გაიბოტენი
გაიბოტენი — ნასოფლარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ტყარშეტის მთის ძირში. მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1830 მეტრი, სტეფანწმინდიდან 6 კილომეტრი.
ისტორია
რედაქტირებაგაიბოტენი ქართულ საისტორიო წყაროებში XV საუკუნიდან იხსნება. სოფელი შედიოდა მდინარე თერგის მარცხენა სანაპირო ზოლის თავდაცვის ერთიან სისტემაში. სოფლის ჩრდილო-დასავლეთით არის გვირაბი, რომლითაც მოსახლეობა სოფელ თოთში იხიზნებოდა. გვრაბის თავზე ქვის კიბეებიც ყოფილა. XIX საუკუნის შუა წლებში გვირაბში ქვის კედელი ამოუშენებიათ და აქ ცხვარძროხის საწველი მოუწყვიათ. გაიბოტენი სამეფო საკუთრება იყო. მაგრამ მისი მოსახლეობის ნაწილი გერგეტის საყდრის ყმად ითვლებოდა. XVII საუკუნიდან, არაგვის ერისთავა მომძლავრების შემდეგ, სოფელზე წილი ამ ფეოდალებმაც დაიდეს. XVIII საუკუნის 70-იან წლებში მათ საკუთარი მეურნეობის სამართავად თავიაანთი მოხელეები დანიშნეს. მოსახლეობის ერთი ნაწილი მათ ემორჩილებოდა, ნაწილი კი უშუალოდ სამეფო კარს და მეფის ,,მორიგე ჯარის’’ სიაში იყო შეყვანილი. სოფლის მიდამოებში მოიპოვება გვარჯილა, რომლისგანაც კირსა და თოფისწამალს ამზადებენ.
ეკლესია
რედაქტირებასოფლის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს კვირე ღვთისშვილის ეკლესია. ეკლესია ნაგებია ქვითკირით და შეთეთრებულია კირით. სამხრეთით აქვს მოგრძო ოთხკუთხა ფორმის შესასვლელი. ჩრდილოეთით ეკლესია გორაკს ებჯინება, ამიტომ ამ მხარეს კედელი დაბალია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები ცენტრისკენაა აზიდული, რაც ორფერდა გადახურვას ქმნის. ეკლესია გადახურულია დიდი ბრტყელი ფიქალის ქვებით. კანკელი ქვითკირისაა. საკურთხეველში ტრაპეზი აგებულია სამი დიდი ბაზალტის ქვისგან. საკურთხეველი მთლიანად კირითაა შეთეთრებული.[2]
დემოგრაფია
რედაქტირება2014 აღწერის მონაცემებით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[3] | 138 | 60 | 78 |
2002[4] | 17 | 9 | 8 |
2014[1] | 0 | 0 | 0 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 630.
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 440-441.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
- ↑ ღამბაშიძე ნ., ალავერდაშვილი ქ. (2018). აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული კულტურა. თბილისი: ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, გვ. 110-111.
- ↑ სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 18.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II