განხილვა:თბილისი
განხილვა
რედაქტირებაპარტნიორი ქალაქები
რედაქტირებაპარტნიორთა ქალაქების ჩამონათვალს აკლია: გუანჯოუ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (2014); ლუბლინი, პოლონეთი (2014); დუბლინი, ირლანდია (20114); ლაიუ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (2015).
ამასთან, მინსკი აღარაა პარტნიორი ქალაქი. 2015 წლის 11 სექტემბერს ხელი მოეწერა ქ. თბილისსა და ქ. მინსკს შორის დაძმობილების ხელშეკრულებას.
რუკა
რედაქტირებათბილისის ახალი ადმინისტრაციული საზღვრების რუქა ამოვტვირთე, გადასარევი ხარისხის არაა, მაგრამ შეიძლება რამეში გამოდგეს--ლთ 16:38, 26 თებერვალი 2007 (UTC)
სურათი:Tbilisi territory new.JPG
- statiashi rac aris chasmuli isic axalia da gacilebit uketesi xarisxisaa. - ალ-ო @ 13:54, 13 ივნისი 2008 (UTC)
ინფოდაფ
რედაქტირებაინფოდაფა ხომ არ შეგვეცვალა?--ოთარი (გ) 11:29, 19 ივლისი 2008 (UTC)
- კი, ნამდვილად შესაცვლელია :). (რუსთავი აქ არის კარგი ინფდაფა) DatoDeutschlandAntwort 12:52, 19 ივლისი 2008 (UTC)
- ინფოდაფა გასწორებულია :) DatoDeutschlandAntwort 14:57, 19 ივლისი 2008 (UTC)
გერბი
რედაქტირებაგერბის ადგილას ეს სურათი:Tbilisi City Seal.PNG ხომ არ ჩაგვესვა?--ოთარი (გ) 15:50, 19 ივლისი 2008 (UTC)
- ესეიგი არ მოგეწონათ ჩემი აზრი.--ოთარი (გ) 14:59, 20 ივლისი 2008 (UTC)
- გაიგე ახლა რომელია თბილისის გერბი :) ჯერ უნდა გადამოწმდეს... DatoDeutschlandAntwort 15:00, 20 ივლისი 2008 (UTC)
ნახე აქ [1]--ოთარი (გ) 15:03, 20 ივლისი 2008 (UTC)
ისე თბილისში რო შემოდიხარ, ეგ გერბია გამოსახული და.. :) -- მერო 15:05, 20 ივლისი 2008 (UTC)
რომელი? --ოთარი (გ) 15:26, 20 ივლისი 2008 (UTC)
ინგლ., გერმ. და რუს. ვიკიპედიებში არის გამოსახული რაზეც ოთარი საუბრობს. en:Seal of Tbilisi და არა Coat of arms Tbilisi. მნიშვნელობები Seal და Coat სხვადასხვაა . en:Seal (device) - ნახეთ. გერბი საიდან არის აღებული ამას ჯერ ვერ მივაგენი. ქალაქ თბილისის ლოგო - სათაურში წერია ლოგო, ხოლო ტექსტში გერბი. აქვს თბილისს გერბი? ჩემი აზრით თბილისის მერიის გვერდზე არეულობაა.--ცანგალა (გ) 22:53, 20 ივლისი 2008 (UTC)
- გამოსაცვლელია მგონი. ეხლა რაც არის ჩასმული საიდან მოვიდა არ ვიცი, არსად შემხვედრია. - ალ-ო @ 23:12, 20 ივლისი 2008 (UTC)
რა გადაწყდა?--ოთარი (გ) 07:29, 22 ივლისი 2008 (UTC)
- ახლა რაც არის სტატიაში, ეგ ეკუთვნის მომხმარებელი:გიორგი მარუაშვილი-ს. ვკითხოთ, საიდან მოიტანა :) .DatoDeutschlandAntwort 07:39, 22 ივლისი 2008 (UTC)
გერბის არსებობას ვერ ვაგნებ. ამიტომ მე მომხრე ვარ გამოიცვალოს როგორც ეს სხვა ვიკიპედიებშია და რაც მთავარია ქალაქის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. სხვების აზრსაც დაველოდოთ. --ცანგალა (გ) 07:41, 22 ივლისი 2008 (UTC)
(მომხრე)--ოთარი (გ) 12:58, 22 ივლისი 2008 (UTC)
გაკეთდა--ცანგალა (გ) 13:52, 22 ივლისი 2008 (UTC)
შესავალიდან მემგონი ვარდების რევოლუციაზე ხსენება ამოსაღებია, ქალაქს ძალიან მარგინალურად ეხება. zZz msg 21:47, 29 ივლისი 2008 (UTC)
- მარგინალურად როგორ ეხება, როცა ეპიცენტრი იყო თბილისი ?! --Rastrelli 08:31, 30 ივლისი 2008 (UTC)
(მომხრე)--ოთარი (გ) 07:28, 30 ივლისი 2008 (UTC)
(მომხრე) – ზოგადად ჰერალდიკის ამბავი ცოტა ჩახლართულია ჩვენთან, საქმე ისაა რომ ევროპული ჰერალდიკისთვის ჰერალდიკური ემბლემა რომელიც არ შეიცავს ფარის გამოსახულებას არ არის – „Coat of arms“, მაგალითად იაპონურ შესატყვისს:„kamon“ - ემბლემად და ლოგოდ თარგმნიან, და არა „Coat of arms“–ად. სწორედ ამიტომ თბილისის საიტზე ლოგო და ემბლემაა ნახმარი, გერბის ნაცვლად. ევროპული ჰერალდიკით თბილისს გერბი არ აქვს. Seal კი უბრალოდ ბეჭედია ემბლემისა და მეტი არაფერი, თუ აქ ვნახავთ: «XVI ს–ის საბუთზე არის სამეფო საბეჭდავის საგერბო ანაბეჭდი;»
რაც შეეხება მარუაშვილის მიერ დადებულ სურათი:Armsoftbilisi.jpg გერბს, ის უბრალოდ ქართული ჰერალდიკური ასოციაციის შემოთავაზებაა და ჯერ არანაირი ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია, რომელივ თავის მხრივ რუსეთის პერიოდის გერბის რეინკარნაციაა >>[2] . პატივისცემით Rastrelli_F 08:31, 30 ივლისი 2008 (UTC)
შადრევანი
რედაქტირებაეს გმირთა მოედანზე ოყნა რომ დადგეს იმისგან გადარჩენილი ფულით გააკეთეს ნეტა? :) ა.
- გმირთა მოედნის შადრევნის ეს ეპითეტი ყველაზე ადეკვატურია, რაც კი მსმენია (ჩუპა-ჩუპსი, "რაფაელა", კვერცხი ...) --Rastrelli F 06:28, 26 აგვისტო 2008 (UTC)
ადმინისტრაცია და პოლიტიკა
რედაქტირებაშემდეგი ჩანაწერი: ავლაბარი ძველი თბილისის განუყოფელი ნაწილია და აქ ამჟამად ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს(JSC IBERIA Realty არქიტექტურული კონკურსი.) - რამდენად საჭიროა?! — Rastrelli F 13:33, 13 ივლისი 2010 (UTC)
არაა საჭირო. წყაროც კი რომ არაა...--გიორგი, 13:37, 13 ივლისი 2010 (UTC)
სურათი
რედაქტირებაhttp://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/7/72/Tbilisi_Montage_by_Gaeser.jpg
ეს სურათი ხომ არ შეგვეცვალა? დაგვენაწევრებინა მაინც? თან ინგლისურ ვერსიაზეც ეგ ფოტოა გამოყენებული და უცხოელმა რა უნდა გაიგოს რომელი რომელია წარწერები ცუდად არის თან ინგლისურენოვანი ხალხისთვის სურათზე უცხო ასოებით დაწერილი რაღაც დისკომფორტს და არასრულფასოვნების შეგრძნებას დაბადებს. — დიქსტოსა განხილვაწვლილი 17:45, 21 თებერვალი 2011 (UTC)
- უცხოენოვანი მკითხველი ქართულ ვიკიპედიას არა მგონია ჰყავდეს. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ინგლისურში თვითონ მიხედონ თუ აწუხებთ, მაგრამ ამ სურათზე მხოლოდ თბილისი წერია და არა მგონია რამე არასრულფასოვნების შეგრძნება შეუქმნას ინგლისელ მკითხველს, პირიქით, ორიგინალში როგორ იწერება ქალაქის სახელი – მეტი ინფორმაციაა, სრულფასოვნობისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი. (საერთოდ რა შუაში იყო აქ არასრულფასოვნება? :)). — დავით პასუხი 18:07, 21 თებერვალი 2011 (UTC)
კაააი ძმა იმათი პრობლემა თუა ეგ ოკ.— დიქსტოსა განხილვაწვლილი 18:49, 21 თებერვალი 2011 (UTC)
ათეისტი
რედაქტირება"სოციალისტური ეპოქის შედეგებიდან გამომდინარე, ქალაქში 1-2 ათეისტიც გვხვდება." - სექციიდან "რელიგია". ათასი უნდა იყოს?.. ვერ გავიგე. – BruTe (გ) 07:43, 3 აპრილი 2011 (UTC)
- ქალაქში გვხვედბიან ათეისტებიც. ასე ჯობია ალბათ. 1–2 – ეს უაზრობაა. — დავით პასუხი 07:55, 3 აპრილი 2011 (UTC)
A request
რედაქტირებაGreetings from Finland. We are eager to know, what might this beautiful building actually be. Some say, it is a mosque, some that it is a bath. Has it perhaps been changed? With respect --Höyhens განხილვაწვლილი 07:45, 18 სექტემბერი 2012 (UTC)
it's a bath.--79.191.36.237 23:24, 17 დეკემბერი 2012 (UTC)
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაახალი ადმინისტრაციული დაყოფაა შესაბამისი ცვლილებებია შესატანი. --ჯაბა ლაბაძე 17:41, 25 იანვარი 2013 (UTC)
ზუსტად როგორაა ამჟამად ანუ? --H.McC. (მომწერეთ) 17:45, 25 იანვარი 2013 (UTC)
- ჯერ დაველოდოთ ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც ჯერჯერობით ვერ მოვიძიე. სავარაუდოდ კი ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონები გაიყო. ძველი თბილისისა და დიდგორის რაიონი კი იგივე დარჩა. --ჯაბა ლაბაძე 17:51, 25 იანვარი 2013 (UTC)
10 გახდაო, წერია. 6 იყო, 10 გახდა. ანუ თუ 10 გახდა, გამოდის, რომ 4 დაემატა იმ 6-ს. დაახლოებით ეგრე გამოდის. ახლაც შეიძლება რაღაცის ჩაწერა, წყაროს მითითებით, მაგრამ სიასთან შეუსაბამობაში იქნება. იმედია, გამოქვეყნდება სრული. --H.McC. (მომწერეთ) 17:55, 25 იანვარი 2013 (UTC)
- კი ჯაბა ზუსტად ეგრე მოხდა, მაგრამ მგონი ჯერ საკრებულოს არ დაუმტკიცებია--დათო1010 18:13, 25 იანვარი 2013 (UTC)
- ხო ეგრე ყოფილა ესეც ადასტურებს, რომ ჯერ არ დამტკიცებულა--დათო1010 18:15, 25 იანვარი 2013 (UTC)
- ეხლა ვნახე საკრებულოს საიტი და უკვე დაუმტკიცებიათ აი წყაროც იქვე ბოლოში წერია გადაწყვეტილება კი ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შევა.--დათო1010 18:19, 25 იანვარი 2013 (UTC)
- ხო ეგრე ყოფილა ესეც ადასტურებს, რომ ჯერ არ დამტკიცებულა--დათო1010 18:15, 25 იანვარი 2013 (UTC)
დაიყო უკვე და ჩვენ არ შევცვალოთ?.. — GIO→13 08:19, 28 თებერვალი 2013 (UTC)
გამარჯობა. გადაწყვეტილება ძალაშია შესული 30/01/2013 წ და თბილისი უკვე დაყოფილია 10 ახალ რაიონად (https://www.matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1825602&lang=ge), მიმდინარეობს გამგებების დამტკიცებაც. R. 11:42, 15 მარტი 2013 (UTC)
Question
რედაქტირებაHi all, sorry for writing in English. I found a picture of the 19th century German painter Paul (von) Franken who lived several years in Georgia: Der Analaber in Tiflis. Can someone tell me what "Analaber" is? Some say it is the name of an Armenian quarter in Tiflis. Is that correct? Thank you for any help, --Arnd განხილვაწვლილი 19:44, 4 დეკემბერი 2015 (UTC)
Hi. Most likely the title is misspelled in many sources, that should be en:Avlabari. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:50, 4 დეკემბერი 2015 (UTC)
Thanks Henry, i think it is some old German spelling (or even invention of the painter) of that quarter. is it possible to find out the exact place where the painting has been made? --Arnd განხილვაწვლილი 20:08, 4 დეკემბერი 2015 (UTC)
This looks like a river bank, but the place has constantly changed since then. There is also this photo by en:Sergey Prokudin-Gorsky, taken in 1910. The guy on the message board, who had posted this image says it's the same place. Now I can also confirm there are Russian sources referring to this place as Авлабар (Avlabar, in Georgian - Avlabari). --Henry McClean განხილვაწვლილი 20:21, 4 დეკემბერი 2015 (UTC)
Cool, now its 100% clear. Thanks again. Have a nice weekend... --Arnd განხილვაწვლილი 20:26, 4 დეკემბერი 2015 (UTC)
Classification request
რედაქტირება
Transcription request
რედაქტირებათბილისის დაარსების თარიღის შესახებ
რედაქტირებამოგესალმებით! მინდა ორიოდე სიტყა ვთქვა თბილისის დაარსების შესახებ. კონსპეკტი საქართველოს ისტორიიდან[3] შედგენილი არისტო ქუთათელაძის მიერ 1900 წელს არის ერთ-ერთი ძველი ბეჭდური ვერსია ქართულ რეალობაში, რომელიც ეთანხმება ვახუშტის საქართველოს ისტორიაში აღწერილ მეფეთა ქრონოლოგიას. წიგნის 38-ე გვერდზე აღნიშნულია, რომ ვახტანგ I გორგასალმა ტფილისი დააარსა 455 წელს. აღნიშნული ვერსია წყაროა, მაგრამ ინგლისურ ვერსიაში, რომლის ვერსია უამრავ უცხოურ გვერდებს აქვთ დაკოპირებული, თბილისის დაარსების თარიღად აღნიშნულია დაახლ. 479 წელი (c. AD 479), რაც სხვა თუ არაფერი მიახლოებითი თარიღია... ასე რომ არსებობს ყველაზე ძევლი ბეჭდური ვერსია და თბილისის დაარსების თარიღი უნდა შეიცვალოს! ასევე იხილეთ წიგნი: მოსე ჯანაშვილის საქართველოს დედა-ქალაქი ტფილისი[4], გამოცემული ქუთაისში, ღამბაშიძის სტამბაში, 1899 წელს, რომლის მე-8 გერდზე წერია:"მაშასადამე, უწინარეს ჟამს ტფილისი ყოფილა სოფელი, შემდეგ იგი ციხე-სიმაგრედ* შექმნილა (379 წ.) და მერე ქალაქად ვახტანგ გორგასლის დროს). პატივისცემით: ლაშა თანდილაშვილი-გოგოლაური 06:21, 25 აგვისტო 2018 (UTC)
- შენიშვნა: ციხე-სიმაგრე ძველ ლიტარატურაში დეფისითაა გამოყოფილი (ციხე-სიმაგრე) და არასწორია - ციხესიმაგრე!
- @Lasha-george: პირველ რიგში ძველი წიგნი რას წერს არ ვიცი, მაგრამ ქსე დეფისის გარეშე გვიწერს და შესაბამისად სწორი ფორმაა ციხესიმაგრე. დაარსების თარიღს რაც შეეხება: ხშირად ქართული და ინგლისური წყაროები სხვადასხვა მონაცემს წერს. თუ ენვიკი-ში რამე შესაცვლელია, მაშინ ეს იქ უნდა დაწერო და წყაროები წარუდგინო მომხმარებლებს. გიო ოქრო 08:09, 25 აგვისტო 2018 (UTC)
გამარჯობა გიორგი! კარგი, ციხესიმაგრესთან დაკავშირებით დაგეთანხმები. რაც შეეხება თბილისის დაარსების თარიღს, ინგლისურ და ფრანგულ ვიკიპედიებს წარედგინა და აქ ხომ არ შეგვეცვალა? 455 წელი დაარსების და 379 წელი პირველად მოხსენიების თარიღად? პატივისცემით: ლაშა თანდილაშვილი-გოგოლაური 08:14, 25 აგვისტო 2018 (UTC)
- @Lasha-george: თუ შეგიძლია (მე არ ვარ ქალაქში) ქსე-ში შეამოწმე სტატია "თბილისი" და შესაძლოა იქაც იყოს წელი მითითებული, სექციაში "ისტორია". გიო ოქრო 17:57, 25 აგვისტო 2018 (UTC)
- „უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს“. (ასე წერია ქსე-ში). @Lasha-george: ზუსტი თარიღის მითითებისას მიუთითე ქართული წყარო. (ინგლ., ფრანგ. ვიკიპედია - წყარო არ არის)--ცანგალა 19:28, 25 აგვისტო 2018 (UTC)
- რახან ქსე ზუსტ თარიღ არ წერს, მაშასადამე იგი უცნობია. სავარაუდოდ ისტორიკოსები პირდაპირ ვერ ეთანხმებიან ვახუშტის ცნობას. ამიტომ ვფიქრობ, რომ მივუთითოთ თარიღი და წყაროსთან (სქოლიოს სახით) ერთად დავურთოთ, რომ ეს ვახუშტი ბატონიშვილის ვერსიაა და არა დადასტურებული ფაქტი. გიო ოქრო 05:43, 26 აგვისტო 2018 (UTC)
- „უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს“. (ასე წერია ქსე-ში). @Lasha-george: ზუსტი თარიღის მითითებისას მიუთითე ქართული წყარო. (ინგლ., ფრანგ. ვიკიპედია - წყარო არ არის)--ცანგალა 19:28, 25 აგვისტო 2018 (UTC)
თბილისის წარმოშობის თარიღის შესახებ
რედაქტირებამოგესალმებით: მოკლედ, ჩემს ზემოთ მოყვანილ წყაროში წერია, რომ ტფილისი ყოფილა სოფელი უკვე იბერიის სამეფოს პერიოდში. მოგვიანებით 379 წელს (აქ გავიხსენოთ ინგლისურ წყაროში შეცდომით და უსაფუძვლოდ მითითებული 479 წელი!) დაარსებულა ციხესიმაგრე. გიორგი ოქრო, თბილისის დაარსების თარიღად 455 წელს მიუთითებს არისტო ქუთათელაძე. ტიფლისად ბერძნები, არაბები და თურქნი მოიხსენიებდნენ, ასე გავრცელდა თბილისის სახელი ევროპაში. ლეონტი მროველი ცხორებასა ქართუელთა მეფეთას მეორე თავის, 92-ე გვერდზე[5] ვკითხულობთ: "ხ ო ლ ო მცხეთოს, რომელი უგმირე იყო ძმათა, ესე დარჩა საყოფელთა მამისა მათისათა ქართლოსისათა, რომელსა აწ ჰქუიან არმაზი; და მანვე აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მტკურისა და არაგუისათა, და უწოდა სახელი თუისი მცხეთა, და დაიპყრა ქუეყანა ტფილისითგან და არაგვითგან დასავლით ვიდრე ზღუამდე სპერისა". ასევე, მოსე ჯანაშვილის წიგნის მე-8 გვერდზე: "საქართველოს დედა-ქალაქი ტფილისი" დაწერილია: "მაშასადამე უწინარეს ჟამს ტფილისი ყოფილა სოფელი, შემდეგ იგი ციხე-სიმაგრედ შექმნილა (379 წ.) და მერე ქალაქად ვახტანგ გორგასლის დროს". მაშასადამე, ტფილისი მცხეთოსის დროს უკვე არსებულა. ტფილისი (მეგრულად - ქართი) დაკავშირებულია ქართველთა ეთნარქ ქართლოსთან ე. ი. ქართლთან. ქართლოსის დაარსებულია ქართლი და ასევე ტფილისი (მეგრულად ქართი) - როგორც სოფელი. სოფელი თბილისი არსებულა 379 წლამდე, ამ წელს, როგორც უკვე ვთქვით ციხესიმაგრე თბილისი აშენებულა. 455 წელს კი ვახტანგ გორგასალმა დააარსა ქალაქი თბილისი. დაჩიმ კი სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გამდოიტანა. პატივისცემით: ლაშა თანდილაშვილი-გოგოლაური 08:30, 26 აგვისტო 2018 (UTC)— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Lasha-george (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- 479 წელი, როგორც თბილისის დაარსების თარიღი ინგლისურ ვიკიპედიაში დიდი ხნის განმავლობაში იყო მითითებული, მაგრამ იქვე თარიღთან აღნიშნული იყო: საჭიროებს წყაროს მითითებას. წყარო კი არ იყო მითითებული, მეტიც, დაუდგენელია თუ საიდან იყო მოტანილი აღნიშნული თარიღი. ზემოთ კი მოყვანილია დაახლოებითი ვარაუდი თუ საიდან (100 წლიანი განსხვავება). ამჟამად ჩასწორდა თარიღი (455 წელი) ინგლისურ ვიკიპედიაში წყაროს მითითებით და მე ვფიქრობ უპრიანია ეს თარიღი ქართულ ვიკიპედიაშიც მიეთითოს. გმადლობთ.Lasha-george განხილვაწვლილი 09:25, 24 დეკემბერი 2019 (UTC)
- ქართლის ცხოვრება არის პირველადი წყარო და არ გამოდგება ამ შემთხვევაში. ამ ფაქტის დასამოწმებლად გვჭირდება სანდო მეორეული წყარო. იხ. ვპ:წამო.--Melberg მიწერა 13:10, 28 დეკემბერი 2019 (UTC)
- თბილისის დაარსების თარიღი, ინგლისურ ვიკიპედიაში მითითებული იყო იყო შემდეგი სახით: 479 წელი [წყარო არ არის მითითებული 1789 დღე], წყაროს მიუთითებლად. შესწორება იქნა შეტანილი წყაროს მითითებით და მე ვფიქრობ, უპრიანი იქნება ქართულ ვიკიპედიაში მსგავსი შესწორება იქნას შეტანილი. ზემოთ, ასევეა თბილისის ციხის პირველად მოხსენიების თარიღი: 379 წელი, მანამდე ქართლის ცხოვრება იხსენიებს, რომ თბილისი იყო სოფელი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ როგორც ციხე ქალაქი, 379 წელი უნდა მიეთითოს პირველად მოხსენიების გასწვრივ, ინფოდაფაში (აქ მახსენდება ინგლისურ ვიკიპედიაში ადრე მითითებული 479 წელი!). თბილისის ციხე ხომ იგივე ნარიყალააა — კალას გვიანდელი სახელწოდება. ამის შესახებ ადმინისტრატორს (მიხეილს) უკვე მივმართე, ვნახოთ რას გადაწყვეტს. ერთმნიშვნელოვნად ცალსახაა რომ 479 წელი წყაროს გარეშეა და გაუგებარია თუ საიდანაა მოტანილი. ქართლის ცხოვრების წყაროდ გამოყენებას არც ვამბობ, რადგან ქართლის ცხოვრება ძველი დროის სოფელ თბილისს წარმოგვიდგენს, მაგრამ როგორც თბილისის ციხე ქალაქი, 379 წელია მისათითებელი, დაარსების წყაროს ინფოდაფის გრაფაში კი 455 წელი. სწორედ სანდო და მეორეული წყაროა – კონსპექტი საქართველოს ისტორიიდან შედგენილი ა. ქუთათელაძისგან. რვეული I. თბილისი, 1900. გვერდი 38. პატივისცემით: Lasha-george განხილვაწვლილი 09:09, 29 დეკემბერი 2019 (UTC)
- მეტიც, ვარაზ-ბაკურის დროს იხსენიება პირველად თბილისის ციხის აგება და თარიღად წყაროებში მითითებულია 379 წელი! ხოლო დაარსების თარიღი 455 წელია.Lasha-george განხილვაწვლილი 09:26, 29 დეკემბერი 2019 (UTC)
- 1900 წელს გამოცემული წიგნზე ახალი კვლევა თბილისზე არ არსებობს? ზოგადად, თუ წიგნის გამოცემიდან გასულია 50 წელზე მეტი, ის უკვე შეიძლება მივიჩნიოთ მოძველებულად. თუ ამჟამინდელ თარიღს არა აქვს წყარო მითითებული, მისი ჩასწორება სასურველია, ოღონდ თანამედროვე წყაროთი და არა (პირდაპირი მნიშვნელობით :) მეფის დროს გამოცემულით.--Melberg მიწერა 12:59, 29 დეკემბერი 2019 (UTC)
- მეტიც, ვარაზ-ბაკურის დროს იხსენიება პირველად თბილისის ციხის აგება და თარიღად წყაროებში მითითებულია 379 წელი! ხოლო დაარსების თარიღი 455 წელია.Lasha-george განხილვაწვლილი 09:26, 29 დეკემბერი 2019 (UTC)
- თანამედროვე კვლევის საფუძველზე ამ მიმართულებით თარიღი არ დადგენილა. სწორედ 1900 წლის გამოცემული წიგნია წყარო ამ დროისათვის, მაგრამ 479 წელი ნამდვილად არასწორი თარიღია. ამ საკითხზე დავა უადგილოა, რადგან 455 წელი საფუძვლიანია და წყაროც აქვს. მეფის დროს არაა გამოშვებული, ცარიზმის პერიოდია.--Lasha-george განხილვაწვლილი 13:59, 29 დეკემბერი 2019 (UTC)
- ცარი მერე არაა მეფე?) 1900 წელს გამოცემული წიგნის გამოყენება არის უადგილო, რადგანაც უამრავი კვლევა გაკეთდა ამის შემდეგ. @Lasha-george: თქვენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის თანამედროვე წყაროს მოძიება, რომელიც ან დაადასტურებს 1900 წელს გამოცემული წიგნის რელევანტურობას (რაც არამგონია მოძიებადი იყოს), ან პირდაპირ მოიყვანს თბილისის დაარსებად თქვენს მიერ მიწოდებულ თარიღს. --Melberg მიწერა 14:05, 29 დეკემბერი 2019 (UTC)
- ჩვენი მეფე აღარ იყო, რუსეთის ცარიზმი იყო დამყარებული, ეს ვიგულისხმე. მე ასე ვთვლი, რომ 455 წელი უნდა იყოს მითითებული და სადაო თუა ეს, მაშინ იყოს 479 წელი მითითებული. ვმეორდები რომ წყარო რაცაა ის უნდა მიეთითოს, რა შუაშია უახლესი კვლევა და 1900 წელს გამოცემული წყარო უადგილოა? წყარო ხომ არის, ამაში არ მეთანხმები? 479 წელი სადმე არის მითითებული რომ წყაროა?--Lasha-george განხილვაწვლილი 14:13, 29 დეკემბერი 2019 (UTC)
- @Lasha-george: იყოს ცარი, რა მნიშვნელობა აქვს :) წყაროები განსხვავებული არსებობს: მე რომ წიგნი დაგილინკეთ, იქ წყაროებს შორის განსხვავებაზეც წერია. ამ შემთხვევაში მე არ ვდავობ კონკრეტული თარიღის მითითებაზე per se: მე ვაყენებ ხარისხის (სანდოობის) მოთხოვნას ინფორმაციის წყაროზე. 1900 წელს გამოცემულ წიგნთან დაკავშირებით არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ის უბრალოდ მოძვლეებულია, შესაბამისად ვერ გამოდგება სანდო წყაროდ (ვიკიპედიაში განთავსებული ინფორამცია უნდა იყოს სანდო და გადამოწმებადი - მიუხედავად იმისა, რომ გადამოწმებადობის მოთხოვნა სრულდება, სანდოობასთან არის სერიოზული პრობლემა.--Melberg მიწერა 14:18, 29 დეკემბერი 2019 (UTC)
- ამას ვიძახი და მეც მაგას ვფიქრობ რომ ნაცვლად 479 წლისა, რომელსაც წყარო არ გააჩნია უნდა მიეთითოს 455 წელი წყაროს მითითებით. ანუ წყაროს ვუთითებთ ა. ქუთათელაძის წიგნს და მემგონი ეს დანაშაული არაა. სანდოობას რაც შეეხება, წყარო მოძველებულად ჩაითვალოს ამის საფუძველს ვერ ვხედავ ამ მიმართულებით, წიგნები კი დაიწერა, რომელიც ამ კვლევებს ეყრდნობოდა, რომ ვარაზ-ბაკურმა ააგო თბილისის ციხე, როგორც მცხეთის ზღუდე, იგივე კალა (დღევანდელი ნარიყალა), შემდეგ კი როგორც ქალაქი 455 წელს აშენდა, როგორც ციხე ქალაქი, ანუ ნარიყალის ციხის გარდა დაბლობზე მდინარე მტკვრამდე და აბანოებიდან დღევანდელი 300 არაგველის ობელისკამდე გადაიშალა თბილისი, რომელსაც გალავანი გააჩნდა.--Lasha-george განხილვაწვლილი 14:30, 29 დეკემბერი 2019 (UTC)
- მაგალითად, რომელი წიგნი?--Melberg მიწერა 14:37, 29 დეკემბერი 2019 (UTC)
- თბილისის ისტორია. მე-7 გვერდის ბოლო აბზაცი. არის ასევე ბევრი საინტერესო ცნობა ამ სახელმძღვანელოში.Lasha-george განხილვაწვლილი 14:41, 29 დეკემბერი 2019 (UTC)
- თბილისის ისტორიაში საუბარია მხოლოდ [ციტატა] დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნის მეორე ნახევარში მომხდარა - ზუსტი თარიღი არ არის მითითებული.--Melberg მიწერა 14:55, 29 დეკემბერი 2019 (UTC)
- თბილისის ისტორია. მე-7 გვერდის ბოლო აბზაცი. არის ასევე ბევრი საინტერესო ცნობა ამ სახელმძღვანელოში.Lasha-george განხილვაწვლილი 14:41, 29 დეკემბერი 2019 (UTC)
- ხოდა მელბერგ, ა. ქუთათელაძის წყაროს ნუ იწუნებ. 479 წლისგან განსხვავებით, 455 წელს წყარო მაინც აქვს.--Lasha-george განხილვაწვლილი 15:02, 29 დეკემბერი 2019 (UTC)
- რას ნიშნავს წყაროს ნუ იწუნებ? ნებისმიერი წყაროს დაწუნება აუცილებელია სანდო და გადამოწმებადი წყაროების მოსაძიებლად. ამ ეტაპზე, სტატიის ძირითად ტექსტში უნდა მიეთითოს თბილისის დაარსების თარიღად ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნის მეორე ნახევარი - ხოლო სქოლიოში შესაძლებელია მიეთითოს, რომ ა. ქუთათელაძე 1905 წელს თბილისის დაარსების თარიღად 455 წელს მიუთითებს. --Melberg მიწერა 10:07, 30 დეკემბერი 2019 (UTC)
- V საუკუნე ჯერ ეს ერთი, 1900 წელს გამოცემული წიგნიდან, ეგ მეორე. რაც შეეხება დაარსების თარიღს, მიეთითოს 455 წელი სქოლიოში პირდაპირ.--Lasha-george განხილვაწვლილი 14:11, 30 დეკემბერი 2019 (UTC)
- საქმეც ამაშია, რომ თბილისის ისტორიაში IV საუკუნის მეორე ნახევარზეა საუბარი) იხილე მეშვიდე გვერდი.--Melberg მიწერა 14:17, 30 დეკემბერი 2019 (UTC)
- ბოდიში, მაგრამ კარგად წაიკითხე მელბერგ, თბილისის ციხის აშენებაა ნაგულისხმევი, ზუსტად წიგნი არ მახსოვს, სადაც მითითებულია 379 წელი (IV საუკუნის მეორე ნახევარი).
- მოკლეთ, ისტორიულად თბილისის ციხე, რომელიც იგივე ნარიყალაა, მანამდე მცხეთის დასაცავად აიგო და 379 წელია მისი პირველად მოხსენიების წელი, რადგან თბილისის ციხე, ქალაქის ფუნქციასაც ატარებდა, ხოლო 455 წელი, რადგან ნახსენებია ეს თარიღი შეგვიძლია რომ სქოლიოდ მივუთითოთ, მაგრამ არაა საჭირო დაიწეროს V საუკუნე.Lasha-george განხილვაწვლილი 14:27, 30 დეკემბერი 2019 (UTC)
- პირველი ხსენება – 379 მოსე ჯანაშვილი "საქართველოს საქართველოს დედა-ქალაქი ტფილისი". საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ქუთაისი: ღამბაშიძის სტამბა, 1899. გვერდი 8.
- დაარსდა – 455 კონსპექტი საქართველოს ისტორიიდან შედგენილი ა. ქუთათელაძისგან. რვეული I. თბილისი, 1900. გვერდი 38.Lasha-george განხილვაწვლილი 14:39, 30 დეკემბერი 2019 (UTC)