განხილვა:სამეგრელო
განყოფილებაში თარგი {{მთავარი}} უნდა ჩაისვას, თუ იმ განყოფილებაზრ არსებობს ვრცელი სტატია. არ არის სწორი მდინარეების განყოფილებაში მთავარ სტატიად ხობისწყლის ჩასმა, ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს სტატია სამეგრელოს მდინარეები. ხობისწყალს უბრალოდ ბმული უნდა გაუკეთდეს. ასევე სხვა სექციებშიც. - ალ-ო @ 06:43, 24 ივლისი 2009 (UTC)
ინფოდაფა
რედაქტირებაინფოდაფაში წერია „ადმ. ცენტრი — ზუგდიდი“, „რწმუნებული — ზაზა გაროზია“. თანამედროვე საქართველოში სამეგრელო არ არის ადმინისტრაციული ერთეული და ვფიქრობ, ეს არ არის სწორი. შეკითხვა: რამდენად ზუსტად განისაზღვრება სამეგრელოს ტერიტორია? ფართობი და მოსახლეობის რაოდენობა რა წყაროდან არის მოყვანილი? - Island 02:38, 25 ივლისი 2009 (UTC)
მოსახლეობის რაოდენობა არასწორია 466,100 უნდა იყოს [1]--ლიკა 04:17, 25 ივლისი 2009 (UTC)
- ეგ სამეგრელოს კი არა, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარის მოსახლეობაა. - Island 05:24, 25 ივლისი 2009 (UTC)
მაპატიეთ, შევცდი..--ლიკა 05:39, 25 ივლისი 2009 (UTC)
- ინფოდაფა საერთოდ ამოსაღებია. შეიძლება ვცდები.--ცანგალა (გ) 09:40, 26 ივლისი 2009 (UTC)
- ცდები.--George Mel, 09:55, 26 ივლისი 2009 (UTC)
- რატომ? არც სამეგრელოს დევიზია „ძალა ერთობაშია“. - Island 11:15, 26 ივლისი 2009 (UTC)
- ცდები.--George Mel, 09:55, 26 ივლისი 2009 (UTC)
466100 არის სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარის მოსახლეობის რაოდენობა 2002 წლისათვის[2], გამოვაკლოთ იგივე წლის მესტიის მოსახლეობის რაოდენობა, კერძოდ – 14248, დარჩება სამეგრელოს მოსახლეობის რაოდენობა ანუ 451852 ადამიანი.ინფოდაფაში შევცვლი ძველ, არასწორ ციფრს... --ლიკა 21:03, 29 ივლისი 2009 (UTC)
თუ არ გეზარება, აქ შეგიძლია ნახო 2009 წლის 1 იანვრის მონაცემები მუნიციპალიტეტების მიხედვით, სამეგრელოს მოსახლეობა გამოდის 453,6 ათასი. დევიზზე, რწმუნებულზე და ადმ. ცენტრზე მეც იმავე აზრის ვარ, ამოსაღებია.--გრიგოლ 06:23, 1 აგვისტო 2009 (UTC)
იმ მონაცემებში 468,0 ათასი წერია--ლიკა 06:46, 1 აგვისტო 2009 (UTC)
მესტიის მუნიციპალიტეტის ცათვლით. სტატია ხომ სამეგრელოზეა? მესტიის მუნიციპალიტეტს რომ გამოაკლებ, ის რჩება, რაც დავწერე. --გრიგოლ 07:02, 1 აგვისტო 2009 (UTC)
ხო, მართალი ხართ, უკვე მეორედ ამერია სამეგრელო და სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე ერთმანეთში.:(--ლიკა 07:10, 1 აგვისტო 2009 (UTC)
დევიზი
რედაქტირებადევიზი: ძალა ერთობაშია (ინფოდაფაში) – გთხოვთ განმარტეთ სტატიასთან რა კავშირშია. – BruTe (გ) 17:45, 26 ნოემბერი 2010 (UTC)
- არაფერ შუაშია. ეს საქართველოს დევიზია. გარდა ამისა, სამეგრელოს, რომელიც დღევანდელი დაყოფით არაა ადმინისტრაციული ერთეული საქართველოსი (იგი შედიდ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში) ვერ ექნება ადმინისტრაციული ცენტრი, ეს დიდი შეცდომაა. ამის ნაცვლად შეიძლება დავწეროთ ცენტრალური ქალაქი, ან დედაქალაქი, მაგრამ სიტყვა ადმინისტრაციული აქ საშინელი შეცდომაა. ასევე, სამეგრელოს არ ჰყავს რწმუნებული! რწმუნებულები მხოლოდ დღევანდელი დაყოფით "მხარედ" წოდებულ მუნიციპალიტეტთა გაერთიანებებს ჰყავთ (აქ – სამეგრელო–ზემო სვანეთის რწმუნებულია და არა სამეგრელოსი). ესეც ამოსაღებელია. — D.DEU. პასუხი 18:01, 26 ნოემბერი 2010 (UTC)
- სტატია ითხოვს გადახედვას. რადგან ეს არის ისტორიული მხარე როგორც კახეთი და კახეთის მხარე. ამიტომ ქვეთავები საზღვრები, ისტორია, განათლება, კულტურა, ხელოვნება, ტურიზმი, სპორტი, ჰავა და ა. შ. ყველაფერი ამოსაღებია. ეს სტატია ეხება ისტორიულ მხარეს და არა თანამედროვე სამეგრელო-სვანეთის მხარეს.--ცანგალა (გ) 14:19, 11 დეკემბერი 2010 (UTC)
ინფოდაფაში მითითებულია მხარის ფართობი, რუკაზე კი სამეგრელოა მარტო დატანილი. ხომ არ ამოვიღოთ ინფოდაფა? — ჯაბა ლაბაძე (გ) 14:26, 11 დეკემბერი 2010 (UTC)
- პარდონ, ცანგალას ამის შესახებ უკვე დაუწერია. — ჯაბა ლაბაძე (გ) 14:27, 11 დეკემბერი 2010 (UTC)
- გეთანხმებით, ინფოდაფა ამოღებულია. – BruTe (გ) 13:15, 10 იანვარი 2011 (UTC)
” ამიტომ ქვეთავები საზღვრები, ისტორია, განათლება, კულტურა, ხელოვნება, ტურიზმი, სპორტი, ჰავა და ა. შ. ყველაფერი ამოსაღებია. ეს სტატია ეხება ისტორიულ მხარეს და არა თანამედროვე სამეგრელო-სვანეთის მხარეს”
მართალია, ეგ სტატია ეხება სამეგრელოს, როგორც ისტორიულ მხარეს და ამასთან, ისიც მართალია, რომ ”ისტორია, განათლება, კულტურა, ხელოვნება, ტურიზმი, სპორტი, ჰავა და ა. შ.” ესენიც მხოლოდ ამ ისტორიულ მხარეს მოიცავს და არა თანამედროვე სამეგრელო-სვანეთის მხარეს - ამდენად, მათი არსებობაც აუცილებელია სტატიაში.
”ინფოდაფაში მითითებულია მხარის ფართობი, რუკაზე კი სამეგრელოა მარტო დატანილი.” - დავამატებ მხოლოდ სამეგრელოს ფართობს და ინფოდაფასაც დავაბრუნებ, თქვენის ნებართვით :) --ლიკა ✉ 15:32, 10 იანვარი 2011 (UTC)