კოტაბატოს პროვინცია
კოტაბატოს პროვინცია (ოფიციალურად კოტაბატოს პროვინცია, ყოფილი ჩრდილოეთი კოტაბატო; ჰილ: Aminhan Cotabato; სებ: Amihanang Cotabato; მაგ: Pangutaran Kutawatu; ილოკ: Amianan nga Cotabato; ფილ: Hilagang Cotabato) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე პროვინცია ფილიპინებში. მდებარეობს სოსკსარგენის რეგიონში, კუნძულ მინდანაოზე. პროვინციის დედაქალაქია კიდაპავანი. კოტაბატოს პროვინციის ზოგიერთი ბარანგაი მუსლიმურ მინდანაოში ბანგსამოროს ავტონომიური რეგიონის იურისდიქციის ქვეშაა.
კოტაბატოს პროვინცია | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | Kidapawan[1] | ||
შიდა დაყოფა | ალამადა, ალეოსანი, ანტიპასი, არაკანი, ბანისილანი, კარმენი (კოტაბატო), კაბაკანი, Kidapawan, ლიბუნგანი, მაგპეტი, მაკილალა, მატალამი, მიდსაიაპი, მ'ლანგი, პიგკავაიანი, პიკიტი, პრესიდენტ-როხასი (კოტაბატო), ტულუნანი, Kadayangan, Kapalawan, Ligawasan, Malidegao, Nabalawag, Old Kaabakan, Pahamuddin და Tugunan | ||
კოორდინატები | 7°12′00″ ჩ. გ. 124°51′00″ ა. გ. / 7.20000° ჩ. გ. 124.85000° ა. გ. | ||
მმართველი | Nancy Catamco | ||
დაარსდა | 22 ნოემბერი, 1973[1] | ||
ფართობი | 9008.90 კვადრატული კილომეტრი | ||
მოსახლეობა | 1 275 185 (1 მაისი, 2020)[2] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
სატელეფონო კოდი | 64 | ||
საფოსტო ინდექსი | 9400–9417 | ||
ოფიციალური საიტი | http://cotabatoprov.gov.ph/ | ||
| |||
ისტორია
რედაქტირებაადრეული ისტორია
რედაქტირებაკოტაბატოს სახელწოდება წარმოდგება მაგინდანაოს ენიდა, kuta wato (მალაიურ ენაზე Kota Batu), რაც „ქვის ფორტს“ ნიშნავს და დღევანდელ ქალაქ კოტაბატოზე მიანიშნებს, სადაც ქვის ფორტი მდებარეობდა, რომელშიც სულთან მუჰამად კუდარათის რეზიდენტია იყო განთავსებული.
ქვეყნის ამ ნაწილში ისლამი XV საუკუნიდან გავრცელდა, მუჰამად კაბუნგსუვანის ხელმძღვანელობით არაბულ-მალაიური მუსლიმანი მისიონერების მიერ. შრიფ კაბუნგსუვანი მალაბანგში 1475 წელს შეიჭრა და ადგილობრივი არამუსლიმანი მოსახლეობის წინააღმდეგობას წააწყდა, თუმცა საბოლოოდ ადგილობრივები ისლამზე მოაქცია.[3]
ესპანური კოლონიური ხანა
რედაქტირებაპროვინციაში ქრისტიანობა 1596 წლიდან გავრცელდა, თუმცა ესპანელებმა რეგიონის დაქვემდებარება XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე ვერ შეძლეს. კოტაბატოს რაიონი 1860 წელს შეიქმნა და დღევანდელი კოტაბატოს, მაგინდანაოსა და სულთან-კუდარათის პროვინციებს მოიცავდა, დედაქალაქ ტამონტაკასთან ერთად.[4] პიკითის ფორტი ესპანელებმა 1893 წელს ააგეს, რადგანაც მაგინდანაოს სასულთნოს ნარჩენების დაპყრობას კვლავ აგრძელებდნენ.
ამერიკული კოლონიური ხანა
რედაქტირებაამერიკელების ჩამოსვლის შემდეგ, 1903 წლის 15 ივლისს, ფილიპინების კომისიამ 787-ე აქტი მიიღო, რომლის საფუძველზე მოროს პროვინცია შეიქმნა. კოტაბატო, რომელიც დღევანდელი პროვინციის, მაგინდანაოს, სულთან-კუდარათის, სამხრეთ კოტაბატოსა და სარანგანის ტერიტორიებს მოიცავდა, მოროს პროვინციის რაიონი გახდა. ამერიკული პერიოდის დროს კოტაბატოში მსხვილი კომპანიები დაფუძნდნენ, რომლებმაც რეგიონში ხე-ტყის რესურსების მოპოვება დაიწყეს. 1930-იან წლებში კოტაბატოში ლუსონიდან და ვისაიასიდან მიგრანტები გადასახლდნენ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
რედაქტირებაკოტაბატს პროვინციაში დასახლების ტემპი 1950–1960-იან წლებში გაიზარდა. 1914–1976 წლებში კოტაბატოს ყოფილი პროვინცია ერთ პერიოდში ფილიპინების უდიდესი პროვინცია იყო. 1966 წელს პროვინციას სამხრეთი კოტაბატო გამოეყო.[5] 1950-იან წლებსა და 1960-იანი წლების შუა ხანებამდე მინდანაო მშვიდი რეგიონი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური კონფლიქტები გაღრმავდა, ამ პერიოდში მინდანაოში სეცესიონისტური ჯგუფები არ შექმნილა.[6]
საომარი მდგომარეობის ხანა
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომის შემდგომი შედარებით მშვიდობიანი ხანა ფერდინანდ მარკოსის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დასრულდა.[7] მოროს ეთნიკური ჯგუფების ხოცვა-ჟლეტას ეთნიკური კონფლიქტები მოჰყვა, რის შემდეგადაც სეცესიონისტური მოძრაობები ჩამოყალიბდა. საომარი მდგომარეობის გამოცხადებამდე ამ ჯგუფებს შედეგიანი წინააღმდეგობის გასაწევად საკმარისი წევრები არ ჰყავდათ,[8] თუმცა 1972 წლის სექტემბერში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შედეგად პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან ერთად შეიარაღებული სეცესიონისტური ჯგუფი, მოროს ეროვნული განმათავისუფლებელი ფრონტი ჩამოყალიბდა, რასაც ათწლიანი კონფლიქტი მოჰყვა.[9]
საომარი მდგომარეობის დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 1971 წლის 19 ივნისს, მანილის ერთ-ერთ მეჩეთში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა იყო, რომლის დროსაც მოროს ეთნიკური ჯგუფის 70-დან[10] 79-მდე[11] წარმომადგენელი მოკლეს, მათ შორის ქალები და ბავშვები. მუსლიმი მოსახლეობა ქრისტიანებთან სამშვიდობო მოლაპარაკების თაობაზე მეჩეთში შეიკრიბა, როდესაც ილაგის სამხედრო ჯგუფის შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.[12][10]
1973 წლის 22 ნოემბერს, 341-ე საპრეზიდენტო დეკრეტის საფუძველზე ძველი კოტაბატო ჩრდილოეთ კოტაბატოს, მაგინდანაოსა და სულთან-კუდარათის პროვინციებად გაიყო.[13] 1984 წლის 7 მარტს ჩრდილოეთ კოტაბატოს კოტაბატო ეწოდა.[14]
უახლესი ისტორია
რედაქტირება1992 წელს სამხრეთ კოტაბატოს სარანგანის პროვინცია გამოეყო.[15] ამჟამად კოტაბატოს პროვინცია დედაქალაქის, კიდაპავანისა და 17 მუნიციპალიტეტისგან შედგება.
2019 წლის თებერვალში ჩატარებული პლებისციტის შემდეგ კოტაბატოს პროვინციის დასავლეთ მუნიციპალიტეტების 63 ბარანგაი, რომლებშიც მოსახლეობის დიდი ნაწილი ისლამის მიმდევარია, ახლად ჩამოყალიბებულ რეგიონს შეურთდა.[16] ამის გამო 2019 წლის 13 მაისს გამართული ეროვნული შუალედური არჩევნების დროს პროვინციის მოხელეების რაოდენობაც შემცირდა.[17]
გეოგრაფია
რედაქტირებაკოტაბატოს ფართობი 9 008.9 კმ²-ია. ის XII რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მინდანაოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ჩრდილოეთიდან სამხრეთ ლაანოს პროვინცია ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან — დანაო და ჩრდილოეთი დანაო, დასავლეთიდან — მაგინდანაო, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — სულთან-კუდარათი და სამხრეთი დავაო.
კოტაბატო აღმოსავლეთიდან, აპოს მთიდან, რომელიც პროვინციას დავაოსგან გამოყოფს, პიაპაიუნგნაის ქედის გასწვრივ დასავლეთით ლანაოს საზღვრამდეა გადაჭიმული.[18] მაღალმთიანეთებს შორის პულანგისა და რიო-გრანდე-დე-მინდანაოს აუზი მდებარეობს.[18] მდინარე პულანგი ბუკიდნონის პროვინციაში იღებს სათავეს და სამხრეთით მაგინდანაოს გავლით ილანის ყურესი ჩაედინება.
პროვინცია ტაიფუნების ჯაჭვს მიღმა მდებარეობს, რის გამოც კოტაბატოში ტაიფუნები იშვიათია.[18]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 https://www.officialgazette.gov.ph/1973/11/22/presidential-decree-no-341-s-1973/
- ↑ Household Population, Number of Households, and Average Household Size of the Philippines (2020 Census of Population and Housing) — Philippine Statistics Authority, 2022.
- ↑ Halili, Christine N. (2004) „The Natural Setting and its People“, Philippine History, First, Manila, Philippines: Rex Book Store, გვ. 52–53. ISBN 9712339343. ციტირების თარიღი: 29 April 2016.
- ↑ Our Province. ციტირების თარიღი: 29 April 2016.
- ↑ Republic Act No. 4849 - An Act Creating the Province of South Cotabato (18 July 1966). ციტირების თარიღი: 27 April 2016.
- ↑ Miclat, Gus (2002). „Our lives were never the same again“, Turning rage into courage : Mindanao under martial law. MindaNews Publications, Mindanao News and Information Cooperative Center. OCLC 644320116.
- ↑ George, T. J. S. (1980). Revolt in Mindanao : the rise of Islam in Philippine politics. Kuala Lumpur. ISBN 0-19-580429-5. OCLC 6569089.
- ↑ George, T. J. S. (1980). Revolt in Mindanao: The Rise of Islam in Philippine Politics. Oxford University Press, გვ. 130–134.
- ↑ Yegar, Moshe (2002). Between Integration and Secession: The Muslim Communities of the Southern Philippines, Southern Thailand and Western Burma/Myanmar. Lexington Books, გვ. 267–268.
- ↑ 10.0 10.1 Mariveles, Julius D.. Mindanao: A memory of massacres. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 23, 2018. ციტირების თარიღი: May 23, 2016.
- ↑ Arguillas, Carolyn O. (January 28, 2010). „De Lima: "Oooops, sorry, it's Ampatuan Massacre not Maguindanao Massacre“. MindaNews. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: May 23, 2016.
- ↑ Larousse, William (2001). A Local Church Living for Dialogue: Muslim-Christian Relations in Mindanao-Sulu, Philippines 1965–2000. Gregorian Biblical BookShop, გვ. 136. ISBN 8876528792.
- ↑ Presidential Decree No. 341: Creating the Provinces of North Cotabato, Maguindanao and Sultan Kudarat. Philippine Laws, Statutes & Codes. Chan Robles Virtual Law Library (22 November 1973). ციტირების თარიღი: 27 May 2014.
- ↑ Batas Pambansa Blg. 660 - An Act Changing the Name of the Province of North Cotabato to Cotabato. Philippine Laws, Statutes & Codes. Chan Robles Virtual Law Library (22 November 1973). ციტირების თარიღი: 27 May 2014.
- ↑ Republic Act No. 7228 - An Act Creating the Province of Sarangani (16 March 1992). ციტირების თარიღი: 27 April 2016.
- ↑ CNN Philippines Staff. 63 North Cotabato villages complete new Bangsamoro region. CNN Philippines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 14 February 2019.
- ↑ Carolyn O. Arguillas. Pikit's fate: 20 barangays remain with North Cotabato, 22 joining BARMM. MindaNews. ციტირების თარიღი: 8 February 2019.
- ↑ 18.0 18.1 18.2 Lancion, Jr., Conrado M.; cartography by de Guzman, Rey (1995) „The Provinces; Cotabato“, Fast Facts about Philippine Provinces, The 2000 Millenium, Makati, Metro Manila, Philippines: Tahanan Books, გვ. 64. ISBN 971-630-037-9. ციტირების თარიღი: 29 April 2016.