გამარჯობა
გამარჯობა (იაპონ. が〜まるちょば, ინგლ. Gamarjobat) — იაპონელი კომიკოსების დუეტი, რომლის შემადგენლობაში არიან Ketch! (კომიკოსი წითელი იროკესით) და HIRO-PON (კომიკოსი ყვითელი იროკესით). დუეტი მუშაობს მუნჯური სკეტჩების, პანტომიმასა და ფიზიკური კომედიის ჟანრში. თავიანთ თამაშში ისინი აერთიანებენ მასხრობას და აბსურდულ სტილს[1][2][3][4].
ისტორია
რედაქტირებაKetch! (იაპონ. ケッチ!) და HIRO-PON (იაპონ. ヒロポン) პანტონიმით დაკავდნენ ჯერ კიდევ 1990-იანებში, მონაწილეობდნენ ფესტივალებში, დგამდნენ შესანიშნავ გამოსვლებს.
პირველად ისინი შეხვდნენ Asian Mime Festival-ზე ნაგანოში 1995 წელს. იუმორზე საერთო აზრის პოვნით, 1997 წელს მათ გადაწყვიტეს გაერთიანებულიყვნენ სახელით Hige-mayuge, და უკვე დუეტით გასცემდნენ ქუჩის-გამოსვლებს მსხვილ ქალაქებში. სახელწოდება Hige-mayuge (იაპონ. ひげまゆげ) პირდაპირ ნიშნავს წვერი და წარბები: Ketch!-ს ჰქონდა წვერი, ხოლო HIRO-PON — სქელი წარბები[5][6].
1999 წელს საერთაშორისო ფესტივალზე შტრალზუნდიში (ინგლ. Stralsund International Mime Festival) მათ შეცვალეს სახელი გამარჯობა-ზე. ფესტივალზე გაიცნეს ბავშვთა მოცეკვავე წყვილი საქართველოდან. ქართულად მისალმების სიტყვას ისინი ხუმრობით ყოველთვის გამოიყენებდნენ დიალოგებში თუნდაც „დილამშვიდობის“, „გემრიელია!“, „შესანიშნავიას“ ნაცვლად. კომიკებს ძალიან მოეწონათ ფესტივალზე გატარებული დრო და ამ სიტყვის ჟღერადობა ამიტომ თავიანთ დუეტს სახელი გადაარქვეს[5][7][8].
გამარჯობა-ს ერთ-ერთი გამორჩეული ნიშანია — ვარცხნილობა, იროკესი. დუეტი ძალიან ბევრ სხვადასხვა ვარცხნილობას სინჯავდა თუმა საბოლოოდ მაინც ამაზე ჩერდებოდა, რადგან მათ უფრო სასაცილოდ მიაჩნდათ, განსაკუთრებით აზიური ფიზიკურობის ხალხზე, ის ეგრევე იქცევს ყურადღებას და ასხვავებს სხვებისგან[2].
გამარჯობა-მ გარკვეულ პოპულარობას მიაღწია დიდ ბრიტანეთში გამოსვლებით. ენდბურგში ფრიდჯის ფესტივალზე გამოსვლისას, არაერთხელ აუწყვიათ ანშლაგი და მიუღიათ ჯილდოები ჟიურის წევრებისგან[9][10]. 2006 წელს ჩაატარეს ტურნე A Shut Up Comedy From Japan დიდი ბრიტანეთის ქალაქებში. ჩნდებოდნენ ბრიტანულ ტელევიზიაში ცნობილ საბავშვო გადაცემაში Blue Peter და საბავშვო ნიჭიერის გადაცემაში The Slammer, სადაც მაყურებელმა მეორე სეზონის პირველი ეპიზოდის გამარჯვებულად გამოაცხადა ისინი. 2009 წლის თებერვალში BBC უშვებს გადაცემას დუეტის შესახებ Ketch! & HIRO-PON Get It On. 2011 წლის თებერვალში ისინი ჩნდებიან ტელეარხი ITV-ის საპარასკევო საღამოს შოუში Comedy Rocks with Jason Manford (ვიდეო).
2014 წლიდან გამარჯობა გამოდის საკუთარ სატელევიზიო გადაცემაში იაპონ. すくすくぽん!(Sukusukupon!)[11][12].
2014 წელს დუეტმა შექმნა პროექტი The Gamarjobat Company, რომლის ფარგლებშიც ისინი პანტომიმას ჟანრში სხვა არტისტებთან ერთად გამოდიან. ამ პროექტის მიზანი იყო პანტომიმის როგორც ჟანრის გავრცელება. მსახიობები პროექტისთვის არჩეულნი იყვნენ The Gamarjobat Project-ის საშუალებით, შემდგარი 2010 წელს, პროექტის საშუალებით ისინი გაეცვნენ პანტომიმას და მუნჯურ კომედიას[2]. 2015 წელს ახალი პროექტის პრემიერა შედგა იაპონიაში ტურის The Gamarjobat Company 1st Japan Tour გამოსვლაზე[13].
მთლიანობაში გამარჯობა 30-ზე მეტ ქვეყანაში 200-ზე მეტ ფესტივალზე გამოჩნდა. ბოლო პერიოდში გამარჯობა ძირითადად საკუთარ სამშობლოში მოღვაწეობს — ატარებენ ტურნეს იაპონიის ქალაქებში (Silent Comedy Japan Tour), რეგულარულად ჩნდებიან იაპონიის რადიო და ტვ შოუებზე[14].
Ketch!
რედაქტირებაKetch! — ეს კეისუკე უჩიდაა (იაპონ. 内田圭介). ის დაიბადა 1976 წელს (დაუზუსტებელი თარიღია)[5].
- დებიუტი ტელევიზიაში ჰქონდა როგორც მიმი 10 წლისას
- 1990 — დაიწყო პანტომიმის შესწავლა ტოკიოს პანტონიმის მუზეუმში (ინგლ. Tokyo Mime Institute)
- 1992 — სწავლობდა კლუნის ხელოვნებას, ჟონგლიორობას ლონდონში
- 1993 — დაიწყოქუჩის გამოსვლების მოწყობა ტოკიოში
- 1995-1998 — სოლო გამოსვლები სცენაზე
- 1998 — გამოსვლა Chunchon International Clown Mime Festival-ზე კორეაში
- 1998 — გამოსვლა Inchon International Clown Mime Festival-ზე კორეაში
- 1999 — გამოსვლა Polyphonic Arts-ზე პრაღაში, ჩეხეთი
- 1999 — გამოსვლა Stralsund International Mime Festival-ზე გერმანია
- 1999 — მონაწილეობა მიიღო Daidogei World Cup-ზე სიძუოკეში.
HIRO-PON
რედაქტირებაHIRO-PON — ჰიროსი იოსიმია (იაპონ. 吉見ヒロシ). დაიბადა 1971 წელს (დაუზუსტებელი თარიღი)[5].
- 1992 — დაიწყო პანტომიმის შესწავლა პანტომიმის თეატრში (ინგლ. Mime Theatre Pierrot-kan) ფუტიუში
- 1994-1995 — გამოდიოდა მთელ იაპონიაზე Mime Wonderland-ის შემადგენლობაში
- 1994-1998 — სოლო გამოსვლები სცენაზე
- 1995-1997 — მონაწილეობა მიიღო Daidogei World Cup-ზე სიძუოკეში
- 1998 — გამოსვლა Inchon International Clown Mime Festival-ზე კორეაში
- 1998 — გამოსვლა Youth Culture and Arts Festival-ზე კიონსონის უნივერსიტეტი, კორეა
- 1999 — გამოსვლა Polyphonic Arts-ზე პრაღა, ჩეხეთი
- 1999 — გამოსვლა Stralsund International Mime Festival-ზე გერმანიაში
ჯილდო და აღიარებები
რედაქტირება- 2004 — „The Dubble Act Award“, ედინბურგში ფრინჯის ფესტივალი (დიდი ბრიტანეთი)
- 2004 — გრან-პრი Nippon Television Art Daidogei (იაპონია)
- 2005 — „The Tap Water Award“, ედინბურგში ფრინჯის ფესტივალი (დიდი ბრიტანეთი)
- 2006 — „The Best International “, Brighton Fringe, დიდი ბრიტანეთი
- 2007 — იპონიის რედაქციის Newsweek-ის მიერ ჩაეწერნენ „100 ყველაზე პატივისცემული იაპონიის მოღვაწეს“ სიაში.
გამოსვლები
რედაქტირებამხოლოდ საზღვარგარე გამოსვლები[15][16], უფრო ვრცელი სია ოფიციალურ საიტზე.
- 2000 — Edinburgh Festival Fringe (ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი)
- 2001 — Chunchoen International Mime Festival (ჩუნჩონი, სამხრეთი კორეა)
- 2001 — Zurich Theatre Spectacle (ციურიც, შვეიცარია)
- 2001 — Stralsund International Mime Festival (შტრალზუნდი, გერმანია)
- 2002 — Incheon International Crown Mime Festival (ინჩონი, სამხრეთი კორეა)
- 2002 — Edinburgh Festival Fringe (ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი )
- 2002 — Festival D’Aurillac (ორიაკი, საფრანგეთი)
- 2002 — Fira de Teatre al Carrer de Tarrega (ტარეგა, ესპანეთი)
- 2002 — International Festival of Non-verbal Arts (ხოვრახი, ინდოეთი)
- 2003 — International Overijssels Street Theatre Festival (ოვერეისელი, ნიდერლანდები)
- 2003 — Manchester Live Festival (მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი)
- 2003 — Edinburgh Festival Fringe (ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი)
- 2003 — Festa Major Cardedeu (კარდაზეუ, ესპანეთი)
- 2003 — Plaisir D’Humour (პონტარლიე, საფრანგეთი)
- 2003 — Zurich Theatre Spectacle (ციურიხი, გერმანია)
- 2003 — Festival International de Spectacles Jeune Public (ტონონ-ლე-ბინი, საფრანგეთი)
- 2003 — Fete des Artistes de Chassepierre (შასპიერი, ბულგარეთი)
- 2003 — St.Rosa Festival (სიტარდი, ნიდერლანდები)
- 2004 — Tête-à-Tête (რაშტატი, გერმანია)
- 2004 — Umore Azoka Leioa (ლეხონა, ესპანეთი)
- 2004 — Parade Nanterre (ნანტერი, საფრანგეთი)
- 2004 — Pantomime in Bangkok 7 (ბაგკოკი, ტაილანდი)
- 2004 — Edinburgh Festival Fringe (ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი) — ჯილდო „The Dubble Act Award“
- 2004 — London Christmas Event (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი)
- 2004 — Arosa Humor Festival (აროზა, შვეიცარია)
- 2004 — Josh Gawronski Brothers Show (ვერონა, იტალია)
- 2005 — Christchurch World Buskers Festival (კრაისტჩერჩი, ახალი ზელანდია)
- 2005 — Nelson Buskers Festival (ნელსონი, ახალი ზელანდია)
- 2005 — Fremantle Street Art Festival (ფრიმანტლი, ავსტრალია)
- 2005 — Joondalup Buskers Festival (ჯუნდალუფი, ავსტრალია)
- 2005 — Melbourne International Comedy Festival (მელბურნი, ავსტრალია)
- 2005 — NZ International Comedy Festival (ოკლენდი/ველინგტონი, ახალი ზელანდია)
- 2005 — Chuncheon International Mime Festival (ჩუნჩონი, სამხრეთი კორეა)
- 2005 — Bad Hersfeld Festival (ბად-ხერსფელდი, გერმანია)
- 2005 — Prades Nanterre (პარიზი, საფრანგეთი)
- 2005 — Kulturwochenende Crailsheim (კრაილსხაიმი, გერმანია)
- 2005 — Street Art Festival Linz (ლინცი, ავსტრია)
- 2005 — International Lachfestival (ჰაუტხალენ-ჰელხტერენ, ბულგარეთი)
- 2005 — Vlissingen Straattheater Festival (ფლისინგენი, ნიდერლანდები)
- 2005 — Overijssel op Straat (ოვერეისელი, ნიდერლანდები)
- 2005 — Pantomime in Bangkok 8 (ბანგკოკი, ტაილანდი)
- 2005 — Internationaal Lachfestival (ბულგარეთი)
- 2005 — Edinburgh Festival Fringe (ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი) — ჯილდო „The Tap Water Award“
- 2005 — Coffs Harbour Buskers Festival (კოფს-ჰარბორი, ავსტრალია)
- 2005 — Street Theater Festival Brackenheim (ბრაკენჰაიმი, გერმანია)
- 2006 — London International Mime Festival (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი)
- 2006 — შოუ „A Shut Up Comedy From Japan“ (კუალა-ლუმპური, მალაიზია)
- 2006 — Mini Fringe 2(საბერძნეთი)
- 2006 — Festival of Fools (ბელფასტი, ირლანდია)
- 2006 — შოუ „A Shut Up Comedy From Japan“ (პუჩონი, სამხრეთი კორეა)
- 2006 — Big Splash Street Festival (ბრაიტონი, დიდი ბრიტანეთი)
- 2006 — შოუ „A Shut Up Comedy From Japan“ (სლაუ/ოქსფორდი/დირბი/ნოტინგემი, დიდი ბრიტანეთი)
- 2006 — Brighton Festival Fringe (ბრაიტონი, დიდი ბრიტანეთი) — ჯილდო „The Best International Act Award“
- 2006 — Pantomime in Bangkok 9 (ბანგკოკი, ტაილანდი)
- 2006 — Singapore Arts Festival at the ESPLANADE (სინგაპური, სინგაპური)
- 2006 — Childrens International Art Festival (ბრაკნელი, დიდი ბრიტანეთი)
- 2006 — Cardiff Street Festival (კარდიფი, დიდი ბრიტანეთი)
- 2006 — Watch This Space National theatre (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი)
- 2006 — Edinburgh Festival Fringe (ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი)
- 2007 — World Buskers Festival (კრაისტჩერჩი, ახალი ზელანდია)
- 2007 — შოუ „A Shut up comedy from Japan Returns“ (კუალა-ლამპური, მალაიზია)
- 2007 — European Tour 2007 (დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ნორვეგია)
- 2007 — Stavanger Festival (სტავანგერი, ნორვეგია)
- 2007 — Street Performance World Championship (დუბლინი, ირლანდია)
- 2007 — Brighton Festival Fringe (ბრაიტონი, დიდი ბრიტანეთი) — ჯილდო „The Argus Angel Award“
- 2007 — Cirque Bijou (ბრისტოლი, დიდი ბრიტანეთი)
- 2007 — Edinburgh Festival Fringe (ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი)
- 2007 — Komedia Brighton (ბრაიტონი, დიდი ბრიტანეთი)
- 2007 — Bath Fringe Festival / Spiegeltent (ბათი, დიდი ბრიტანეთი)
- 2008 — Stagione Teatrale 2008 (როზა/სანდრა/ვენეცია, იტალია)
- 2008 — Salisbury International Festival (სოლსბერი, დიდი ბრიტანეთი)
- 2008 — Spring Tour 2008 (ოქსფორდი/ოლდერშოტი, დიდი ბრიტანეთი)
- 2008 — Brighton Festival Fringe (ბრაიტონი, დიდი ბრიტანეთი)
- 2008 — Edinburgh Festival Fringe (ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი)
- 2008 — შოუ „A Shut Up comedy from Japan. Western“ (კუალა-ლამპური, მალაიზია)
- 2009 — შოუ „Gamarjobat Rock’n Roll Penguine“ (ნიუ-იორკი, აშშ)
- 2009 — Vodacom Funny Festival (კეიპთაუნი)
- 2009 — შოუ „Silent Comedy in Korea“ (სეული, სამხრეთი კორეა)
- 2009 — შოუ „Gamarjobat en Mexico“ (მეხიკო, მექსიკა)
- 2012 — შოუ „Gamarjobat Show“, Flipside 2012 (სინგაპური)
- 2012 — Special Theater Opening Performance, Expo 2012 Yeosu Korea (იოსუ, სამხრეთი კორეა)
- 2012 — Vodacom Funny Festival (კეიპთაუნი)
- 2012 — Marrakech du rire (მარაკეში, მაროკო)
- 2013 — შოუ „Gamarjobat“ (თბილისი, საქართველო)
- 2013 — The Risadaria Festival (სან-პაულო, ბრაზილია)
- 2013 — Komedia Brighton (ბრაიტონი, დიდი ბრიტანეთი)
- 2013 — Edinburgh Festival Fringe (ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი)
- 2016 — The National Cherry Blossom Festival (ვაშინგტონი, აშშ)
ტელევიზია
რედაქტირებაგადათარგმნილია მხოლოდ საზღვარგარეთის არხები, მეტად ფართო სია ოფიციალურ საიტზე და სტატია იაპონურ ვიკიპედიაში.
- 2009 — Ketch! & HIRO-PON Get It On, BBC
- 2011 — Comedy Rocks with Jason Manford, ITV (видео)
- 2012 — Festival Marrakech du rire, M6
- 2013 — La France a un incroyable talent (შოუ Got Talent ფრანგული ვერსია), M6
- 2016 — Le Plus Grand Cabaret du monde, France 2/TV5 Monde
რადიო
რედაქტირებასია ოფიციალურ საიტზე და სტატია იაპონურ ვიკიპედიაში.
DVD
რედაქტირება- 2007 — Gamarjobat Street Live Show in New Zealand! World Buskers Festival 2007[17]
- 2009 — იაპონ. うるまでが~まる 1-6[18]
- 2010 — იაპონ. セリフのない!?ドラマ? が~まるちょばのつたえる、つなぐ[18]
- 2011 — Gamarjobat Silent Comedy Japan Tour 2010[18]
- 2012 — Gamarjobat Silent Comedy Japan Tour 2011[18]
- 2013 — Gamarjobat in Georgia[18]
- 2014 — Gamarjobat Silent Comedy Japan Tour 2012[18]
- 2015 — Gamarjobat Silent Comedy Japan Tour 2014[19]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Graeber, Laurel (2009-05-21). „Spare Times: For Children“. The New York Times. 0362-4331. ციტირების თარიღი: 2016-03-25.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Gamarjobat: Pantomime artists who have plenty to say | The Japan Times. The Japan Times. ციტირების თარიღი: 2016-03-25.
- ↑ Logan, Brian (2004-08-18). „Gamarjobat“. The Guardian (ინგლისური). 0261-3077. ციტირების თარიღი: 2016-03-28.
- ↑ arts.telegraph. Arts bulletin. Telegraph.co.uk. ციტირების თარიღი: 2016-03-28.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 Gardner & Wife's Past Productions :: Gamarjobat :: Review. www.gardnerandwifetheatre.com. ციტირების თარიღი: 2016-03-27.
- ↑ Gamarjobat Profile. www.uk-comedy.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-08. ციტირების თარიღი: 2016-03-27.
- ↑ Gardner & Wife's Past Productions :: Gamarjobat :: Review. www.gardnerandwifetheatre.com. ციტირების თარიღი: 2016-03-26.
- ↑ Finally, Georgia! en (2013-04-01). ციტირების თარიღი: 2016-03-24.
- ↑ Gamarjobat (ga-ma-jo-bat) Rock Out!. Edinburgh Festival. ციტირების თარიღი: 2016-03-28.
- ↑ Gamarjobat Official Website | Profile. www.gamarjobat.com. ციტირების თარიღი: 2016-03-28.
- ↑ すくぽん!|東海テレビ. tokai-tv.com. ციტირების თარიღი: 2016-03-25.
- ↑ tokaitvbroadcasting. (2014-12-18) 【公式】すくすくぽん! が~まるちょばパントマイム Sukusukupon! × GAMARJOBAT #01. ციტირების თარიღი: 2016-03-25.
- ↑ ザ・が〜まるちょばカンパニー 1st JAPAN TOUR. www.gamarjobat.com. ციტირების თარიღი: 2016-03-25.
- ↑ Gamarjobat Official Website | Profile en. ციტირების თარიღი: 2016-03-25.
- ↑ Gamarjobat Official Website Profile. www.gamarjobat.com. ციტირების თარიღი: 2016-03-27.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-08. ციტირების თარიღი: 2017-03-08.
- ↑ Gamarjoat: Live Street Show 2007 | Komedia Entertainment. www.komediaentertainment.com. ციტირების თარიღი: 2016-03-27.
- ↑ 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 Дискография Гамарджоба на Tower Records. tower.jp. ციტირების თარიღი: 2016-03-25.
- ↑ "GAMARJOBAT SILENT COMEDY JAPAN TOUR 2014" DVD release!. www.gamarjobat.com. ციტირების თარიღი: 2016-03-25.