ამით უნდა დაკავდეს (თუ ყველა არა). მოდით, ჯერ ვნახოთ ვინ ითავებს ამას და რამდენი, ასევე რამდენად კომპეტენტურია ის ვინც ამას ითავბს. ასევე, რა კრიტერიუმებით ჩავთვლით რომ შესწორებები პატრულირებულია. შედეგად გამოვლინდება გვაქვს თუ არა ამ ეტაპზე ამის თავი.
პს: პატრულირების ფუნქცია აქ უკვე მუშაობს და ჩვენ (ნუ მე) მას ვიყენებთ (მათ ვისაც პატრულის უფლება აქვთ, ამას ხედავენ ახალი გვერდების სიაში). ჩემი აზრით გარკვეული ხანი უნდა დავიცადოთ და დავაკვირდეთ სხვების გამოცდილებას. - ალ-ო      @ 20:33, 30 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

ტექსტი

გამარჯობათ. ფაქტიურად ერთწლიანი შესვენების შემდეგ, როგორც ხედავთ, დავბრუნდი. დავბრუნდი ძველი შემართებით, რომელსაც ცივი შხაპი გადაასხვა ერთმა გარემოებამ. ვორდში გამზადებული ტექსტების გადმოკოპირება მინდა და ლიტნუსხი გადაჰყავს ეგრევე ლათინურში. რა ჯანდაბა ვქნა რომ ასე არ მოხდეს? დამეხმარეთ რა. არადა მშვენიერი სტატია გამოცხვება საქართველოს ბიომრავალფეროვნებაზე.--Achiko-84 18:04, 3 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ, ამისთვის გამოიყენეთ ვებ-გვერდი www.convert.ge . როგორც ჩანს, ბეჭდავდით ლათინური კლავიატურით, თუმცა ქართული შრიფტით. ქართული კლავიატურის დაყენება იხილეთ ამ გვერდზე. წარმატებები.--გიორგი     , 18:19, 3 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მადლობა. თქვენი რჩევა ძალზე გამომადგა. და ეს ქართული კლავიატურა რაღას ნიშნავს? ანუ რომ დავიყენო, ქართულ ასოებს ლათინური წყობით ავკრიფავ როგორც ახლა მაქვს ჩვეულებრივ, თუ შეიცვლება?--Achiko-84 19:48, 3 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამოკითხვა სტატიის მინიმალურ სიგრძესთან დაკავშირებით

2 წინადადება

3 წინადადება

  1.   (მომხრე). დარჩეს ეს წესი, თუ 5 წინადადებას დააკანონებთ მაშინ სტატიები სოფლების უმრავლესობაზე წასაშლელი იქნება. --ჯაბა ლაბაძე 17:16, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
პირადად ჩემი აზრით სოფლებზე მარატორიუმია. ანუ რადგანაც მარტო ქსე-ა წყარო, მათ მაინც ვერ გავავრცობთ, და ეს წესი მათზე არ მოქმედებს.--გიორგი     , 17:18, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ეს სხვა საქმეა, დაველოდოთ სხვებს. --ჯაბა ლაბაძე 17:29, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

5 წინადადება

  1.   (მომხრე)--გიორგი     , 17:08, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
  2.   (მომხრე) თუ სოფლები გამონაკლისია --გრიგოლ 18:38, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
  3.   (მომხრე)--ალეკო ოქროსუბნელი 19:28, 4 სექტემბერი 2009 (UTC) 23.00 2009[უპასუხე]
  4.   (მომხრე)--Gota 10:16, 11 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

2 წინადადება + ინფოდაფა

3 წინადადება + ინფოდაფა

  1.   (მომხრე)-დათო_დათო   17:13, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
  2.   (მომხრე) --Pirtskhalava 17:43, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
  3.   (მომხრე) --ბრუტ () 18:35, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
  4.   (მომხრე) პრინციპში ჩემი აზრი ამ იდეასაც ესადაგება.--ჯაბა ლაბაძე 05:47, 5 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
  5.   (მომხრე) – ოთარი () 06:50, 5 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
  • Ese bevri qalaqi da qveyana iqneba wasashleli. Gota

5 წინადადება + ინფოდაფა

2 წინადადება ან ინფოდაფა

3 წინადადება ან ინფოდაფა

5 წინადადება ან ინფოდაფა

სხვა

გამოკითხვის დაწყების თარიღი - 4 სექტემბერი. გამოკითხვის დასრულების თარიღი - 15 სექტემბერი.


შეკითხვები

სიახლეები ყოველთვის კარგია და მივესალმები მას. მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს, რატომ წარმოიჭრა ეს საკითხი.--ცანგალა () 19:34, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჰო, გამოკითხვის ჩატარება რაიმე შესავლის გარეშე მას ცოტა არ იყოს გაუგებარს ხდის. წამომწყებს, როგორც ჩანს, უნდა, რომ ახალ სტატიებზე პოლიცია უფრო გამკაცრდეს, მაგრამ რატომღაც განხილვა წამოწყებული წკაპოს მიერ ამ თემაზე ზუსტად ამ გამოკითხვის წინ დაარქივდა. სასურველი იყო ამ გამოკითხვის ინ განხილვასთან დაკავშირება (თუ იქ რაღაც კონსენსუსი ამაზე უკვე არ ჩანდა). - ალ-ო      @ 20:04, 4 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
უკაცრავად, ჩემი ბრალია. ყავახანაში ბევრი ძველი თემა იყო და დავაარქივე, თუ საჭიროა წკაპოს თემის ამოღება არქივიდან, ამოვიღოთ. იმ განხილვაში კონსენსუსი არ ყოფილა, უბრალოდ რასტრელიმ მინიმუმის გაზრდა შემოსთავაზა. ამაზე კი განხილვა დაიხურა. გარდა ამისა, გუშინ რამდენიმე სპცგვერდი დავათვალიერე (მოკლე გვერდები) მანდ სულ კატასტროფაა. 1 წინადადებიანი სტაიები რატომღაც უმრავლესობა რომსა და იტალიაზეა:)--გიორგი     , 05:39, 5 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
მცირე ინფორმაცია (ეს საკითხი პირველმა წკაპომ კი არა, არამედ აალომ წამოჭრა - ვიკიპედია:ყავახანა/2009 04-06#ხარისხის კრიტერიუმები ასე რომ...:)

დიფერენცირებული მიდგომა

საკითხს დიფერენცირებულად უნდა მივუდგეთ. მართებულად იყო შენიშნული რომ სოფლების შესახებ სტატიების უმრავლესობა სანაგვეში ამოყოფდა თავს (სიმართლე, რომ ითქვას სოფლის შესახებაც შეიძლება სამზემეტწინდადებიანი სტატიების დაწერა: ადმინისტრაციულ-ტერიტორიული კუთვნილება, მდებარეობა, მოსახლეობის რაოდენობა, ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურა და ეგეც შენი 3-ზე მეტი წინადადება), მაგრამ რას ნიშნავს ხუთწინადადებიანი თუ ათწინადადებიანი სტატია? ათი წინადადება საკმარისია კვანტური ქრომოდინამიკის შესახებ სტატიისათვის? ხარისხს შინაარსი განსაზღვრავს და არა წინადადებათა რაოდენობა. ამიტომ თავს ვიკავებ კენჭისყრაში მონაწილეობას და ვთვლი, რომ ხარისხიანობის კრიტერიუმი უნდა ემყარებოდეს სტატიის ამომწურაობასა და მის მეცნიერულ სიზუსტეს და არა მასში წინადადებათა რაოდენობას. წკაპო 08:59, 8 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

"3 წინადადება _ან_ ინფოდაფა"

ზოგიერთ სტატიას ინფოდაფა არ სჭირდება, ასევე ზოგიერთმა ახალმა მომხმარებელმა არც იცის ინფოდაფის გაკეთება. მეორეს მხრივ ზოგი ინფოდაფა იმდენად კომპლექსური და ინფორმაციულია, რომ დამატებითი ტექსტის გარეშეც ენციკლოპედიურ მნიშვნელობას იძენს. ამ კატეგორიას უნდა ერქვას "3 წინადადება _ან_ ინფოდაფა" - ალ-ო      @ 07:43, 5 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მმმ, არა აქ წერია სწორედ ის, რასაც ვგულისხმობ...თუმცა ამ წინადადებასაც ჩავამატებ. პ.ს. მარტო ინფოდაფა (ჩემი აზრით) კატასტროფაა.--გიორგი     , 08:47, 5 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

აქ ლაპარაკია ესკიზის ვარგისიანობაზე. თუ ვიღაცამ ინფოდაფაზე იშრომა (და ეს საკმაოდ შრომატევადია), მაშინ ეს ესკიზი წაშლას არ ექვემდებარება, როგორც არ უნდა გადაწყვიტოთ აქ. - ალ-ო      @ 08:52, 5 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

Don't worry, ერთი აზრი მომაფიქრდა როგორ შევინარჩუნოთ ამ ადამიანის წვლილი. ამაზე ცოტა მოგვიანებით დავწერ (საღამოსკენ). ჩვენ საუბარს კი ქვემოთ გადავიტან, თუ წინააღმდეგი არ ხარ.--გიორგი     , 08:54, 5 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჩემი პოზიცია ის არის, რომ რადიკალური ზომები არ ვარგა, უნდა ვიყოთ მოქნილები. ზოგადად კრიტერიუმი გვჭირდება, მაგრამ ყველაფერს ერთ თარგზე ვერ გამოვჭრით. ერთ-ერთი გამოსავალი ის იქნება, რომ ვიღაცამ ასეთ გვერდში ჩასვას {{შესავალიაკლია}} ან {{სასწრაფოდ სჭირდება შესავალი}}, რომ მოგვიანებით ვინმემ ის სამი კრიტიკული წინადადება ჩასვას. (გადაიტანე თუ კონტექსტი არ დაირღვევა). - ალ-ო      @ 09:04, 5 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ყველა გეგმა უნდა ერთ ქვაბში ჩამაყრევინო:). [2] ამგვარი პროექტის ამუუშავებაზე იქნება შემდეგი განხილვა. 2 სიტყვით - წაშლამდე მოკლე სტატიის ტექსტი გადავა ინკუბატორში, სადაც დალაგდება ანბანის მიხედვით. მაგ. პატრიციები. წაშლამდე ეს ორი სიყვა გადავა ინკუბატორში, რომელიც იქნება 2 ნაწილად დაყოფილი - სტატიები და თარგები.სტატიების განყოფილება დაიყოფა ანბანის მიხედვით (თავიდან ამისთვის 1 გვერდი იქნება, ხოლო შემდეგ თუ საჭირო გახდა დამატებითი გვერდები შეიქმნება.) სატესტოდ რამდენიმე გვერდს გავაკეთებ.--გიორგი     , 09:14, 5 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

არა! ამდენ გადატან-გადმოტანას და თავის ტკივილს ჯობია იმ ვიღაცამ იქვე ჩაწეროს სამი წინადადება. გაცილებით ნაკლები შრომაა. - ალ-ო      @ 09:26, 5 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ვეთანხმები ალსანდროს. იმიტომ იმდენად დიდი ვიკი არაა ჩვენი. პლიუუს ვინ გააკონტროლებს ამას. --    09:28, 5 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

თუ არ ვცდები ამას ისედაც ვაკეთებ.--გიორგი     , 10:58, 5 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

თარგი ილუსტრაციისათვის

რა ხდება ახლა, გეტყვით - ხოლმე არის, რომ მჭირდება ილუსტრაციის დადება, მაგალითად, წიგნზე როდესაც ვწერ სტატიას. fairuse ერთი გამოსავალია, მაგრამ არ შეიძლება, შემუშავდეს რამე თარგი ილუსტრაციებისათვის, თუ ასეთი უკვე არ არსებობს? --Lavender 18:08, 10 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ზუსტად ვერ მივხვდი რას გულისხმობ. ლიცენზიის თარგების სიისთვის იხილე ეს გვერდი: ვპ:თ/სწ. - ალ-ო      @ 20:43, 10 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

კოლხური თეთრი

ხალხო ახალი იუზერი ვარ. ეს ესაა გავხდი ”ალბანური დამწერლობის” გვერდის მამა, რომელშიც ერთი კაი ახალგაზრდა დამეხმარა :). სულ მაწუხებს ჩვენი სიმდიდრეები, როგორიცაა კოლხური თეთრი. მინდა გითხრათ რომ მაქვს სურათები რომლებსაც ვერანაირად ვერ ვამატებ. დამეხმარეთ თუ შაიძლება ქართული ვიკის სრულყოფაში. Surprizi 08:09, 13 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

თუ სურათები შენი შექმნილია ან მისი გამოყენების უფლება გაქვს, მაშინ რა უნდა, გადადი სპეციალური:ატვირთვა–ზე, მიუთითე ინფორმაცია და ლიცენზია აქედან --ბრუტ () 08:12, 13 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

...თუმცა არსებობს ასევე ტექნიკური მხარე - სურათის ასატვირთად უნდა თქვენი ანგარიში უნდა სამი დღის ასაკის:) იყოს.--გიორგი     , 08:13, 13 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

თუმცა სამწუხაროდ ჯერ ორი დღისაა :) --ბრუტ () 08:14, 13 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ხო ჯერე ორი დღისაც არა ვარ :)კაი დაველოდები. მადლობა.Surprizi 08:16, 13 სექტემბერი 2009 (UTC) არაფრის:).--გიორგი     , 08:17, 13 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

Rodovid

გამარჯობა, მე დავიწყე მუშაობა რუსულ როდოვიდში და ერთმა მომხმარებელმა მითხრა, რომ ქართული როდოვიდის შექმნაა შასაძლებელი. ამ ფაილის თარგმნა საჭირო ბოლომდე. თუ გადავთარმნით ბოლომდე შეიძლება გაიხსნას როდოვიდი ქართულად და იქ მრავალი საგრავრეულოს ხის შემქნა--    18:49, 17 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

აგვიხსენი რა არის ეს როდოვიდი. — დათო პასუხი 10:13, 18 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ანუ საგავრეულოთა შტოები (რუსულად Древо Семьи ჰქვია).--    10:50, 18 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ვიკიმედიის პროექტია? — დათო პასუხი 11:03, 18 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
მეორადი პროექტია. ფონდი უწევს დახმარებას, მაგრამ მისი პროექტი არ არის. ფონდის ძირითადი პროექტები ამ გვერდის ბოლოში ნახე. ჩემი მოსაზრებით, ჯერ პირველადი (ვიკიწყარო, ვიკივერსიტეტი, ვიკიმოამბე) პროექტების ამოქმედება ღირს, ხოლო მომავალში მეორადის (ანციკლოპედია, როდოვიდი).-- იორგი(საუბარი) 11:12, 18 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
კი, მეც გეთანხმები. ორი დაუმთავრებელი პროექტი უკვე წამოწყებული გვაქვს და ისინიც არაა ჯერ დამტკიცებული. ჯობია ჯერ ესენი მოვათაოთ. — დათო პასუხი 11:15, 18 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებლისთვის უნდა იყოს მისაღები უმრავლესობის გადაწყვეტილება

გადმოვიტანე მომხმარებლების განხილვის გვერდებიდან:

წასაშლელ გვერდებში {{წასაშლელი}}–ს რომ სვამ, ქვემოთ მოყვანილ ტექსტს ნუ შლი. თარგი ჩასვი ტექსტის ზემოთ (თუნდაც ყოვლად უაზრო, ან უცენზურო ტექსტი იყოს). შეხვედრაზე ამაზეც გვქონდა საუბარი. — დათო პასუხი 15:55, 17 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
იმისათვის რომ რედაქტორი მიხვდეს თუ რატომ თვლი შენ ამა–თუ–იმ სტატიას წასაშლელად, ამ თარგთან ერთად ძველი ტექსტიც უნდა ჩანდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში რედაქტორს პირველი ტექსტის სანახავად მოუწევს ისტორიაში შესვლა, რაც დამატებით (მართალია სულ მცირე, მაგრამ მაინც) წვალებას მოითხოვს :)). მოკლედ ასე გადავწყვიტეთ და ადრეც ასე ვაკეთებდით... ვანდალების მიმართ სიმკაცრე აუცილებელია, მაგრამ ხომ გახსოვს, არ უნდა ავურით ცრუ– და ნამდვილი ვანდალები. ცრუ ვანდალში ვგულისხმობ ახალ მომხმარებელს, რომელმაც თავისი შესაძლებლობების შემოწმება სცადა... ვიკიპედიაში ეს ვანდალიზმად არ ითვლება. — დათო პასუხი 16:37, 17 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვეცდები. (ცოტა აზრს მოკლებული კი მეჩვენება - ჩვენი მთავარი საქმე ვანდალიზმის სწორედ წაშლა და განეიტრალებაა, ასე კი ღმერთმა იცის კიდე რამდენი ხანი იქნება). ვეცდები, თუმცა არ გპირდები - შეჩვეული ვარ ვანდალიზმთან უმოწყალო ბრძოლას.--- იორგი(საუბარი) 16:21, 17 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი, არ ვიცი... მე გითხარი ის, რაც ერთად გადავწყვიტეთ შეხვედრაზე... დანარჩენი შენ იცი :). — დათო პასუხი 16:47, 17 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ხმ. ვთქვი, რომ ვეცდები, მაგრამ ეხლავე ვამბობ - უცენზური და ეთიკის მინიმალური ნორმების დამრღვევ ტექსტს ვშლიდი, ვშლი და წავშლი. --- იორგი(საუბარი) 16:44, 17 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებლისთვის უნდა იყოს მისაღები უმრავლესობის გადაწყვეტილება!!! ვეთანხმები დათოს. გიორგი, თუ რამე „ცოტა აზრს მოკლებული“ გეჩვენება - კი არ უნდა დამალულიყავი, არამედ შეხვედრაზე მოსულიყავი და შენი აზრი გეთქვა. ახლა კი მოგიწევს „ცოტა აზრს მოკლებული“ -ს გაკეთება, რაც გადავწყვიტეთ. ცანგალა () 21:29, 18 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
გიორგის, როგორც ვხედავთ ეს ძალზედ არ უნდოდა... პირველ შეხვედრაზე არ მოვიდა და გამებუტა, რატომ არ მიტხარიო, რომ გადაწყვიტეთ არბიტაჯი არ გინდათო... სასაცილოა =)--    06:55, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ხმ?

1) მომხმარებლის განხილვის გვერდიდან გადატანა ხდება მხოლოდ ორივე მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში. რაც არ ყოფილა.

2) ჩემი განწყობა ვიკიშეხვედრების ინსტიტუტისადმი ძალზედ ცივია. ეს საიდუმლო არ არ არის. გარდა ამისა, გაუგებარია, თუ რატომ იყო მაინცდამაინც ჩემი მოსვლა ასეთი მნიშვნელოვანი. თუ არ ვცდები, რამდენიმე სხვა მომხმარებელიც არ მოსულა.

3) ჯიმბომ თავის დროზე თქვა

 
„ ვიკიპედიის ყველა აქტიური ადმინისტრატორის მთავარი დავალება ვიკიპედიის ვანდალიზმისგან დაცვა არის.“

.

იგივე წერია ვპ:დმინში

 
„რომ შეჩერებულ იქნას ვანდალიზმი“

და

 
„ვანდალიზმის სწრაფად გაუქმება შეეძლო“

აქედან გამომდინარე, რა არის უფრო მნიშვნელოვანი? დავტოვოთ ვანდალიზმი და ვიკის მთავარი წესები დავარღვიოთ ? არამგონია ყოველივე ეს მართებული იყოს. -- იორგი(საუბარი) 07:14, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვანდალიზმად ჩემი სიტყვები მიიღე თუ შეხვედრა? --    07:27, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

რა შუაშია შენი კომენტარი ვერ გავიგე... რა შუაშია ვანდალიზმის დატოვება–არ დატოვება? ვანდალები ისევ დაიბლოკებიან და წასაშლელი გვერდები ისევ წაიშლებიან, უბრალოდ თარგი უნდა ჩასვა სხვანაირად. — დათო პასუხი 07:30, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
გიორგი, ალბათ არასწორად გესმის ეს წესი. ვინაიდან ადმინისტრატორი არ ხარ, შენი უფლებამოსილება ამოიწურება მხოლოდ თარგის ჩასმით, დანარჩენს ადმინისტრატორები ოპერატიულად მოახერხებენ. ადმინისტრატორებს აშკარა ვანდალიზმის ან უაზრობის პირდაპირ წაშლის უფლება აქვთ. თუ გამორჩებათ, შეგიძლია პირადად შეახსენო კიდეც. რამდენიმე წუთი ან თუნდაც საათი არ ქმნის კრიზისს, ყველაფერი შექცევადია, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ მისაღები იყო ვანდალიზმის ტექსტის გვერდის წაშლამდე დატოვება. შანსი, რომ მას ვინმე შეამჩნევს აქტიური რედაქტორების გარდა, მინიმალურია. - ალ-ო      @ 07:34, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
პს: ნებისმიერი საკითხი განხილული რომელიმე შეხვედრაზე, სასურველია ფორმალურად აქაც განვიხილოთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ. შეხვედრაზე მოსვლა სავალდებულო არ არის და იქ მიღებული გადაწყვეტილება სარეკომენდაციოა მხოლოდ. ა.

ალომ დამასწრო, თორემ ამის თქმა მეც მინდოდა. ვიკიშეხვედრის ნებისმიერ გადაწყვეტილებას აქვს რეკომენდაციის ხასიათი. გარდა ამისა, არც ოქმი არ არსებობს და არც სხვა რამე (2 სიტყვა ჩაწერილი შეხვედრის გვერდზე არ ითვლება.) -- იორგი(საუბარი) 08:10, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

გენაცვალე, შენ არ იყავი შეხვედრაზე და ოქმზე ნუ ლაპარაკობ. ”ოქმს” ცანგალა წერდა. მე მივწერ, იქნებ რამე გმოაქვეყნოს--    09:05, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
გიორგი, მაგ. გუშინ ვნახე ორი თარგი (თარგი:მომხ ანიმე, თარგი:მომხ ნიუ-იორკი ), რომლებსაც როგორც ნიმუში აქვს ბმული - შენ კი როგორც გამოუყენებელი წაშლის თარგი გქონდა ჩასმული. აგრეთვე ერთ წინადებიანი სტატია (მართალია მოკლე სტატიაა), მაგრამ ამის შესახებაც გვქონდა საუბარი, რომ ყველა ერთ წინადადებიანი სტატია არ იშლება. მაგ. გუერდი. --ცანგალა () 10:36, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
 
„ჩემი განწყობა ვიკიშეხვედრების ინსტიტუტისადმი ძალზედ ცივია. ეს საიდუმლო არ არ არის. გარდა ამისა, გაუგებარია, თუ რატომ იყო მაინცდამაინც ჩემი მოსვლა ასეთი მნიშვნელოვანი. თუ არ ვცდები, რამდენიმე სხვა მომხმარებელიც არ მოსულა.“
პასუხი მარტივია - შენ ხარ აქტიური მომხმარებელი და სხვა არა. ამიტომ იყო შენი მოსვლა მნიშვნელოვანი. ხოლო თუ განწყობა ვიკიშეხვედრების ინსტიტუტისადმი ძალზედ ცივია - ეს შენი განწყობაა და არა ყველა მომხმარებლის. და ამ შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებები უნდა გაითვალისწინო, როდესაც მასზე გითითებენ.ცანგალა () 10:36, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
 
„მომხმარებლის განხილვის გვერდიდან გადატანა ხდება მხოლოდ ორივე მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში. რაც არ ყოფილა.“
- ეს წესი სად გვიწერია ქართულ ვიკიპედიაში? და შემდეგ თქვენს მიმოწერას ყველა მომხმარებელი კითხულობს - მე მხოლოდ ერთად დავწერე. ეს შენი ციტატა შემთხვევით „ცოტა აზრს მოკლებული“ ხომ არ არის? ცანგალა () 10:36, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

1.) ნიმუშის სპეციალური თარგი არსებობს - {{ნიმუში}}

2.) ყველა მომხმარებელი 3 (ან თუნდაც 4) ნამდვილად არ არის.

3.) როგორც ალომ თქვა, სანამ ამ გადაწყვეტილებების დადასტურება არ მოხდება ვიკიპედიაშივე - ეს არის რეკომენდაცია, რომლის შესრულება/არ შესრულება თვითონ მომხმარებელზეა დამოკიდებული.

4.) ეს წესი სუფთა ეტიკის საკითხია. მოხმარებლებს შორის ურთიერთობა მომხმარებლებს შორის ურთიერთობაა, ხოლო ყავახანა საერთო დავის საკითხია.

5.) საკმაოდ მეცინება უმრავლესობის გადაწყვეტილების პატივისცემაზე საუბარი - ანსაკუთრებით საარბიტრაჟო კომიტეტის საკითხის დაბლოკვის შემდეგ.-- იორგი(საუბარი) 10:46, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

პასუხი

1) ვიკიპედია:თარგები/მომხმარებლები/ინტერესები - ჯერ აქედან უნდა ამოიღო და შემდეგ ჩასვა თარგი წასაშლელი.

2) ყველა მომხმარებელი 3 (ან თუნდაც 4) - გეთანხმები, მაგრამ აქტიური 9 - ეს უკვე სხვა საკითხია.

3)9-მ ეს უკვე მიიღო შეხვედრაზე, ახლა პასუხი შენზეა. გელოდებით. ცუდი არ იქნება თუ რეკომენდაციას გაითვალისწინებ.

4) ეთიკა? „ცოტა აზრს მოკლებული“ ხომ არ არის? არა მგონია ეს მხოლოდ ორ მომხმარებელს შორის საუბარს ეხებოდეს.

5)საარბიტრაჟო კომიტეტის შექმნა (ამის შესახებ უკვე გვქონდა საუბარი ადრე ვიკიპედიაში). --ცანგალა () 11:03, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

1.) როგორც ზემოთ აღინიშნა, მე ადმინისტრატორი არ ვარ.

2.) 9 აქტიური - შესაძლოა, აქტიურ მომხმარებელთა სიას რომ დავხედოთ, და შევადაროთ, ვინ იყო და ვინ არა?

Zangala 1 0 7 36498 23754 44 Feb 16, 2005 1656  
Alsandro 2 0 348 18397 19897 959 Oct 11, 2005 1419  
Island 3 0 272 15370 12112 243 Feb 28, 2005 1644
Floydgeo 6 0 316 8355 3419 131 Dec 25, 2005 1344
Jaba1977 7 0 478 8281 3278 275 Jun 11, 2008 445
Ventusa 8 0 37 7211 3334 13 Sep 03, 2007 727
Pirtskhalava 9 0 25 6572 1221 1 Jan 22, 2008 586
Lika2672 10 0 328 4542 2074 287 Mar 14, 2009 169
George_Mel 11 0 89 3955 8841 227 Oct 18, 2008 316
ალეკო_ოქროსუბნელი 12 +3 1060 3609 562 84 Jun 15, 2008 441
David1010 13 -1 140 3120 2889 161 Oct 16, 2006 1049
Gota 14 -1 303 3112 1564 206 Mar 05, 2008 543
Dato_deutschland 19 0 26 2114 3474 58 Jun 28, 2007 794  
გრიგოლ 20 +7 587 2059 453 126 Apr 01, 2009 151  
მოცარტი 22 -1 17 1972 936 7 Oct 18, 2008 316
Rastrelli_F  

[3] 3.) სწორედაც 2 მომხმარებელს შორის საუბარია. -- იორგი(საუბარი) 11:26, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ე.ი. ამ მომხმარებლების აზრი არ უნდა გავითვალისწინოთ? ამიტომაც შეხვედრაზე ნებისმიერი გადაწყვეტილება არის რეკომენდაცია. თუ ეს ასე არ არს - ეს უკვე ელიტიზაციაა, რაც დაუშვებელია.-- იორგი(საუბარი) 11:27, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

3)9-მ ეს უკვე მიიღო შეხვედრაზე, ახლა პასუხი შენზეა. გელოდებით. ცუდი არ იქნება თუ რეკომენდაციას გაითვალისწინებ. (ჩემი წინა პასუხი). ამ ჩიტების მიხედვით თემური, გიგა და მეროც არ არიან აქტიურები. აბა დაფიქრდი? მე ამით შენთან დავამთავრე ამ თემაზე საუბარი. წარმატებები.--ცანგალა () 11:40, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ამ ცხრილში მოყვანილია მომხმარებლები აქტიურობის მიხედვით. სტატისტიკა ჩემი დაწერილი არ არის. მაგარი გამოდის - იმის ნაცვლად, რომ წავშალოთ ვანდალიზმი, თუნდაც სტატიაში, თურმე უნდა ადმინისტრატორს დაელოდოს ადამიანი. როგორც ზევით აღვნიშნე, რეკომენდაციის შესრულება არ შესრულება ადამიანზეა დამოკიდებული. მით უმეტეს, რომ დათოს დავპირდი შევეცდები -თქო. -- იორგი(საუბარი) 11:46, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მე შემოვიტან ახალ ცნებას – გამოცდილი ვიკიპედიელი. ეს ტერმინი გულისხმობს როგორც შენს მიერ მოყვანილ ცხრილში ჩამოთვლილ მომხმარებლებს, ისე ერთ დროს ბევრად უფრო აქტიურ მომხმარებლებს (მერაბი, გიგა, რუსუდან)... მერწმუნეთ, მათი გამოცდილება ვიკიპედიაში ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ზოგიერთი იმ მომხმარებლისა, რომლებიც ამ სიაში არიან შესული. ასე რომ, შეხვედრაზე ვიყავით გამოცდილი ვიკიპედიელებიდან ცხრანი. ცხრა გამოცდილი ვიკიპედიელის შეხვედრაზე მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილება კი უბრალო რამ არაა, მაგრამ როგორც უკვე ითქვა რეკომენდაციაა. რეკომენდაცია კი ოდემე ხომ უნდა დაკანონდეს?! „ცუდი არ იქნება თუ რეკომენდაციას გაითვალისწინებ“. მე ვერ გავიგე რატომ არ მოგწონს ეს გადაწყვეტილება; შენს მიზეზზე იმის ნაცვლად, რომ წავშალოთ ვანდალიზმი, თუნდაც სტატიაში, თურმე უნდა ადმინისტრატორს დაელოდოს ადამიანი, ალსანდრომ უკვე გაგცა პასუხი და მეც გიპასუხებ, რომ თარგის ჩასმის სხვაგვარი მეთოდი არც ვანდალიზმის წაუშლელობას ნიშნავს და არც ვანდალებისადმი ლოიალურ დამოკიდებულებას. — დათო პასუხი 12:19, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
 
„რეკომენდაცია კი ოდემე ხომ უნდა დაკანონდეს?!“

ვიკიპედიაში ჩაატარე გამოკითხვა - თუ მხარს დაგიჭერენ, დაკანონდება. მეორე - ყველა ეს ტერმინი ძველი ვიკიპედიელი, გამოცდილი ვიკიპედიელი მიუღებელია. ვიკიპედიაში ყველა ტოლია. ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს. დავიჯერო, ჯაბა ან დათო (ან სულაც მე) ნაკლებად "გამოცდილნი" ვართ ვინემ სიტყვაზე ნათია? ვიმეორებ - ვიკიპედიაში ყველა ტოლია.-- იორგი(საუბარი) 12:31, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ყველა ტოლია უფლებით, გამოცდილებით კი – არა. ამას რატომ უარყობ? — დათო პასუხი 12:34, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
დაწყნარდით. მეც არ ვიყავი შეხვედრაზე და არ ვიცი, რაზე ისაუბრეს. იქნებ აქ ახალი სექცია გახსნათ და კონკრეტულად გაგვაცნოთ დასკვნები. ყველამ ერთად განვიხილოთ და მერე წესებში ჩავწეროთ და დავაკანონოთ. - Island 12:37, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
დასკვნები აი აქ წერია პატარა ფანჯარაში--    12:47, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

კრიტერიუმები სტატიის არსებობის - თარგი შექმნილია; რა თარგი?

თარგის სახელები ინგლ. სახელწოდებიდან ქართულზე გადამისამართება;ეს ისედაც იყო და ახალი არაფერია.

უვარგისი და წასაშლელი თარგის შესახებ;- რა ? რა შესახებ?

ტექსტის შეცვლა (გადამისამართება) თარგის ჩასმის ან განხილვის გვერდზე ჩანაწერის გაკეთების შემდეგ - მინიმუმ ერთი კვირა ლოდინი.ეგეც იყო.

ანუ არაფერი ახალი.-- იორგი(საუბარი) 12:51, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ანუ არაფერი ახალი - მოხვიდოდი გენაცვალე და სიახლეს შემოგვთავაზებდი. და ეს საყვედური თავისთვის ჯობია შეინახო--    13:05, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]


ვსიო!!! მორჩა!!! დავხუროთ ეს თემა!!! საკმარისი იყო ნათქვამი!!! ერთმანეთი გავლანძღეთ კინაღამ!!! --    13:17, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ქვემოთ სექციაში დავწერე სამი თემა, რომელიც განვიხილეთ შეხვედრაზე. აქაც განვიხილოთ. — დათო პასუხი 14:18, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ქვემოთ გააგრძელე. მე ისიც მახსოვს, რომ ვთქვით ყველაფერზე კენჭისყრები არ არის საჭირო. რადგან მომხმარებელმა თვითონ უნდა მივიდეს მიზნამდე (სხვა სიტყვა ვერ მოვიფიქრე).--ცანგალა () 14:21, 19 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]