ბუკიდნონის პროვინცია

ბუკიდნონის პროვინცია (სებ: Lalawigan sa Bukidnon; ტაგ: Lalawigan ng Bukidno; ჰიგ: Probinsya ta Bukidnon) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე პროვინცია ფილიპინებში, ჩრდილოეთ მინდანაოს რეიგონში. პროვინციის დედაქალაქია მალაიბალაი. ჩრდილოეთიდან საათის ისრის მიმართულებით პროვინციას ესაზღვრება: აღმოსავლეთი მისამისი, სამხრეთი აგუსანი, ჩრდილოეთი დავაო, კოტაბატო, სამხრეთი ლანაო და ჩრდილოეთი ლანაო. 2015 წლის აღწერით პროვინციის მოსახლეობა 1 415 226 ადამიანს შეადგენს.[4] პროვინციის შემადგენლობაშია 2 შემადგენელი ქალაქი და 20 მუნიციპალიტეტი. ფილიპინების მასშტაბით მესამე ადგილზეა ფართობის მიხედვით, პალავანისა და ისაბელის შემდეგ.

ადმინისტრაციული ერთეული
ბუკიდნონის პროვინცია
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი მალაიბალაი[1]
შიდა დაყოფა ბაუნგონი, კაბანგლასანი, დამულოგი, დანგკაგანი, დონ-კარლოსი, იმპასუგონგი, კადინგილანი, კალილანგანი, კიბავე, კიტაოტაო, ლანტაპანი, ლიბონა, მალაიბალაი, მალიტბოგი, მანოლო-ფორტიჩი, მარამაგი, პანგანტუკანი, კესონი, სან-ფერნანდო, სუმილაო, ტალაკაგი და Valencia
კოორდინატები 7°55′00″ ჩ. გ. 125°05′00″ ა. გ. / 7.91667° ჩ. გ. 125.08333° ა. გ. / 7.91667; 125.08333
მმართველი Jose Maria Zubiri Jr.
დაარსდა 1 სექტემბერი, 1914[2]
ფართობი 10498.59 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 1 541 308 (1 მაისი, 2020)[3]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 88
საფოსტო ინდექსი 8700–8723
ოფიციალური საიტი http://www.bukidnon.gov.ph/
ბუკიდნონის პროვინცია — ფილიპინები
ბუკიდნონის პროვინცია

სახელწოდება „ბუკიდნონი“ „მთის მკვიდრს“ ნიშნავს. პროვინციას კუნძულ მინდანაოს ჩრდილოეთ ცენტრალური ნაწილის ფართო პლატო უკავია და რეგიონისთვის საკვების მწარმოებელი მთავარი ცენტრია, განსაკუთრებით ბრინჯისა და სიმინდის წარმოებაში. პროვინციაში არაქისის, ბანანისა და შქრის ლერწმის პლანტაციებიცაა გაშენებული.

ბუკიდნონში მდებარეობს ქვეყნის მეორე უმაღლესი მწვერვალი, დულანგ-დულანგის მთა, რომელიც ზღვის დონიდან 2 938 მეტრის სიმაღლეზე, კიტანგლადის მთიანეთის შემადგენლობაშია მოქცეული.[5] კიტანგლადის (2 899 მ), კალატუნგანის (2 869 მ), მააგნავის (2 742 მ), ლუმულუიავის (2 612 მ) და ტუმინუნგანის (2 400) მთები, შესაბამისად, ფილიპინების მე-4, მე-5, მე-8, მე-17 და 30-ე უმაღლესი მწვერვალები ბუკიდნონში მდებარეობს.[6]

2018 წლსი აუდიტის კომიის მონაცემებით (გამოქვეყნდა 2019 წელს) ბუკიდნონი ფილიპინების პროვინციებს შორის მე-5 ყველაზე მდიდარ პროვინციად დასახელდა.[7]

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ხედი მუსუანის მწვერვალიდან. ზედა მარჯვენა ნაწილში კალატუნგანის მთიანეთის მთისწინეთები ჩანს

ბუკიდნონი ზღვაზე გასასვლელის არმქონე პროვინციაა მინდანაოს ჩრდილოეთ ცენტრალურ ნაწილში. პროვინციის ჩრდილოეთით აღმოსავლეთი მისამისი და კაგაიან-დე-ორო მდებარეობს, სამხრეთით — ჩრდილოეთი კოტაბატო და დავაო, აღმოსავლეთით — სამხრეთი აგუსანი და ჩრდილოეთი დავაო, ხოლო დასავლეთით სამხრეთი ლანაო. პროვინცია მოქცეული ჩრდილოეთის 7°25' და 8°38 განედა და აღმოსავლეთის 124°03' და 125°16' მერიდიანს შორის. დედაქალაქია მალაიბალაი, რომელიც მანილიდან 850 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. კაგაიან-დე-ოროდან მალაიბალაიმდე 91კმ-ის სიგრძის სახმელეთო გზაა.

პროვინციის ორი მთავარი ღირსშესანიშნაობაა კიტანგლადის მთა და მდინარე პულანგი. კიტანგლადის მწვერვალი ზღვის დონიდან 2 899 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მდინარე პულანგი პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში მიედინება და რიო-გრანდე-დე-მინდანაიოს სისტემაში შედის.

პროვინციის ფართობი 10 498.59 კმ²-ია ფართობის მიხედვით იგი უდიდესი პროვინციაა კუნძულ მინდანაოზე. ბუკიდნონი კუნძულის 59%-ს მოიცავს. რეგიონის არალითონური მინერალური დანალექი ქანების 80% ბუკიდნონის პროვინციაში მოიპოვება: თეთრი და წითელი თიხა, ოქრო, სპილენძი, ქრომიტი, სერპენტინიტი, მანგანუმი, კვარცი და კირქვა.

ტოპოგრაფია

რედაქტირება
 
ფიჭვის მინდვრები ბუკიდნონში

პროვინციის დიდი ნაწილი პლატოს მოიცავს, თუმცა სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში მთიანი რელიეფია. პროვინციის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდნა 915 მეტრს შეესაბამება. ცენტრალურ ნაწილში ჩამქრალი ვულკანი კიტანგლადია, რომლის მწვერვალიც ზღვის დონიდან 2 899 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სამხრეთ ნაწილში კიდევ ორი მთა: კალატუგანი და ტანგკულანი მდებარეობს, რომელთა მწვერვალებიც შესაბამისად ზღვის დონიდან 2 287 და 1 678 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. პროვინციის პლატო კაგაიანის კანიონებით, მდინარე პულანგისა და ტაგოლოანის და მათი შენაკადებითაა დასერილი. პროვინციის აღმოსავლეთი და სამხრეთი საზღვრები აგუსანის, ჩრდილოეთ დავაოსა და კოტაბატოს გასწვრივ მდებარეობს და პანტარონის მთიანეთის მჭიდრო ტყეებითა და მთებითაა დაფარული.

ბუკიდნონის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილები სხვადასხვა კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. პროვინციის ჩრდილოეთი ნაწილი III ტიპის კლიმატურ სარტყელში მდებარეობს, რომელშიც წვიმების სეზონი მკვეთრად არაა გამოხატული, ხოლო მშრალი სეზონი ნოემბრიდან მაისამდე გრძელდება. პროვინციის სამხრეთი ნაწილში კორონას IV ტიპის კლიმატურ სარტყელშია მოქცეული, რომლის დროსაც მშრალი სეზონი არ არის გამოკვეთილი. ყველაზე მშრალი ადგილი ბაუნგონია, ხოლო ყველაზე ნალექიანი ადგილი — კალაბუგაოს ვაკე. მთელი წლის მანძილზე გრილი და ნოტიო კლიმატია.

საშუალო წლიური ნალექების რაოდენობა 2 800 მმ-ს უტოლდება. ქვეყნის სხვა ნაწილების მსგავსად, ყველაზე მეტი ნალექები ივნისიდან ოქტომბრამდე პერიოდში მოდის. თებერვალი, მარტი და აპრილი ყველაზე მშრალი თვეებია.

დემოგრაფია

რედაქტირება
 
მდინარე პულანგი

2015 წლის აღწერით ბუკიდნონის პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა 1 415 226 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელია 128 ადამიანი 1 კვ. კმ-ზე.[8] მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვით გამორჩეული ქალაქები და მუნიციპალიტეტებია: დონ-კარლოსი (353/კმ²),კიტაოტაო (250/კმ²), Vვალენსია (244/კმ²), მარამაგი (213/კმ²) და კესონი (202/კმ²). მოსახლეობის სიმჭიდროვის ყველაზე დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩევა: იმპასუგონგი (29/კმ²), ტალაკაგი (58/კმ²), სან-ფერნანდო (63/კმ²), მალიტბოგი (75/კმ²) და დუმალოგი (83/კმ²).

რეგიონის მოსლახოების მშობლიური ენა სებუანური ენაა. უმცირესობა ჰიგაონონზე, ირანუნის, ილოკანურ, ვარაის, მარანაოს, ჰილიგაინონის, მატიგსალუგის, ილიანენის და ბუკიდის ენებზე საუბრობს. სკოლებში, ბიზნეს და სამთავრობო ოფისებში ტაგალური და ინგლისური ენებიც ესმით.[9]

მოსახლეობის უმრავლესობას ქრისტიანები შეადგენენ. მოსახლეობის 80.7% რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია, ხოლო 15% სხვა ქრისტიანული კონფესიების მიმდევარია. ისლამის მიმდევრები მოსახლეობის 4%-ს შეადგენენ, ხოლო 0.3% სხვა რელიგიურ ჯგუფებს მიეკუთვნება.[10]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Orden Ejecutiva No. 36 — 1902. — გვ. 796.
  2. https://mindanews.com/top-stories/2012/07/bukidnon-has-been-wrong-in-celebrating-its-foundation-anniversary/#gsc.tab=0
  3. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  4. Census of Population (2015). "Region X (Northern Mindanao)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 20 June 2016
  5. Mt. Dulang-Dulang (2,938+). ~ Pinoy Mountaineer (2007-09-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-30. ციტირების თარიღი: 2012-10-27.
  6. The highest mountains in the Philippines ~ Pinoy Mountaineer. Pinoymountaineer.com (2008-02-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-25. ციტირების თარიღი: 2012-10-27.
  7. COA: Makati is Philippines’ richest city, Cebu the richest province (2018) by GMA News 2019
  8. Cairns, Malcolm (2015) Shifting Cultivation and Environmental Change: Indigenous People, Agriculture and Forest Conservation. Routledge. ISBN 9781317750192. ციტირების თარიღი: 29 June 2016. 
  9. Table 11. Household Population by Ethnicity and Sex: 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 March 2018. ციტირების თარიღი: 1 May 2018.
  10. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-04. ციტირების თარიღი: 2018-03-04.