ტაგალური ენა
ტაგალური ენა — იგივე ტაგალოგი, ტაგალების ენა. მიეკუთვნება ავსტრონეზიული ოჯახის ინდონეზიურ ჯგუფს .
- მოლაპარაკეთა რაოდენობა: >17 მლნ
- ენის კოდი: tl
- სახელწოდება: tl - Filipino, Pilipino, Tagalog; en - Tagalog; eo - Filipina, Tagaloga
- დამწერლობა: ლათინური
ტაგალური ენა Tagalog | |
გავრცელებულია | ფილიპინები |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 23.9 მლნ. |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ავსტრონეზიული ოჯახი |
დამწერლობის სისტემა | ლათინური |
რუკა | |
ტაგალური ენის გავრცელების რუკა ფილიპინებზე |
ტაგალური ენა კოლონიამდელ პერიოდში ასრულებდა ტომთაშორისი, შემდეგ ერთაშორისი ურთიერთობის ენის ფუნქციას, ესპანურ-ამერიკული 400-წლიანი კოლონიზაციის პერიოდში გამოიყენებოდა ესპანურ და ინგლისურ ენებთან ერთად. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მან საერთოეროვნული როლი მიიღო და 1959 წელს ეწოდა ფილიპინური ენა (პილიპინო). 1973 წლიდან ფილიპინების ერთ-ერთი ოფიციალური ენაა (ინგლისურთან ერთად).
სტატუსი
რედაქტირებაოფიციალური ენა:
- ფილიპინები - ინგლისურთან ერთად.
გავრცელების არეალი:
ენის გავრცელების არეალი თავდაპირველად იყო კუნძულ ლუსონის ცენტრალური და სამხრეთი რაიონები, შემდეგ იგი გავრცელდა სხვა კუნძულებზეც. ენის ტერიტორიული დიალექტები ძირითადად ემთხვევა ტაგალების განსახლებას პროვინციების მიხედვით.
ლექსიკა
რედაქტირებაფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა - Halo; Mabuhay; Kumust?
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Mabuhay; Tuloy po kayo
- გმადლობთ - Salamat; Maraming salamat
- კი / არა - Opo / Hindi po
- გეთაყვა - Paki; Pakikuha; Pakikunin
- ნახვამდის - Adyos po; Paalom na po
რიცხვები
- 1 - isá, 2 - dalawá, 3 - tatló, 4 - ápat, 5 - limხ, 6 - ánim, 7 - pitó, 8 - waló, 9 - siyám, 10 - sampû